საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - როგორი ფარული ვიდეომასალაც არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ, ეს საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს
ეკა ბესელია - როგორი ფარული ვიდეომასალაც არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ, ეს საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ეკა ბე­სე­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, რო­გო­რი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც არ უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბე­სე­ლია მი­იჩ­ნევს, რომ მა­კომ­პრო­მენ­ტი­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა და, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნაც ასე­ვე საფ­რან­გე­თი­დან ანონსდე­ბა, მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

"მე არ ვიცი, კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა კავ­ში­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნას აპი­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რომ ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმგვა­რი მცდა­რი და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა იქ­ნე­ბა, რაც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ბრა­ზი­ლი­უ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის სტილ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, მო­ამ­ზა­დოს ასე­თი მა­სა­ლე­ბი, რო­დე­საც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს და როცა ქვე­ყა­ნა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია", - აცხა­დებს ეკა ბე­სე­ლია.

მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან და ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­შირ­ში თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ნა­ი­რი რე­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს.

ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მათი აგენ­ტე­ბი მი­მარ­თა­ვენ და­ნა­შა­უ­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლია და რა­ზეც პა­სუ­ხი თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მო­ე­თხო­ვოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ეკა ბესელია - როგორი ფარული ვიდეომასალაც არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ, ეს საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს

ეკა ბესელია - როგორი ფარული ვიდეომასალაც არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ, ეს საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ეკა ბესელიას შეფასებით, როგორი ფარული ვიდეომასალაც არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ, ეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს.

როგორც ბესელიამ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ბესელია მიიჩნევს, რომ მაკომპრომენტირებელი ვიდეომასალები, რომლებიც გუშინ ხელისუფლებამ წარმოადგინა და, რომლის წარმოდგენაც ასევე საფრანგეთიდან ანონსდება, მხოლოდ ხელისუფლების არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

"მე არ ვიცი, კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით რა კავშირების ამსახველი მასალების წარმოდგენას აპირებს მიხეილ სააკაშვილი. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ეს დაახლოებით იმგვარი მცდარი და ფალსიფიცირებული მასალა იქნება, რაც არაერთხელ გვინახავს ბრაზილიური ტელესერიალის სტილში. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მოამზადოს ასეთი მასალები, როდესაც მას ყველაზე მეტად უჭირს და როცა ქვეყანაზე პოლიტიკური კრიზისია", - აცხადებს ეკა ბესელია.

მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ქურდულ სამყაროსთან კავშირში თავად მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არანაირი რეალური მასალა, რაც ამ მიმართულებით "ქართული ოცნების" ბრალეულობაზე მიუთითებს, არ შეიძლება არსებობდეს.

ბესელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა ისიც, რომ ფარული ვიდეოჩანაწერების მომზადებისას ხელისუფლება და მათი აგენტები მიმართავენ დანაშაულის პროვოცირებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული და დასჯადი დანაშაულია და რაზეც პასუხი თავად ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა