პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველო ფულს უხდიდა?!
სკანდალი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველო ფულს უხდიდა?!

შე­ვე­დუ­რი პრე­სა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კალ ბილ­დტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. სტა­ტი­ე­ბი ამის თა­ო­ბა­ზე მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი. შვე­დე­თის წამ­ყა­ვა­ნი და მე­ტად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­ზე­თი "აფ­ტონბ­ლა­დეთ" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "კარლ ბილ­დტ­მა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი პი­არ­კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტად აქ­ცია."

სტა­ტი­ა­ში მი­ნიშ­ნე­ბაა იმა­ზე, რომ კარლ ბილ­დტის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უპი­რო­ბოდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, შე­საძ­ლოა, არ­ცთუ უან­გა­რო იყოს.

რო­გორც სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, ბა­ტო­ნი ბილ­დტი 2004-2006 წლებ­ში ცნო­ბი­ლი პი­არ­კომ­პა­ნი­ის Kreab-ის მარ­თვის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. ამ პი­არ­კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტთა სი­ა­ში არა მხო­ლოდ დიდი სა­წარ­მო­ე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ირი­ცხე­ბი­ან, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს: "ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მათ მომ­სა­ხუ­რე­ბას იყე­ნებ­და, სა­ქარ­თვე­ლოც იყო. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ს დიდი ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ად­გებს ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის გამო." სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ კომ­პა­ნი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ კარლ ბილ­დტს, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ი­დან წა­მოს­ვლის შემ­დე­გაც არ შე­უ­წყვე­ტია სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ლო­ბი­რე­ბა.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "კონ­ტრაქ­ტი კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორმ­და 2006 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ბილ­დტის დახ­მა­რე­ბით. ამას ამ პი­არ­კომ­პა­ნი­ის ბრი­უ­სე­ლის შეფი კარლ ისაკ­სო­ნი ადას­ტუ­რებს:

- მარ­თა­ლია რომ სა­ქარ­თვე­ლო ბილ­დტის კლი­ენ­ტი იყო?

- დიახ, კარლს კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა ის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, მაგ­რამ როცა მი­ნის­ტრი გახ­და, მან და­ტო­ვა კომ­პა­ნია.

ისაკ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათი პი­არ­კომ­პა­ნია იყო სა­ქარ­თვე­ლოს "და­მა­ტე­ბი­თი ხელი ბრი­უ­სელ­ში":

- ჩვენ ვეხ­მა­რე­ბო­დით მმარ­თველ პარ­ტი­ას ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში. ასე­ვე და­ვეხ­მა­რეთ მათ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რათა ინ­ფორ­მა­ცია საქ­რათ­ვე­ლო­დან მე­დი­ა­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლი­ყო მათ­თვის მი­სა­ღებ ჭრილ­ში და კარ­გი ფორ­მით.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

სკანდალი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველო ფულს უხდიდა?!

სკანდალი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველო ფულს უხდიდა?!

შევედური პრესა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კალ ბილდტისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობით ინტერესდება. სტატიები ამის თაობაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი. შვედეთის წამყავანი და მეტად ავტორიტეტული გაზეთი "აფტონბლადეთ" აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "კარლ ბილდტმა საქართველო თავისი პიარკომპანიის კლიენტად აქცია."

სტატიაში მინიშნებაა იმაზე, რომ კარლ ბილდტის საქართველოს ხელისუფლებისადმი უპირობოდ გამოცხადებული მხარდაჭერა, შესაძლოა, არცთუ უანგარო იყოს.

როგორც სტატიის მიხედვით ირკვევა, ბატონი ბილდტი 2004-2006 წლებში ცნობილი პიარკომპანიის Kreab-ის მართვის დირექტორი გახლდათ. ამ პიარკომპანიის კლიენტთა სიაში არა მხოლოდ დიდი საწარმოები და ორგანიზაციები ირიცხებიან, არამედ მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები. სტატიის ავტორი წერს: "ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მათ მომსახურებას იყენებდა, საქართველოც იყო. ქვეყანა, რომელიც აშშ-ს დიდი ინტერესის საგანს წარმოადგებს ნავთობის ტრანსპორტირების საშუალების გამო." საინტერესოა, რომ ამ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა უკავშირდება სწორედ კარლ ბილდტს, რომელსაც კომპანიიდან წამოსვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია სააკაშვილის მთავრობის ლობირება.

სტატიაში ვკითხულობთ: "კონტრაქტი კომპანიასთან გაფორმდა 2006 წლის შემოდგომაზე, ბილდტის დახმარებით. ამას ამ პიარკომპანიის ბრიუსელის შეფი კარლ ისაკსონი ადასტურებს:

- მართალია რომ საქართველო ბილდტის კლიენტი იყო?

- დიახ, კარლს კარგი კონტაქტები ჰქონდა საქართველოში, როცა ის კომპანიის დირექტორი იყო, მაგრამ როცა მინისტრი გახდა, მან დატოვა კომპანია.

ისაკსონის განცხადებით, მათი პიარკომპანია იყო საქართველოს "დამატებითი ხელი ბრიუსელში":

- ჩვენ ვეხმარებოდით მმართველ პარტიას ევროპელ პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში. ასევე დავეხმარეთ მათ მედიასთან ურთიერთობაში, რათა ინფორმაცია საქრათველოდან მედიაში გაშუქებულიყო მათთვის მისაღებ ჭრილში და კარგი ფორმით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა