სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს
გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

გოგა ხა­ინ­დრა­ვა აპი­რებს გან­მარ­ტე­ბე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს და მთავ­რო­ბას მი­მარ­თოს, - ამის შე­სა­ხებ გოგა ხა­ინ­და­რა­ვამ ტე­ლე­კომ­პპა­ნია "მა­ესტროს" გა­და­ცე­მა "სუ­ბი­ექ­ტურ აზრში" პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის არის საფ­რან­გე­თის ერთ-ერთი უდი­დე­სი ჯილ­დოს, მე­რი­ტის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, რო­მე­ლიც მას მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჟაკ ში­რაკ­მა გა­დას­ცა.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მაქვს შე­კი­თხვე­ბი - თუ რა­ი­მე ეჭ­ვე­ბი გაჩ­ნდა, ჩემს პერ­სო­ნას­თან, მა­შინ რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მა­შინ­ვე კი­თხვე­ბი არ და­მის­ვეს და ან იმის მერე საფ­რან­გეთ­ში კი­დევ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. რა­ხან გავ­რცელ­და ფრან­გუ­ლი მხა­რის მი­სა­მარ­თი, ეს უკვე თაღ­ლი­თო­ბაა, რად­გან არა­ნა­ი­რი ჟან­დარ­მე­რია ეს არ არის", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­და­რა­ვამ.

მისი თქმით, ის ხვალ სა­ელ­ჩო­ში მივა და მო­ი­თხოვს გა­მომ­ზე­ურ­დეს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და მო­ი­თხოვს პა­სუხს, რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა სი­მარ­თლეს, ის რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ის­მი­ნეს.

"მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წე­რი­ლი თუ ჟან­დარ­მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია. თუ ეს ასეა, მა­შინ ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­მი­ბა­რონ", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­და­რა­ვამ.

ხა­ინ­და­რა­ვამ ისა­უბ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მისი საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზეც. მისი გან­მარ­ტე­ბით, ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ასა­ხუ­ლია მისი შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი.

ხა­ინ­და­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ის საფ­რან­გეთ­ში, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აფხა­ზე­თის 20 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც მისი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია იყო.

მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სა­ა­ვამ­დო­ფო­ში იყო და იქ ინა­ხუ­ლა.

"რეზო არის ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი. 22 წელი ერთ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, მერე ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო, თუმ­ცა მე ჩემს მე­გობ­რებს არ ვე­მიჯ­ნე­ბი. ის იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი. რეზო 7 წელი იჯდა აქ. ამათ სა­ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნეს და გა­და­იყ­ვა­ნეს. საფ­რან­გეთ­ში 4 თვე ყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, მერე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იქა­უ­რი მთავ­რო­ბა მკურ­ნა­ლობ­და. რომ გა­ვი­გე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, ჩა­ვა­კი­თხე", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­და­რა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, სახ­ლი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, იქა­ურ ემიგ­რან­ტებს ეკუთ­ვნის და მათ ის არ იც­ნობ­და.

"რე­ზომ მი­მიყ­ვა­ნა იქ, ერთი სა­ღა­მო დავ­რჩი. რეს­ტო­რან­შიც წა­ვე­დით. ეს იყო და ეს", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­და­რა­ვამ.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

გოგა ხაინდრავა აპირებს განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და მთავრობას მიმართოს, - ამის შესახებ გოგა ხაინდარავამ ტელეკომპპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის არის საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოს, მერიტის ორდენის კავალერი, რომელიც მას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა.

"აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვები - თუ რაიმე ეჭვები გაჩნდა, ჩემს პერსონასთან, მაშინ რამ განაპირობა, რომ მაშინვე კითხვები არ დამისვეს და ან იმის მერე საფრანგეთში კიდევ ორჯერ ვარ ნამყოფი. რახან გავრცელდა ფრანგული მხარის მისამართი, ეს უკვე თაღლითობაა, რადგან არანაირი ჟანდარმერია ეს არ არის", - განაცხადა ხაინდარავამ.

მისი თქმით, ის ხვალ საელჩოში მივა და მოითხოვს გამომზეურდეს ყველა დოკუმენტი და მოითხოვს პასუხს, რამდენად შეეფერება სიმართლეს, ის რაც პროკურატურისგან მოისმინეს.

"მაინტერესებს, ეს არის საქართველოს პროკურატურის მიერ დაწერილი თუ ჟანდარმერიის ოფიციალური პოზიცია. თუ ეს ასეა, მაშინ ისინი ვალდებულები არიან დამიბარონ", - განაცხადა ხაინდარავამ.

ხაინდარავამ ისაუბრა პროკურატურის მიერ მისი საფრანგეთში ყოფნის ამსახველ ვიდეომასალაზეც. მისი განმარტებით, ვიდეომასალაში ასახულია მისი შარშან, ნოემბერში საფრანგეთში ყოფნის ფაქტი.

ხაინდარავას განცხადებით, ის საფრანგეთში, ცივილიზაციების უნივერსიტეტში აფხაზეთის 20 წლისთავთან დაკავშირებით მიიწვიეს, სადაც მისი ფილმის პრეზენტაცია იყო.

მისივე თქმით, საფრანგეთში ცხოვრობს მისი ბავშვობის მეგობარი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე, რომელიც საავამდოფოში იყო და იქ ინახულა.

"რეზო არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. სამწუხაროდ, მერე ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები. ის იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი. რეზო 7 წელი იჯდა აქ. ამათ საზღვარზე მიიყვანეს და გადაიყვანეს. საფრანგეთში 4 თვე ყავდათ დაკავებული, მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და იქაური მთავრობა მკურნალობდა. რომ გავიგე საავადმყოფოში იყო, ჩავაკითხე", - განაცხადა ხაინდარავამ.

მისივე თქმით, სახლი, რომელიც ვიდეომასალაში ჩანს, იქაურ ემიგრანტებს ეკუთვნის და მათ ის არ იცნობდა.

"რეზომ მიმიყვანა იქ, ერთი საღამო დავრჩი. რესტორანშიც წავედით. ეს იყო და ეს", - განაცხადა ხაინდარავამ.

მანვე დასძინა, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგოზე საუბარი არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა