ხაშურის პოლიციამ გვიან ღამით კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი ზურაბ ჭარხალაშვილი დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჭარხალაშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც აფთიაქში შვილისთვის მედიკამენტის შესაძენად იყო შესული. ამ დროისათვის დაკავების მოტივად სახელდება წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა.
ზურაბ ჭარხალაშვილის მეუღლეს ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ დაკავებული ბორჯომის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ცოტა ხანში მასთან ადვოკატი მივა.
ხაშურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ დაკავების ოფიციალური ვერსია უსაფუძვლოა და ჭარხალაშვილი პოლიტიკური პოზიციის გამო დააკავეს.