Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა
საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა

საფ­რან­გე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლოა თბი­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ქარ­თულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სამ­ყა­როს­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდა.

საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს უკავ­ში­რებს.

"ჩვენ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის და საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის შე­საძ­ლო შეთ­ქმუ­ლე­ბის გეგ­მა­ზე მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამა­ზე თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ საქ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ზე იმოქ­მე­დოს.

"ამ საქ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ზე იმოქ­მე­დოს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­სას­წო­რე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში წა­მე­ბის შე­სა­ხებ", - გან­მარ­ტა­ვენ საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

ფრან­გუ­ლი მხა­რე ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს ხალ­ხის ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი ჩა­ტა­რე­ბა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა

საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა

საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასალების გამოქვეყნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

"ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართველი ოპოზიციონერის და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობით ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფების შესაძლო შეთქმულების გეგმაზე მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს.

"ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გამოსასწორებელ დაწესებულებებში წამების შესახებ", - განმარტავენ საფრანგეთის საგარეო უწყებაში.

ფრანგული მხარე ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლენის მშვიდობიანი ჩატარება 1-ელ ოქტომბერს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა