სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს
ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ავ­ღა­ნეთ­ში ISAF-ის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ი­ხა­დეს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თეს.

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლის მოხ­დის მიზ­ნით, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ში­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის მო­წყო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე ქარ­თულ ბა­ზებ­ზე მო­ე­წყო. ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა ხმა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გახ­სნილ თორ­მეტ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცეს. ავ­ღა­ნეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის პი­რად­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტი­ნებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა, რის შემ­დე­გაც ცეს­კო-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბი გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში მო­ა­თავ­სეს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ცხელ, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში უსაფრ­თხო და მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა. მა­თი­ვე თქმით, კადრში ჩანს ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან არ­სე­ბუ­ლი ავ­ღა­ნუ­რი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც თა­ლი­ბე­ბის მიერ არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ წამს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო და ქვეყ­ნის გა­რეთ მყოფ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი.

ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბას, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის გარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", "ევ­რო­პელ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა" და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის შემ­დეგ ყვე­ლა მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბი­სა, კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა იყო შექ­მნი­ლი. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი ქარ­თულ მი­სი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ. დღე­ი­სათ­ვის, ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი და მე-3 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 32 ბა­ტა­ლი­ო­ნი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რო­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.

მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში ქართული სამშიდობო კონტინგენტისთვის სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.

საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილ თორმეტ საარჩევნო უბანზე მისცეს. ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტიგენტის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებზე დააფიქსირა, რის შემდეგაც ცესკო-ს წარმომადგენლებმა ბიულეტინები გადასატან საარჩევნო ყუთებში მოათავსეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესმა მსოფლიოს ყველაზე ცხელი ქვეყნის ყველაზე ცხელ, ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე თქმით, კადრში ჩანს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არსებული ავღანური სოფელი, რომელიც თალიბების მიერ არის გამაგრებული.

მიუხედავად ყოველ წამს მოსალოდნელი საფრთხისა, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველ სამხედროებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ თავიანთი არჩევანი.

ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა "ქართული ოცნების", "ევროპელ-დემოკრატებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ყველა მხარის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიუხედავად საომარი ვითარებისა, კენჭისყრის პროცესის ნორმალურად ჩატარებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. დელეგაციის წევრები ქართულ მისიაში ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებენ. დღეისათვის, ავღანეთში სამშვიდობო მისიას, ჰელმანდის პროვინციაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებს, რომელიც ამჟამად როტაციის პროცესში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა