მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"
თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ კად­რებ­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუ­თრე­ბით კი - ახალ­გაზ­რდო­ბის უდი­დეს პრო­ტეს­ტზე, ასე­ვე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს, მწე­რალ­სა და დრა­მა­ტურგს, ბა­ტონ თა­მაზ ჭი­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- თავს ძა­ლას და­ვა­ტან და შე­ვეც­დე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დად ვუ­პა­სუ­ხო თქვენს კითხ­ვებს, თუმ­ცა, უამ­რა­ვი ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მსგავ­სად, ალ­ბათ, მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო არ შე­ეძ­რა, არა­მედ არ და­ეთ­რგუ­ნა ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის იმ სცე­ნებს, რაც ამ ბო­ლო დღე­ებ­ში ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ. ჩვენ, საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბევ­რი ჯა­ლა­თი გვი­ნა­ხავს ან გვსმე­ნია მათ შე­სა­ხებ, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არც გვი­ნა­ხავს და არც გაგ­ვი­გო­ნია სად­მე. ჩვენს თვალ­წინ არა მარ­ტო კონ­კრე­ტულ პა­ტი­მარს აწა­მებ­დნენ და ამ­ცი­რებ­დნენ, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბის დი­ად ცნე­ბას ფე­ხით თე­ლავ­დნენ. ეს იყო ბარ­ბა­რო­სო­ბის შემ­ზა­რა­ვი აქ­ტი, ანუ ბარ­ბა­რო­სო­ბის მა­სობ­რი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნო­ბის ერ­თგვა­რი კო­დექ­სის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა­ნი მოწ­მე­ნი გავ­ხდით ისე­თი მოვ­ლე­ნი­სა, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დაგ­ვიბ­რუ­ნა და ისევ ცხოვ­რე­ბის­კენ მოგ­ვა­ხე­და. ეს მოვ­ლე­ნა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლა იყო, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და სრუ­ლი­ად ახალს, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ აქტს ყვე­ლა ად­რინ­დელ ოპო­ზი­ცი­ურ გა­მოს­ვლებ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­სა კი არ იყო, არა­მედ წარ­მო­ად­გენ­და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სინ­დი­სის დაც­ვის დი­დე­ბულ მა­გა­ლითს.

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი მა­სობ­რი­ვი, ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი­ა, მაგ­რამ არ ცდე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც ბუ­ნებ­რი­ვად და ლო­გი­კუ­რად მი­აჩ­ნია ეს გა­მოს­ვლა და, თუ გნე­ბავთ, მა­თი მოთხ­ოვ­ნე­ბიც.

სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და ის, რომ ერის მთა­ვარ­მა, "სუ­ლის ჩამ­დგმელ­მა" ძა­ლამ, რა­საც ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვი­ა, რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის ცნე­ბა კულ­ტად არის ქცე­უ­ლი, გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი უკ­ვდა­ვე­ბა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა აქ­ცევს ხალ­ხს ერად, ერს კი, მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ­სა და თა­ვი­სუ­ფალს, შე­უძ­ლია გა­მო­ავ­ლი­ნოს მთე­ლი თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბა, რაც არა მარ­ტო მის­თვის, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო, მე ვიტყ­ო­დი - აუ­ცი­ლე­ბე­ლიც! კულ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ხე­ლოვ­ნუ­რი შეც­ვლის ცდა, რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მთელ ხალ­ხს, მთელ ქვე­ყა­ნას ეპი­გო­ნო­ბის­კენ უბიძ­გებს. ეპი­გო­ნუ­რი კულ­ტუ­რა კი ეროვ­ნუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვერ შე­ას­რუ­ლებს გან­გე­ბის­გან და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას - ხალ­ხი გარ­დაქ­მნას ერად! დღე­ვან­დელ დღეს სხვა ქვეყ­ნის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ბაძ­ვა გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თოა სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­მა­ოდ რთულ და ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან ერის გაქ­რო­ბის საფ­რთხეს აჩენს. თუმ­ცა, რო­დის იყო სხვა­ნა­ი­რად?!

ამ­დე­ნად, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის გა­მოს­ვლა ცალ­მხრი­ვი, ანუ მხო­ლოდ ბარ­ბა­რო­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი არ არის და არც ემო­ცი­უ­რი­ა, არც შემ­თხვე­ვი­თი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ის არც გუ­შინ დაწყ­ე­ბუ­ლა და არც ხვალ დამ­თავ­რდე­ბა. საქ­მე ის არის, რომ დღეს ახალ­გაზ­რდო­ბას საკ­მა­ოდ ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და ქუ­ჩა­ში გა­მო­სას­ვლე­ლად - თუნ­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ახა­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­ბო­ტის შექ­მნის მცდე­ლო­ბა; ჩვე­ნი ენის (ხალ­ხის სა­ერ­თო სა­ი­დუმ­ლოს!) უმაქ­ნის, სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ, მხო­ლოდ სა­ში­ნაო მოხ­მა­რე­ბის, ლინ­გვის­ტურ ელე­მენ­ტად ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა. გა­ნა კუ­რი­ო­ზი არ არის (სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა თქმა უნ­და, ტრა­გი­კუ­ლი­ა!) ის, რომ ბა­თუ­მის ტე­ლე­ვი­ზი­ა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სულ თურ­ქებს ქარ­თუ­ლი ას­წავ­ლოს, ანუ ერ­თგვა­რად გა­უ­ად­ვი­ლოს დრო­ე­ბით აქ ყოფ­ნა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ - ამ ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ლებს, მარ­თა­ლი­ა, პი­რო­ბი­თად, მაგ­რამ მა­ინც პატ­რო­ნებს, ანუ მას­პინ­ძლებს, სტუმ­რის ენის - თურ­ქუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს გვი­ტა­რებს? სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მსგავ­სი რამ?! არა­და, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა პირ­ველ­კლა­სელ ბავ­შვს წიგ­ნის ნაც­ვლად კომ­პი­უ­ტე­რი შე­ვა­ჩე­ჩეთ ხელ­ში, რი­თაც მას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წა­ვარ­თვით... ბავ­შვო­ბა! ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სცე­ნა მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბის პო­დი­უ­მად და სა­ეჭ­ვო დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის ას­პა­რე­ზად ვაქ­ცი­ეთ; რო­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან სა­ერ­თოდ გავ­რი­ყეთ ინ­ტე­ლი­გენ­ტის ცნე­ბა, ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვეთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ამა­რა, რაც ასეთ­მა ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბელ­მა რა­დი­კა­ლიზ­მმა მოგ­ვი­ტა­ნა, დღეს იმე­დი­ა, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია - ერ­თ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე მა­ღალ­კულ­ტუ­რუ­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­მორ­ჩე­ნილ, სხვის ხელ­ში შემ­ყუ­რე ქვეყ­ნად გა­და­ვი­ქე­ცით.

ვი­სურ­ვებ­დი, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოს­ვლა, ეს მა­ღალ­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი აქ­ტი ქცე­უ­ლი­ყო ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის­კენ - წიგ­ნის­კენ, თე­ატ­რის­კენ, მუ­სი­კის­კენ - შე­მობ­რუ­ნე­ბის, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის, ჩვე­ნი ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის გა­სახ­სე­ნე­ბელ ნა­ბი­ჯად.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დად მი­სას­ვლე­ლად უმ­ჯო­ბე­სი­ა, სტუ­დენ­ტე­ბის გა­მოს­ვლე­ბი შეწყ­დეს?

- მე თუ მკითხ­ავთ, აღა­რა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­იშ­ლე­ბი­ან თუ არ და­იშ­ლე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. თა­ვი­ან­თი საქ­მე, თა­ნაც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უკ­ვე გა­ა­კე­თეს, უკ­ვე მი­აღ­წი­ეს თა­ვი­ანთ მი­ზანს - დაგ­ვა­ნახ­ვეს, რომ ქვე­ყა­ნა ცოცხ­ა­ლია და, რაც მთა­ვა­რი­ა, აზ­როვ­ნებს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხს შე­უძ­ლია თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტოს თა­ვი­სი ბე­დი!

ჩვენს მრავ­ლის­მნახ­ველ, მრა­ვალ­ტან­ჯულ ერს თით­ქოს აქამ­დე სა­ღა­თას ძი­ლით ეძი­ნა, უფ­რო ზუს­ტად - თით­ქოს ჰიპ­ნო­ზურ ტრან­სში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. მი­სი დუ­მი­ლი რე­ჟი­მის მი­ერ უსი­ტყ­ვო თან­ხმო­ბად აღიქ­მე­ბო­და და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არც ისე უსა­ფუძ­ვლოდ. ჩვენ ვდუმ­დით ბევრ რა­მე­ზე, იმა­ზეც კი, რი­სი მოთ­მე­ნაც ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - იქ­ნე­ბო­და ეს მა­ხინ­ჯი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თუ წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის გაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რაც, თუნ­დაც, ერის­თვის წმინ­და ნან­გრე­ვე­ბის ხელ­ყო­ფა­სა და გა­და­კე­თე­ბა­-აღ­დგე­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და და რა­საც, ზო­გი­ერ­თის სიტყ­ვით, "ნან­გრე­ვის გა­ცოცხ­ლე­ბა" ერ­ქვა, თით­ქოს ნან­გრე­ვი ისე­დაც ცოცხ­ა­ლი არ იყოს, უფ­რო მე­ტიც - უკ­ვდა­ვი! ნან­გრე­ვე­ბის ხმას ილია "ქვა­თა ღა­ღადს" უწო­დებ­და. სჯობ­და, გუ­ლის­ყუ­რით გვეს­მი­ნა ამ "ღა­ღა­დის­თვის", მის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბო­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმი­სა, რომ თუ არ გვექ­ნე­ბა წარ­სუ­ლი, არ გვექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი! ნან­გრე­ვე­ბის აღ­დგე­ნა რა­ი­მე­თი გა­მარ­თლე­ბუ­ლი რომ იყოს, გარ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის მავ­ნე ცდი­სა, ბერ­ძნებს, იტა­ლი­ე­ლებს ან სომ­ხებს ვი­თომ და­ვას­წრებ­დით ამ საქ­მე­ში?! სო­მე­ხი ზვარ­ტნო­ცის ნან­გრე­ვე­ბის თი­თო­ე­ულ კენ­ჭს ისე­ვე და­კან­კა­ლებს ზედ, რო­გორც ცოცხ­ალ არ­სე­ბას.

პი­რა­დად ჩემ­თვის, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ზვი­ა­დი, გა­ცი­ლე­ბით დი­დე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ვიდ­რე მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რი ას­ლი... ღმერ­თი თუ­კი ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­ად სი­კე­თეს, ანუ სამ­შობ­ლოს გიწყ­ა­ლო­ბებს, შენ შე­ნი სი­ცოცხ­ლი­თა თუ სიკ­ვდი­ლით უნ­და შეძ­ლო კი­დეც მი­სი მოვ­ლა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს. სამ­შობ­ლო მა­რა­დი­უ­ლი ცნე­ბა­ა, სა­ხელ­მწი­ფო კი - დრო­ე­ბი­თი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცვა­ლე­ბა­დი და ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბაა (თუმ­ცა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი!), რო­ცა ეს ორი ცნე­ბა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ვიდ­რე სამ­შობ­ლო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­ვას­ხვა­ვებთ, კი­დევ ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლნი აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ავა­შე­ნოთ სინ­გა­პუ­რის მსგავ­სი, პლა­გი­ა­ტი, თუნ­დაც საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და დავ­კარ­გოთ... სამ­შობ­ლო!

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მოს­ვლა, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, არც ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა არ წარ­მარ­თავს, სწო­რედ ასე­თი უსა­ხუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, ანუ ყვე­ლა­ფე­რი იმის და­სა­ცა­ვად, რა­საც სხვა­ნა­ი­რად სამ­შობ­ლო ჰქვი­ა!.. ქედს ვიხ­რი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის წი­ნა­შე და მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ მა­თი იმე­დით კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ამ­ქვეყ­ნად გაძ­ლე­ბა და უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­კე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს?

- სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი მე­ტად სუ­ბი­ექ­ტუ­რი რამ გახ­ლავთ, ერთს ერ­თი მი­აჩ­ნია სწო­რად, მე­ო­რეს - მე­ო­რე და ა.შ. და თუ ეს ვინ­მეს ძალ­და­ტა­ნე­ბით, და­პი­რე­ბით, თუნ­დაც, რჩე­ვით არ კეთ­დე­ბა, ყვე­ლა ამომ­რჩე­ვე­ლი მარ­თა­ლია სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე. მთა­ვა­რი­ა, ვი­ცო­დეთ, ვის ვაძ­ლევთ ხმას და რა­ტომ და, ამა­ვე დროს, უნ­და გვეს­მო­დეს სა­კუ­თა­რი ხმის მნიშ­ვნე­ლო­ბა - ეს ისე­თი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც თი­თოე­ულ ხმას შე­ეძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. მო­რი­დე­ბით შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რო­გორ­მე ყვე­ლამ უნ­და შევ­ძლოთ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა. ერ­თმა დღე­ვან­დელ­მა ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა: ეს არის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბე­დი ხალ­ხის ხელ­ში­ა­ო. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ხელ ამ პო­ლი­ტი­კო­სის ვი­ნა­ო­ბას, რად­გან, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი­ვით მეც ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს. ნუ გა­ვუშ­ვებთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან, დე, ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად ვიგ­რძნოთ, რომ არა მარ­ტო ამომ­რჩევ­ლე­ბი ვართ, არა­მედ მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი ქვეყ­ნის მე­სა­ძირ­კვლე­ნიც.

1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!..

"1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!.."

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"

თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ კად­რებ­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუ­თრე­ბით კი - ახალ­გაზ­რდო­ბის უდი­დეს პრო­ტეს­ტზე, ასე­ვე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს, მწე­რალ­სა და დრა­მა­ტურგს, ბა­ტონ თა­მაზ ჭი­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- თავს ძა­ლას და­ვა­ტან და შე­ვეც­დე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დად ვუ­პა­სუ­ხო თქვენს კითხ­ვებს, თუმ­ცა, უამ­რა­ვი ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მსგავ­სად, ალ­ბათ, მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო არ შე­ეძ­რა, არა­მედ არ და­ეთ­რგუ­ნა ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის იმ სცე­ნებს, რაც ამ ბო­ლო დღე­ებ­ში ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ. ჩვენ, საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბევ­რი ჯა­ლა­თი გვი­ნა­ხავს ან გვსმე­ნია მათ შე­სა­ხებ, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არც გვი­ნა­ხავს და არც გაგ­ვი­გო­ნია სად­მე. ჩვენს თვალ­წინ არა მარ­ტო კონ­კრე­ტულ პა­ტი­მარს აწა­მებ­დნენ და ამ­ცი­რებ­დნენ, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბის დი­ად ცნე­ბას ფე­ხით თე­ლავ­დნენ. ეს იყო ბარ­ბა­რო­სო­ბის შემ­ზა­რა­ვი აქ­ტი, ანუ ბარ­ბა­რო­სო­ბის მა­სობ­რი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნო­ბის ერ­თგვა­რი კო­დექ­სის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა­ნი მოწ­მე­ნი გავ­ხდით ისე­თი მოვ­ლე­ნი­სა, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დაგ­ვიბ­რუ­ნა და ისევ ცხოვ­რე­ბის­კენ მოგ­ვა­ხე­და. ეს მოვ­ლე­ნა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლა იყო, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და სრუ­ლი­ად ახალს, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ აქტს ყვე­ლა ად­რინ­დელ ოპო­ზი­ცი­ურ გა­მოს­ვლებ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­სა კი არ იყო, არა­მედ წარ­მო­ად­გენ­და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სინ­დი­სის დაც­ვის დი­დე­ბულ მა­გა­ლითს.

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი მა­სობ­რი­ვი, ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი­ა, მაგ­რამ არ ცდე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც ბუ­ნებ­რი­ვად და ლო­გი­კუ­რად მი­აჩ­ნია ეს გა­მოს­ვლა და, თუ გნე­ბავთ, მა­თი მოთხ­ოვ­ნე­ბიც.

სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და ის, რომ ერის მთა­ვარ­მა, "სუ­ლის ჩამ­დგმელ­მა" ძა­ლამ, რა­საც ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვი­ა, რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის ცნე­ბა კულ­ტად არის ქცე­უ­ლი, გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი უკ­ვდა­ვე­ბა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა აქ­ცევს ხალხს ერად, ერს კი, მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ­სა და თა­ვი­სუ­ფალს, შე­უძ­ლია გა­მო­ავ­ლი­ნოს მთე­ლი თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბა, რაც არა მარ­ტო მის­თვის, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო, მე ვიტყ­ო­დი - აუ­ცი­ლე­ბე­ლიც! კულ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ხე­ლოვ­ნუ­რი შეც­ვლის ცდა, რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მთელ ხალხს, მთელ ქვე­ყა­ნას ეპი­გო­ნო­ბის­კენ უბიძ­გებს. ეპი­გო­ნუ­რი კულ­ტუ­რა კი ეროვ­ნუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვერ შე­ას­რუ­ლებს გან­გე­ბის­გან და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას - ხალ­ხი გარ­დაქ­მნას ერად! დღე­ვან­დელ დღეს სხვა ქვეყ­ნის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ბაძ­ვა გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თოა სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­მა­ოდ რთულ და ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან ერის გაქ­რო­ბის საფ­რთხეს აჩენს. თუმ­ცა, რო­დის იყო სხვა­ნა­ი­რად?!

ამ­დე­ნად, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის გა­მოს­ვლა ცალ­მხრი­ვი, ანუ მხო­ლოდ ბარ­ბა­რო­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი არ არის და არც ემო­ცი­უ­რი­ა, არც შემ­თხვე­ვი­თი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ის არც გუ­შინ დაწყ­ე­ბუ­ლა და არც ხვალ დამ­თავ­რდე­ბა. საქ­მე ის არის, რომ დღეს ახალ­გაზ­რდო­ბას საკ­მა­ოდ ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და ქუ­ჩა­ში გა­მო­სას­ვლე­ლად - თუნ­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ახა­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­ბო­ტის შექ­მნის მცდე­ლო­ბა; ჩვე­ნი ენის (ხალ­ხის სა­ერ­თო სა­ი­დუმ­ლოს!) უმაქ­ნის, სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ, მხო­ლოდ სა­ში­ნაო მოხ­მა­რე­ბის, ლინ­გვის­ტურ ელე­მენ­ტად ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა. გა­ნა კუ­რი­ო­ზი არ არის (სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა თქმა უნ­და, ტრა­გი­კუ­ლი­ა!) ის, რომ ბა­თუ­მის ტე­ლე­ვი­ზი­ა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სულ თურ­ქებს ქარ­თუ­ლი ასწავ­ლოს, ანუ ერ­თგვა­რად გა­უ­ად­ვი­ლოს დრო­ე­ბით აქ ყოფ­ნა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ - ამ ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ლებს, მარ­თა­ლი­ა, პი­რო­ბი­თად, მაგ­რამ მა­ინც პატ­რო­ნებს, ანუ მას­პინ­ძლებს, სტუმ­რის ენის - თურ­ქუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს გვი­ტა­რებს? სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მსგავ­სი რამ?! არა­და, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა პირ­ველ­კლა­სელ ბავშვს წიგ­ნის ნაც­ვლად კომ­პი­უ­ტე­რი შე­ვა­ჩე­ჩეთ ხელ­ში, რი­თაც მას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წა­ვარ­თვით... ბავ­შვო­ბა! ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სცე­ნა მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბის პო­დი­უ­მად და სა­ეჭ­ვო დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის ას­პა­რე­ზად ვაქ­ცი­ეთ; რო­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან სა­ერ­თოდ გავ­რი­ყეთ ინ­ტე­ლი­გენ­ტის ცნე­ბა, ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვეთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ამა­რა, რაც ასეთ­მა ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბელ­მა რა­დი­კა­ლიზ­მმა მოგ­ვი­ტა­ნა, დღეს იმე­დი­ა, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია - ერ­თ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე მა­ღალ­კულ­ტუ­რუ­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­მორ­ჩე­ნილ, სხვის ხელ­ში შემ­ყუ­რე ქვეყ­ნად გა­და­ვი­ქე­ცით.

ვი­სურ­ვებ­დი, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოს­ვლა, ეს მა­ღალ­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი აქ­ტი ქცე­უ­ლი­ყო ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის­კენ - წიგ­ნის­კენ, თე­ატ­რის­კენ, მუ­სი­კის­კენ - შე­მობ­რუ­ნე­ბის, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის, ჩვე­ნი ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის გა­სახ­სე­ნე­ბელ ნა­ბი­ჯად.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დად მი­სას­ვლე­ლად უმ­ჯო­ბე­სი­ა, სტუ­დენ­ტე­ბის გა­მოს­ვლე­ბი შეწყ­დეს?

- მე თუ მკითხ­ავთ, აღა­რა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­იშ­ლე­ბი­ან თუ არ და­იშ­ლე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. თა­ვი­ან­თი საქ­მე, თა­ნაც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უკ­ვე გა­ა­კე­თეს, უკ­ვე მი­აღ­წი­ეს თა­ვი­ანთ მი­ზანს - დაგ­ვა­ნახ­ვეს, რომ ქვე­ყა­ნა ცოცხ­ა­ლია და, რაც მთა­ვა­რი­ა, აზ­როვ­ნებს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ხალხს შე­უძ­ლია თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტოს თა­ვი­სი ბე­დი!

ჩვენს მრავ­ლის­მნახ­ველ, მრა­ვალ­ტან­ჯულ ერს თით­ქოს აქამ­დე სა­ღა­თას ძი­ლით ეძი­ნა, უფ­რო ზუს­ტად - თით­ქოს ჰიპ­ნო­ზურ ტრან­სში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. მი­სი დუ­მი­ლი რე­ჟი­მის მი­ერ უსიტყ­ვო თან­ხმო­ბად აღიქ­მე­ბო­და და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არც ისე უსა­ფუძ­ვლოდ. ჩვენ ვდუმ­დით ბევრ რა­მე­ზე, იმა­ზეც კი, რი­სი მოთ­მე­ნაც ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - იქ­ნე­ბო­და ეს მა­ხინ­ჯი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თუ წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის გაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რაც, თუნ­დაც, ერის­თვის წმინ­და ნან­გრე­ვე­ბის ხელ­ყო­ფა­სა და გა­და­კე­თე­ბა­-აღ­დგე­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და და რა­საც, ზო­გი­ერ­თის სიტყ­ვით, "ნან­გრე­ვის გა­ცოცხ­ლე­ბა" ერ­ქვა, თით­ქოს ნან­გრე­ვი ისე­დაც ცოცხ­ა­ლი არ იყოს, უფ­რო მე­ტიც - უკ­ვდა­ვი! ნან­გრე­ვე­ბის ხმას ილია "ქვა­თა ღა­ღადს" უწო­დებ­და. სჯობ­და, გუ­ლის­ყუ­რით გვეს­მი­ნა ამ "ღა­ღა­დის­თვის", მის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბო­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმი­სა, რომ თუ არ გვექ­ნე­ბა წარ­სუ­ლი, არ გვექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი! ნან­გრე­ვე­ბის აღ­დგე­ნა რა­ი­მე­თი გა­მარ­თლე­ბუ­ლი რომ იყოს, გარ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის მავ­ნე ცდი­სა, ბერ­ძნებს, იტა­ლი­ე­ლებს ან სომ­ხებს ვი­თომ და­ვას­წრებ­დით ამ საქ­მე­ში?! სო­მე­ხი ზვარ­ტნო­ცის ნან­გრე­ვე­ბის თი­თო­ე­ულ კენჭს ისე­ვე და­კან­კა­ლებს ზედ, რო­გორც ცოცხ­ალ არ­სე­ბას.

პი­რა­დად ჩემ­თვის, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ზვი­ა­დი, გა­ცი­ლე­ბით დი­დე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ვიდ­რე მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რი ას­ლი... ღმერ­თი თუ­კი ამქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­ად სი­კე­თეს, ანუ სამ­შობ­ლოს გიწყ­ა­ლო­ბებს, შენ შე­ნი სი­ცოცხ­ლი­თა თუ სიკ­ვდი­ლით უნ­და შეძლო კი­დეც მი­სი მოვ­ლა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც არაერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს. სამ­შობ­ლო მა­რა­დი­უ­ლი ცნე­ბა­ა, სა­ხელ­მწი­ფო კი - დრო­ე­ბი­თი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცვა­ლე­ბა­დი და ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბაა (თუმ­ცა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი!), რო­ცა ეს ორი ცნე­ბა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ვიდ­რე სამ­შობ­ლო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­ვას­ხვა­ვებთ, კი­დევ ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლნი აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ავა­შე­ნოთ სინ­გა­პუ­რის მსგავ­სი, პლა­გი­ა­ტი, თუნ­დაც საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და დავ­კარ­გოთ... სამ­შობ­ლო!

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მოს­ვლა, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, არც ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა არ წარ­მარ­თავს, სწო­რედ ასე­თი უსა­ხუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, ანუ ყვე­ლა­ფე­რი იმის და­სა­ცა­ვად, რა­საც სხვა­ნა­ი­რად სამ­შობ­ლო ჰქვი­ა!.. ქედს ვიხ­რი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის წი­ნა­შე და მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ მა­თი იმე­დით კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ამქვეყ­ნად გაძ­ლე­ბა და უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­კე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს?

- სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი მე­ტად სუ­ბი­ექ­ტუ­რი რამ გახ­ლავთ, ერთს ერ­თი მი­აჩ­ნია სწო­რად, მე­ო­რეს - მე­ო­რე და ა.შ. და თუ ეს ვინ­მეს ძალ­და­ტა­ნე­ბით, და­პი­რე­ბით, თუნ­დაც, რჩე­ვით არ კეთ­დე­ბა, ყვე­ლა ამომ­რჩე­ვე­ლი მარ­თა­ლია სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე. მთა­ვა­რი­ა, ვი­ცო­დეთ, ვის ვაძ­ლევთ ხმას და რა­ტომ და, ამა­ვე დროს, უნ­და გვეს­მო­დეს სა­კუ­თა­რი ხმის მნიშ­ვნე­ლო­ბა - ეს ისე­თი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც თი­თოე­ულ ხმას შე­ეძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. მო­რი­დე­ბით შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რო­გორ­მე ყვე­ლამ უნ­და შევ­ძლოთ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა. ერ­თმა დღე­ვან­დელ­მა ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა: ეს არის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბე­დი ხალ­ხის ხელ­ში­ა­ო. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ხელ ამ პო­ლი­ტი­კო­სის ვი­ნა­ო­ბას, რად­გან, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი­ვით მეც ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს. ნუ გა­ვუშ­ვებთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან, დე, ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად ვიგ­რძნოთ, რომ არა მარ­ტო ამომ­რჩევ­ლე­ბი ვართ, არა­მედ მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი ქვეყ­ნის მე­სა­ძირ­კვლე­ნიც.

1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!..

"1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!.."

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს