ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართება

ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართება

დღეს, 19.00 საათზე, სპორტის სასახლიდან სიონისკენ ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა შალვა კეკელიამ განუცხადა, მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი", სასულიერო სემინარიისა და სასულიერო აკადემიის სტუდენტები და სასულიერო პირები. მამა შალვას თქმით, მსვლელობა სიონში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

მსვლელობის მოწყობამდე ახლახან სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"