ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ ანტიისლამური ფილმის - "ისლამის უცოდველობის" გამო პრემია "ოსკარს" ბოიკოტს გამოუცხადებს.
ისლამური სახელმწიფოს კულტურის მინისტრის, მოჰამად ჰოსეინის თქმით, ირანი ამერიკული კინოაკადემიის პრემიაში მონაწილეობაზე უარს იტყვის.
ბიკოტის მიზეზად ფილმ "ისლამის უცოდველობის" გამოსვლა და ის ფაქტი დასახელდა, რომ "ოსკარის" ორგანიზატორები სკანდალური სურათის წინააღმდეგ არ გამოვიდნენ.
ჰოსეინმა სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებსაც მოუწოდა, რომ თეირანის მაგალითს მიბაძონ.
მიუხედავად ირანში არსებული ცენზურისა, ამ ქვეყნის კონემატოგრაფიული პროდუქცია ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი და დაფასებულია.
2012 წლის თებერვალში ოსკარების 84-ე გადაცემის ცერემონიაზე ასგარ ფარჰადის ფილმმა პრემია მოიპოვა.
სამოყვარულო ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება და მუსულმანების დაცინვას შეიცავს. ფილმმა მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა, აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შტურმი და მსხვერპლი გამოიწვია.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.