მოდელი კარმენ ელექტრა X-Factor-ის პროდიუსერს, საიმონ კოუელს ხვდება. პაპარაცებმა წყვილი კალიფორნიაში, რომანტიკული სადილის დროს შენიშნეს.
საიმონი ელექტრას თვალს ვერ აცილებდა და მისდამი სიმპათია არც ფოტოგრაფების გამოჩენის შემდეგ დაუმალავს. საღამოზე კარმენმა არჩევანი წითელ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ლურჯ მოკლე კაბაზე შეაჩერა. ის ძალიან მომხიბვლელი იყო.
საზოგადოებამ კარმენი ჟურნალ Playboy-დან გაიცნო, თუმცა პოპულარობა სერიალმა "მაშველებმა" მოუტანა. სერიალში კარმენი ლენი მაკკენზის როლს განასახიერებდა.
კარმენი ორ უიღბლო ქორწინებაში იმყოფებოდა. ის 2008 წლიდან გიტარისტ რობ პატერსონზე იყო დანიშნული, თუმცა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ კვლავ მარტოა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.