გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

როგორც სანიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, მას ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხება "ცხოვრებაში არ ჰქონია".

"ქურდებთან ცხოვრებაში არ მქონია ურთიერთობა, აბსოლუტურად სხვა გარემოში გავიზარდე. ეს სააკაშვილის ხელისუფლების ფაბრიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანის ხმა ჩაწერო. რა კანონიერი ქურდის ციხიდან გამოყვანა? ესაა სისულელე, სიბრიყვე და სააკაშვილის ხელისუფლების აგონია. ეს მასალები გაიკეთონ ერთ ადგილზე", - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვალერი ხაბურძანია მისი ბავშვობის მეგობარია.

"ვალერი ხაბურძანია ჩემი ბავშვობის მეგობარია და განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან, ჯერ ბავშვებს რომ უნათლავენ ერთმანეთს და შემდეგ იჭერენ, მე ჩემს მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ. რამდენადაც მახსოვს, ხაბურძანია "ვარდების რევოლუციის" გმირი იყო, ახლა როდის აქეთ გახდა დამნაშავე? ვადასტურებ, რომ ის ჩემი მეგობარია, თუმცა ბოლო 4 თვეა არ მილაპარაკია", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა