საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
შსს-მ ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას პირ­ვე­ლა­დი და­კი­თხვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას შემ­დგო­მი და­კი­თხვა 27 სექ­ტემ­ბერს შედ­გე­ბა.

ვა­კის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გოგა ხა­ინ­დრა­ვა და­კი­თხეს. ის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ხა­ინ­დრა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შე­კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს. მას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, იყო თუ არა ნამ­დვი­ლად საფ­რან­გეთ­ში და შეხ­ვდა თუ არა რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს. გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­მომ­ძი­ებ­ლებს და­უ­დას­ტუ­რა, რომ რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს შეხ­ვდა, რად­გან მას­თან 35-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

ად­ვო­კატ გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, პირ­ველ რიგ­ში ის და­ინ­ტე­რეს­და იმით, თუ რა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძი­ე­ბა. გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 223 პრი­მა მუხ­ლით, სა­დაც პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი შე­ე­ხე­ბა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს და მე­ო­რე ნა­წი­ლი ქურ­დულ სამ­ყა­როს. გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტის თქმით, პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­კითხს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სხვა დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.

გოგა ხა­ინ­დრა­ვა მო­რიგ და­კი­თხვა­ზე 27 სექ­ტემ­ბერს, 13:00 სა­ათ­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი, რის გა­მოც ვე­ღარ შეძ­ლებს კი­ევ­ში ვი­ზიტს, სა­დაც მისი ფილ­მის ჩვე­ნე­ბის­თვის უნდა ჩა­სუ­ლი­ყო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ გა­აც­ნო. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფრან­გუ­ლი მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნესს სა­კი­თხებს ეხე­ბა.

ზო­დე­ლა­ვას თქმით, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რის მი­ზანს სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა, "მხედ­რი­ო­ნის" ტი­პის ფორ­მი­რე­ბის შექ­მნა და "ქურ­დე­ბის" გავ­ლე­ნის აღ­დგე­ნა წარ­მო­ად­გენ­და.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ქარ­თულ­მა მხა­რემ მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ჟან­დარ­მე­რი­ი­სა­გან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებს ეხე­ბა.

დღეს, 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, საფ­რა­გე­თის სა­სა­მარ­თლოს სან­ქცი­ით, ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გად­მო­ე­ცა ეს მა­სა­ლა.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლის სა­თა­ვე­ში მდგომ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვას, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გავ­ლე­ნის აღ­დგე­ნას და "მხედ­რი­ო­ნის" მსგავ­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას.

ინ­ფორ­მა­ცია არის ქარ­თულ ენა­ზე და წარ­მო­ად­გენს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ჟან­დარ­მე­რი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ზუსტ თარ­გმანს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი აწარ­მო­ე­ბენ ინ­ტენ­სი­ურ გა­მო­ძი­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-მ ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

შსს-მ ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება.

ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავა დაკითხეს. ის პოლიციის შენობაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორთქიფანიძეს. გოგა ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან მასთან 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, პირველ რიგში ის დაინტერესდა იმით, თუ რა მუხლით მიმდინარეობდა ძიება. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 223 პრიმა მუხლით, სადაც პირველი ნაწილი შეეხება კანონიერ ქურდებს და მეორე ნაწილი ქურდულ სამყაროს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება სწავლობს ფულის გათეთრების საკითხს, სამართალდამცველებს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.

ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.

"რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას", - განაცხადა ზოდელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა