სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პროკურატურის მიერ გოგა ხაინდრავას შესახებ გავრცელებული მასალა
საქართველოს პროკურატურის მიერ გოგა ხაინდრავას შესახებ გავრცელებული მასალა

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ტექ­სტობ­რი­ვი და ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, საფ­რან­გე­თის ჟან­დარ­მე­რი­ი­დან მი­ი­ღეს. ამ მა­სა­ლას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია

ყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრი­სა და ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" შეხ­ვედ­რა საფ­რან­გეთ­ში

შე­სა­ვა­ლი

• ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი:

• ჩვე­ნი უწყე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ჟან­დარ­მე­რი­ას ეკუთ­ვნის (თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო), თუმ­ცა ბრძა­ნე­ბებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან იღებს. ჩვენ კავ­ში­რი არ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ცი­ას­თან. სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბას ვა­წარ­მო­ებთ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, მათ შო­რის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და სხვა მა­ფი­ო­ზუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

• ჩვე­ნი უწყე­ბა უკვე 5 წე­ლია რაც მო­ნი­ტო­რინგს უწევს საფ­რან­გეთ­ში მოქ­მედ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს". მათ შე­სა­ხებ ძა­ლი­ან კარ­გი ცოდ­ნა მი­ვი­ღეთ და სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან საკ­მა­ოდ მყა­რი და ძლი­ე­რი ქსე­ლი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და სრუ­ლი ნდო­ბა გვაქვს.

• აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ინ­ტერ­პო­ლის "მი­ლე­ნი­უ­მის" პრო­ექ­ტში და ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ საფ­რან­გე­თის შე­სა­ბა­ა­მი­სი უწყე­ბე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით.

• ახ­ლა­ხანს საფ­რან­გეთ­ში ფარ­თო­მაშ­ტა­ბი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ტარ­და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ("იავა" ძმე­ბი შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბის) და "კავ­კა­სია"(ლორ­თქი­ფა­ნი­ძის) წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბას ვა­წარ­მო­ებთ საფ­რან­გეთ­ში უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის) ფაქ­ტზე, ჩა­დე­ნი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის მაშ­ტა­ბით მოქ­მე­დე­ბენ.

• ჩვე­ნი მი­ზა­ნია, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­გან" და მათი მიმ­დევ­რე­ბის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე ავა­რი­დოთ საფ­რან­გეთს და და­ვეხ­მა­როთ სხვა ქვეყ­ნებს. ამ­დე­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან გვინ­და ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა, იმი­სათ­ვის, რომ და­ვა­მარ­ცხოთ მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ვიბ­რძო­ლოთ მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

• სურ­ვი­ლი გვაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს და­ვეხ­მა­რო­თე.წ. "ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან" და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ჩვენ პა­ტივს არ ვცემთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ და მნა­შა­ვე­ებ­თან ერ­თად. ფაქ­ტე­ბი (სა­მარ­თლებ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საფ­რან­გეთ­ში) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი:

• 2011 წლის აგ­ვის­ტო­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და მისი მიმ­დევ­რე­ბის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­კა­ვე­ბულ იქნა საფ­რან­გეთ­ში 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ხოლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ (2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში) და­სახ­ლდა სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში და გა­ნა­ახ­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

• აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სახ­ლთან და­მონ­ტა­ჟე­ბულ იქნა ფა­რუ­ლი ვი­დეო კა­მე­რა.

• 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში, იმ დრო­ი­სათ­ვის ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა, ქარ­თულ ენა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან. და­უდ­გე­ნე­ლი პირი იყო სა­ხე­ლად "გოგი", იგი ითხოვ­და შეხ­ვედ­რას ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან. სა­ბო­ლო­ოდ, შე­თან­ხმდნენ შეხ­ვედ­რა­ზე ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სახ­ლში. "გოგი" მი­ვი­და ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სახ­ლში 9 ნო­ემ­ბერს. იმა­ვე დღეს, რამ­დე­ნი­მე უცხო ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სახ­ლში. შეხ­ვედ­რა ჩა­წე­რი­ლია ფა­რულ კა­მე­რა­ზე (ხმის ჩა­წე­რა ვერ მო­ხერ­ხდა).

• შეხ­ვედ­რა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა იმა­ვე ღა­მეს, ხოლო"გო­გიმ" შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი და­ტო­ვა 2011 წლის11 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას. ფაქ­ტე­ბი (მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საფ­რან­გეთ­ში) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი:

• 2011 წლის 18 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტარ­და მაშ­ტა­ბუ­ლი ოპე­რა­ცია პო­ლი­ციი მიერ, და­კა­ვე­ბულ იქნა 23 პირი (უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ­გან ქარ­თუ­ლი და სომ­ხურ წარ­მო­მავ­ლო­ბის). და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­გორც ყო­ველ­თვის ვე­რა­ნა­ი­რი ჩვე­ნე­ბა ვერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი მის­გან.

• ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პი­რა­დი მცვე­ლი, ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მუ­რად იდი­გო­ვი ფლობდ არა­ერთ ფო­ტოს თა­ვის კუთ­ვნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში (მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ფოტო "გო­გის­თან" ერ­თად). შეხ­ვედ­რის ფა­რუ­ლი ვი­დეო გა­და­ღე­ბი­სა და იდი­გო­ვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი: შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი":

• რე­ვაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

• არ­ტურ იუს­ბა­შე­ვი

• გოგი მა­ი­სუ­რა­ძე

• ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი

• რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე

• თა­მაზ გო­გო­ლა­ძე

• სულ­ხან თვა­ლ­ჭე­რე­ლი­ძე

სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია (არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის საფ­რან­გეთ­ში) "გოგი"‐ს მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი:

• გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა, ყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრი, რე­ჟი­სო­რი.

• საფ­რან­გეთ­ში ჩა­მო­ვი­და 4 ნო­ემ­ბერს, თა­ვი­სი ბოლო ნა­მუ­შევ­რის (ფილ­მის) პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის, შემ­დგომ­ში გა­ემ­გზავ­რა სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად. იგი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ბი­ნა­ში 9 ნო­ემ­ბერს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" შეკ­რე­ბა­ში. საფ­რან­გე­თი და­ტო­ვა 11 ნო­ემ­ბერს და გა­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხა­ინ­დრა­ვას­და"კა­ნო­ნი­ერ­ქურ­დებს" შო­რის შეხ­ვედ­რის ში­ნა­არ­სი.

• არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ლი­დერ­მა და­ამ­ყა­რა ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან", რომ­ლებ­საც შეს­წევთ უნა­რი, აღ­მო­უ­ჩი­ნონ სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით.

• ცნო­ბი­ლია, რომ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", რო­დე­საც სა­ჭი­როა, შე­უძ­ლი­ათ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ყო­ფი­ლი "მხედ­რი­ო­ნის" მსგავ­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. მათ შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეთ დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო

მა­სა­ლა.

• დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" "ახა­ლი რე­ჟი­მის­გან" მი­ე­ცე­მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი­სა და ზე­გავ­ლე­ნის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

• აშ­კა­რაა, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დებს", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ტა­რი­ელ ონი­ან­თან თუ ას­ლან უსო­ი­ან­თან, შეს­წევ­თუ­ნა­რი, და­ი­ვი­წყონ მტრო­ბა სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

• (ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი): 2011 წლის 9 ნო­ემ­ბერს, კრე­სელ­ში, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შედ­გა შეხ­ვედ­რა რო­მელ­საც ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გარ­და ეს­წრე­ბო­და ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლი, ე.წ. თბი­ლი­სის კლა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზაზა პა­ი­ჭა­ძე და ყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრი (ტექ­სტში წე­რია შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი) და ოპო­ზი­ცი­ის ერთ‐ერთი ლი­დე­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა. ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, კერ­ძოდ ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რია, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­შიც იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია/მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, და­ას­კვნის, რომ გოგა ხა­ინ­დრა­ვამ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ი­თხო­ვა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის დხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გავ­ლე­ნის, ფი­ნან­სუ­რი და შე­საძ­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახმრე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ხა­ინ­დრა­ვამ მათ აღუთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და გავ­ლე­ნის აღ­დგე­ნა. ჟან­დარ­მე­რი­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ხა­ინ­დრა­ვა და სხვა ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ ერთი ლო­ზუნ­გის ქვეშ რათა არ­ჩევ­ნებ­ში და­ა­მარ­ცხო დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სით:

1) მათ შე­უძ­ლი­ათ "და­არ­წმუ­ნონ"/ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ზე, რათა მათ არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი ოპო­ზი­ცი­ას და­უ­ჭი­რონ.

2) ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­თა და შე­ი­ა­რა­ღე­ბით და­ეხ­მა­რონ ოპო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­წი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის‐coup d"état ‐ მო­წყო­ბა­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცია გა­მარ­ჯვე­ბას ვერ მო­ი­პო­ვებს.

დას­კვნა:

• ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა საფ­რან­გეთ­ში, ვი­ნა­ი­დან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არაა საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

• თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, რათა აღ­კვე­თონ შეთ­ქმუ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

• სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის სრუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ხელ­მი­საწ­ვდო­მი შე­საძ­ლოა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლი­სათ­ვის (მო­გაწ­ვდით ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც სა­ჭი­როა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად).

• ჩვენ ასე­ვე გაგ­ვაჩ­ნია სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეტა­პის­თვის არ არის ბო­ლომ­დე გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცხა­დია, რომ მათი ში­ნა­არ­სი მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს იმა­ვე გზით (იგუ­ლის­ხმე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

საქართველოს პროკურატურის მიერ გოგა ხაინდრავას შესახებ გავრცელებული მასალა

საქართველოს პროკურატურის მიერ გოგა ხაინდრავას შესახებ გავრცელებული მასალა

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ტექსტობრივი და ვიდეო მასალა, რომელიც მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, საფრანგეთის ჟანდარმერიიდან მიიღეს. ამ მასალას უცვლელად გთავაზობთ

კონფიდენციალურია

ყოფილი ქართველი მინისტრისა და ე.წ. "კანონიერი ქურდების" შეხვედრა საფრანგეთში

შესავალი

• ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი მიზანი:

• ჩვენი უწყება სახელმწიფო ჟანდარმერიას ეკუთვნის (თავდაცვის სამინისტრო), თუმცა ბრძანებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებს. ჩვენ კავშირი არ გვაქვს სახელმწიფო პოლიციასთან. სასამართლო გამოძიებას ვაწარმოებთ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიმართ, მათ შორის კანონიერი ქურდებისა და სხვა მაფიოზური ორგანიზაციების წინააღმდეგ.

• ჩვენი უწყება უკვე 5 წელია რაც მონიტორინგს უწევს საფრანგეთში მოქმედ "კანონიერ ქურდებს". მათ შესახებ ძალიან კარგი ცოდნა მივიღეთ და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საკმაოდ მყარი და ძლიერი ქსელი ჩამოვაყალიბეთ. აღნიშნულ უწყებებთან ახლო ურთიერთობა და სრული ნდობა გვაქვს.

• აქტიურად ვმონაწილეობთ ინტერპოლის "მილენიუმის" პროექტში და ზემოხსენებულ პროექტს ვახორციელებთ საფრანგეთის შესაბაამისი უწყებებისათვის ცნობილი მონაცემებით.

• ახლახანს საფრანგეთში ფართომაშტაბიანი სასამართლო პროცედურები ჩატარდა "კანონიერი ქურდების" ("იავა" ძმები შუშანაშვილების) და "კავკასია"(ლორთქიფანიძის) წინააღმდეგ. ამჟამად გამოძიებას ვაწარმოებთ საფრანგეთში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტზე, ჩადენილი კანონიერი ქურდების მიერ, რომლებიც ევროპის მაშტაბით მოქმედებენ.

• ჩვენი მიზანია, "კანონიერი ქურდებისგან" და მათი მიმდევრებისგან მომავალი საფრთხე ავარიდოთ საფრანგეთს და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს. ამდენად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გვინდა ძლიერი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ დავამარცხოთ მსგავსი ორგანიზაციები და ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ.

• სურვილი გვაქვს, საქართველოს შესაბამის ორგანოებს დავეხმაროთე.წ. "ორგანიზებულ დანაშაულთან" და "კანონიერ ქურდებთან" დაკავშირებული ყველა პირის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებენ და მნაშავეებთან ერთად. ფაქტები (სამართლებრივი მტკიცებულებები საფრანგეთში) მტკიცებულებები:

• 2011 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით "კანონიერ ქურდ" რევაზ ლორთქიფანიძისა და მისი მიმდევრების მიმართ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცედურები. ლორთქიფანიძე დაკავებულ იქნა საფრანგეთში 2011 წლის თებერვალში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ (2011 წლის სექტემბერში) დასახლდა სამხრეთ საფრანგეთში და განაახლა კრიმინალური საქმიანობა.

• აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ხორციელდებოდა სატელეფონო საუბრების მონიტორინგი, ასევე რევაზ ლორთქიფანიძის სახლთან დამონტაჟებულ იქნა ფარული ვიდეო კამერა.

• 2011 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა, ქართულ ენაზე განახორციელა სატელეფონო საუბარი რევაზ ლორთქიფანიძესთან. დაუდგენელი პირი იყო სახელად "გოგი", იგი ითხოვდა შეხვედრას ლორთქიფანიძესთან. საბოლოოდ, შეთანხმდნენ შეხვედრაზე ლორთქიფანიძის სახლში. "გოგი" მივიდა ლორთქიფანიძის სახლში 9 ნოემბერს. იმავე დღეს, რამდენიმე უცხო ადამიანი შეიკრიბა ლორთქიფანიძის სახლში. შეხვედრა ჩაწერილია ფარულ კამერაზე (ხმის ჩაწერა ვერ მოხერხდა).

• შეხვედრა ყველა მონაწილემ დატოვა იმავე ღამეს, ხოლო"გოგიმ" შეხვედრის ადგილი დატოვა 2011 წლის11 ნოემბერს, გამთენიისას. ფაქტები (მტკიცებულებები საფრანგეთში) მტკიცებულებები:

• 2011 წლის 18 ნოემბერს, სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა მაშტაბული ოპერაცია პოლიციი მიერ, დაკავებულ იქნა 23 პირი (უმრავლესობა მათგან ქართული და სომხურ წარმომავლობის). დაკავებულთა შორის იყო რევაზ ლორთქიფანიძე, როგორც ყოველთვის ვერანაირი ჩვენება ვერ იქნა მიღებული მისგან.

• ლორთქიფანიძის პირადი მცველი, ჩეჩნური წარმომავლობის მურად იდიგოვი ფლობდ არაერთ ფოტოს თავის კუთვნილ მობილურ ტელეფონში (მათ შორის რამდენიმე ფოტო "გოგისთან" ერთად). შეხვედრის ფარული ვიდეო გადაღებისა და იდიგოვის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული მტკიცებულებები: შეხვედრაში მონაწილე "კანონიერი ქურდები":

• რევაზ ლორთქიფანიძე

• არტურ იუსბაშევი

• გოგი მაისურაძე

• ვაჟა ბიგანიშვილი

• რამაზ ჯინჭარაძე

• თამაზ გოგოლაძე

• სულხან თვალჭერელიძე

საიდუმლო ინფორმაცია (არასამართლებრივი გამოყენებისათვის საფრანგეთში) "გოგი"‐ს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:

• გიორგი ხაინდრავა, ყოფილი ქართველი მინისტრი, რეჟისორი.

• საფრანგეთში ჩამოვიდა 4 ნოემბერს, თავისი ბოლო ნამუშევრის (ფილმის) პრეზენტაციისთვის, შემდგომში გაემგზავრა სამხრეთ საფრანგეთში ლორთქიფანიძესთან შესახვედრად. იგი მონაწილეობდა ლორთქიფანიძის ბინაში 9 ნოემბერს "კანონიერი ქურდების" შეკრებაში. საფრანგეთი დატოვა 11 ნოემბერს და გაემგზავრა საქართველოში. ხაინდრავასდა"კანონიერქურდებს" შორის შეხვედრის შინაარსი.

• არსებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაამყარა ახლო ურთიერთობა "კანონიერ ქურდებთან", რომლებსაც შესწევთ უნარი, აღმოუჩინონ სათანადო დახმარება არსებული ხელისუფლების დამხობის მიზნით.

• ცნობილია, რომ "კანონიერ ქურდებს", როდესაც საჭიროა, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ყოფილი "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფებები. მათ შეიძლება გააჩნდეთ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო

მასალა.

• დახმარების სანაცვლოდ, "კანონიერ ქურდებს" "ახალი რეჟიმისგან" მიეცემათ საქართველოში წარსულში არსებული სტატუსისა და ზეგავლენის აღდგენის შესაძლებლობა.

• აშკარაა, რომ "კანონიერი ქურდებს", მიუხედავად იმისა, დაკავშირებული არიან ტარიელ ონიანთან თუ ასლან უსოიანთან, შესწევთუნარი, დაივიწყონ მტრობა საერთო მიზნის მისაღწევად.

• (ინფორმაციის დამატებითი დეტალები): 2011 წლის 9 ნოემბერს, კრესელში, ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლში შედგა შეხვედრა რომელსაც ლორთქიფანიძის გარდა ესწრებოდა ქართველი კრიმინალი, ე.წ. თბილისის კლანის წარმომადგენელი ზაზა პაიჭაძე და ყოფილი ქართველი მინისტრი (ტექსტში წერია შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მინისტრი) და ოპოზიციის ერთ‐ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა. ფრანგი სამართალდამცავები, კერძოდ ეროვნული ჟანდარმერია, რომლის გამოძიების ფარგლებშიც იქნა მოპოვებული ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ შეხვედრის შესახებ, დაასკვნის, რომ გოგა ხაინდრავამ შეხვედრაზე მოითხოვა კანონიერი ქურდების დხმარება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. კანონიერი ქურდების გავლენის, ფინანსური და შესაძლო შეიარაღებული დახმრების სანაცვლოდ, ხაინდრავამ მათ აღუთქვა საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა. ჟანდარმერიისათვის ცნობილია, რომ ხაინდრავა და სხვა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ერთი ლოზუნგის ქვეშ რათა არჩევნებში დაამარცხო დღევანდელი ხელისუფლება. კანონიერი ქურდების დახმარება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:

1) მათ შეუძლიათ "დაარწმუნონ"/ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე, რათა მათ არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ.

2) ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში სახელწიფო გადატრიალების‐coup d"état ‐ მოწყობაში იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.

დასკვნა:

• ზემოხსენებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ გამოყენებულა საფრანგეთში, ვინაიდან შემხებლობაში არაა საფრანგეთში მიმდინარე გამოძიებასთან.

• თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, რათა აღკვეთონ შეთქმულება არსებული ხელისუფლებისა და დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ.

• სატელეფონო საუბრების სრული მონიტორინგი ხელმისაწვდომი შესაძლოა გახდეს საქართველოს მოსამართლისათვის (მოგაწვდით ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რაც საჭიროა აღნიშნული საკითხის გამოსაძიებლად).

• ჩვენ ასევე გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არის ბოლომდე გაანალიზებული, მაგრამ ცხადია, რომ მათი შინაარსი მითითებული ინფორმაციის იდენტური მნიშვნელობისაა. ახალი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შესაბამის ორგანოებს იმავე გზით (იგულისხმება შუამდგომლობა).

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა