მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. გარ­და ამი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნაა, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ბოლო დღე­ებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეს­წრე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა, თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ­ჩევ­ნებ­ზე უარი უნდა უთხრას ფა­შიზმს.

"პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს უნდა ვუ­თხრათ არა ფა­შიზმს. მათ სა­დიზმს სა­ზღვა­რი აღარ აქვს. ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნა­თა შო­რის ერთი პა­წია ბედ­ნი­ე­რე­ბაც გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის სა­ხით და პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ერ­თად უნდა და­ვას­რუ­ლოთ ამ ნა­ცის­ტუ­რი რე­ჟი­მის არ­სე­ბო­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ვა­კის სა­მე­ბის წი­ნამ­ძღვა­რი მამა გი­ორ­გი დო­რე­უ­ლი იმ­ყო­ფე­ბა. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რამე გა­და­ურ­ჩა გა­ნად­გუ­რე­ბას, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მეს­ვე­უ­რე­ბი არი­ან, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს უნდა გა­და­არ­ჩი­ნოს. "თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე უნდა ვიბ­რძო­ლოთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნი­ლი. მე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი ვა­ცხა­დებ, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და წერ­ტი­ლი და­ვუს­ვათ არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი დო­რე­ულ­მა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეც ეს­წრე­ბა. მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ან­გრია საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ხალ­ხის აზ­რის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფამ. "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა ხალ­ხის აზ­რის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის და ტო­ტა­ლუ­რი წყო­ბის და დიქ­ტა­ტუ­რის გამო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გრო­ტეს­კუ­ლა­დაც წარ­მო­უდ­გი­ნა, მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მალე და­ას­რუ­ლებს არ­სე­ბო­ბას ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

ამ დრო­ის­თვის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­დი­ან სი­ტყვით. მათ უკა­ვი­ათ ტრანსფა­რან­ტე­ბი, წარ­წე­რით - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს", "და­სას­ჯე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც პატიმრების წამებისთვის დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ბოლო დღეებში დაკავებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

საპროტესტო აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ესწრებიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, პირველ ოქტომბერს საზოგადოებამ არჩევნებზე უარი უნდა უთხრას ფაშიზმს.

"პირველ ოქტომბერს უნდა ვუთხრათ არა ფაშიზმს. მათ სადიზმს საზღვარი აღარ აქვს. ქვეყანაში განვითარებულ ნეგატიურ მოვლენათა შორის ერთი პაწია ბედნიერებაც გამოჩნდა საზოგადოების ერთსულოვნების სახით და პირველ ოქტომბერს ერთად უნდა დავასრულოთ ამ ნაცისტური რეჟიმის არსებობა", - აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.

საპროტესტო აქციაზე ვაკის სამების წინამძღვარი მამა გიორგი დორეული იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ რამე გადაურჩა განადგურებას, რომლის ორგანიზატორები "ვარდების რევოლუციის" მესვეურები არიან, ქართველმა საზოგადოებამ ეს უნდა გადაარჩინოს. "თუკი საჭირო გახდება, სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ და გადავარჩინოთ ამ ხელისუფლებისგან გადარჩენილი. მე, როგორც სასულიერო პირი ვაცხადებ, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ არსებულ ხელისუფლებას", - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა.

საპროტესტო აქციას კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც ესწრება. მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხალხის აზრის უგულვებელყოფამ. "საბჭოთა კავშირი დაინგრა ხალხის აზრის უგულვებელყოფის და ტოტალური წყობის და დიქტატურის გამო. აღნიშნული თვისებები, რომელიც ამ ხელისუფლებამ საზოგადოებას, შეიძლება ითქვას, გროტესკულადაც წარმოუდგინა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მალე დაასრულებს არსებობას ეს ხელისუფლება", - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

ამ დროისთვის საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდები გამოდიან სიტყვით. მათ უკავიათ ტრანსფარანტები, წარწერით - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "დასასჯელი უნდა დაისაჯოს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა