პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს და მერაბიშვილს ტანის უკანა ნაწილი ეწვით
 გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს და მერაბიშვილს ტანის უკანა ნაწილი ეწვით

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ტა­ნის უკა­ნა ნა­წი­ლი ეწ­ვით, - ამის შე­სა­ხებ გოგა ხა­ინ­და­რა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" გა­და­ცე­მა "სუ­ბი­ექ­ტურ აზრში" პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ეს იმი­ტომ, რომ იცი­ან, სა­სა­მარ­თლო სკამ­ზე დაჯ­დე­ბი­ან იმ ფა­შიზ­მის, კა­ნი­ბა­ლიზ­მის, რაც მთა­ვა­რია კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო. ის, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ესა­და­გე­ბა და ჩვენ მალე ვნა­ხავთ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ადე­იშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­გე­ბას", -გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­დრა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხე­ბი უნდა გა­ე­ცეს იმ შე­კი­თხვებს, რო­დე­საც 2007 წელს მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"მე მა­შინ და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს ქვეყ­ნის ღა­ლატ­ში, ჯა­შუ­შო­ბის და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. არა მგო­ნია ამა­ზე უა­რე­სი და­ნა­შა­უ­ლი არ­სე­ბობ­დეს ადა­მი­ა­ნის­თვის, ქურ­დებ­თან მე­გობ­რო­ბა ამას­თან რა მო­სა­ტა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­და­რა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ ოთხი წელი გა­ვი­და და არც ერთ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არაა გა­ცე­მუ­ლი.

ამას­თან, ხა­ინ­და­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კურ ველს 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ე­მიჯ­ნა და დღე­ვან­დე­ლი მისი აქ­ტი­უ­რო­ბა არის მისი კერ­ძო პო­ზი­ცია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­დან" გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გოგა ხა­ინ­დრა­ვას და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბის უწყე­ბა ჩა­ა­ბა­რეს. ხა­ინ­დრა­ვამ შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს უწყე­ბა გა­მო­არ­თვა , თუმ­ცა, მას დო­კუ­მენ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ ხელი არ მო­უ­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, ხა­ინ­დრა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად მოხ­სე­ნი­ე­ბულ რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ადას­ტუ­რებს. თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ ის მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და მო­ი­ნა­ხუ­ლა იმი­ტომ, რომ ავად იყო.

"რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, იქ­ნე­ბა და არის, ერთ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დეთ, ფაქ­ტობ­რი­ვად დე­და­მის­მა გამ­ზარ­და. რო­გო­რი ძმა­კა­ციც იყო ჩემი, ისევ ისე­თი­ვე დარ­ჩე­ბა. ის 7 წელი იჯდა გლ­და­ნის ჯურღმულ­ში. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა საფ­რან­გეთ­ში, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ჰკი­თხეთ. ის ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, მე ჩა­ვა­კი­თხე რო­გორც მე­გო­ბარს და მო­ვი­ნა­ხუ­ლე რო­გორც მე­გო­ბა­რი. სახ­ლში შეს­ვლა-გა­მოს­ვლის კად­რე­ბიც სწო­რედ მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, ამას არ უარ­ვყოფ", - გა­ნუ­ცხა­და გოგა ხა­ინ­დრა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­ნარ­ჩენ შე­კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის პა­სუხს მხო­ლოდ ფრან­გულ ჟან­დარ­მე­რი­ას გას­ცემს, თუკი მათ ასე­თი შე­კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სა­მარ­თა­ლა­დამ­ცავ უწყე­ბებს, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ხა­ინ­დრა­ვა არ აპი­რებს და ამის მი­ზე­ზად აცხა­დებს, რომ მის სა­თა­ვე­ში სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დგა­ნან.

"ეს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია, რაც ყვე­ლა მათ­განს და­უმ­ტკიც­დე­ბა", - დას­ძი­ნა ხა­ინ­დრა­ვამ. ამას­თან ის, სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­სა და ელჩს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­როს ან უარ­ყონ, მარ­თლა მოხ­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის უშუ­ა­ლოდ საფ­რან­გე­თის ჟან­დარ­მე­რი­ის მიერ გა­და­ცე­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: "რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი" - გოგა ხა­ინ­დრა­ვა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს და მერაბიშვილს ტანის უკანა ნაწილი ეწვით

 გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს და მერაბიშვილს ტანის უკანა ნაწილი ეწვით

მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ტანის უკანა ნაწილი ეწვით, - ამის შესახებ გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

"ეს იმიტომ, რომ იციან, სასამართლო სკამზე დაჯდებიან იმ ფაშიზმის, კანიბალიზმის, რაც მთავარია კაცობრიობის წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამ კვალიფიკაციას ესადაგება და ჩვენ მალე ვნახავთ სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის პასუხისგებას", -განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, პასუხები უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, როდესაც 2007 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"მე მაშინ დამადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, ჯაშუშობის და გადატრიალების მცდელობაში. არა მგონია ამაზე უარესი დანაშაული არსებობდეს ადამიანისთვის, ქურდებთან მეგობრობა ამასთან რა მოსატანია", - განაცხადა ხაინდარავამ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არაა გაცემული.

ამასთან, ხაინდარავამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველს 2008 წლის არჩევნების შემდეგ გაემიჯნა და დღევანდელი მისი აქტიურობა არის მისი კერძო პოზიცია, როგორც საქართველოს მოქალაქის.

ტელეკომპანია "მაესტროდან" გამოსვლისთანავე გოგა ხაინდრავას დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩააბარეს. ხაინდრავამ შს სამინისტროს წარმომადგენელს უწყება გამოართვა , თუმცა, მას დოკუმენტის ჩაბარების შესახებ ხელი არ მოუწერა.

რაც შეეხება უშუალოდ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, ხაინდრავა ჟურნალისტებთან საუბარში ხელისუფლების მიერ კანონიერ ქურდად მოხსენიებულ რევაზ ლორთქიფანიძესთან შეხვედრას ადასტურებს. თუმცა, აცხადებს, რომ ის მისი ბავშვობის მეგობარია და მოინახულა იმიტომ, რომ ავად იყო.

"რეზო ლორთქიფანიძე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, იქნება და არის, ერთ სახლში გავიზარდეთ, ფაქტობრივად დედამისმა გამზარდა. როგორი ძმაკაციც იყო ჩემი, ისევ ისეთივე დარჩება. ის 7 წელი იჯდა გლდანის ჯურღმულში. როგორ აღმოჩნდა საფრანგეთში, ვანო მერაბიშვილს ჰკითხეთ. ის ძალიან ცუდად იყო და კარგა ხნის განმავლობაში საფრანგეთის საავადმყოფოში იწვა, მე ჩავაკითხე როგორც მეგობარს და მოვინახულე როგორც მეგობარი. სახლში შესვლა-გამოსვლის კადრებიც სწორედ მაშინაა გადაღებული, ამას არ უარვყოფ", - განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, დანარჩენ შეკითხვებთან დაკავშირებით ის პასუხს მხოლოდ ფრანგულ ჟანდარმერიას გასცემს, თუკი მათ ასეთი შეკითხვები გაუჩნდებათ. რაც შეეხება ქართულ სამართალადამცავ უწყებებს, მათთან თანამშრომლობას ხაინდრავა არ აპირებს და ამის მიზეზად აცხადებს, რომ მის სათავეში სახელმწიფო დამნაშავეები დგანან.

"ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რაც ყველა მათგანს დაუმტკიცდება", - დასძინა ხაინდრავამ. ამასთან ის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ელჩს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყონ, მართლა მოხდა თუ არა აღნიშნული ვიდეომასალის ქართული მხარისთვის უშუალოდ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადაცემა.

ასევე იხილეთ: "რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი" - გოგა ხაინდრავა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა