მას შემდეგ, რაც სამი სასულიერო პირისგან შემდგარმა სასამართლომ თექვსმეტი წლის გოგონას გაროზგვა (100 როზგი) მიუსაჯა, ავღანელმა ქალებმა ქაბულის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. გოგონა სასამართლომ მამაკაცთან უკანონო კავშირისათვის დასაჯა, თუმცა დანაშაულის დამტკიცება ჯერ კიდევ არ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი გოგონას დასჯა ეწინააღმდეგებოდა არა მარტო საერთაშორისო სამართლის, არამედ ავღანური სისხლის სამართლის ნორმებსაც, რომელშიც უკანასკნელ ხანებში ბევრი ცვლილება შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
დემონსტრანტები ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას მოითხოვდნენ. "ჰუმან რაითს ვოჩის" ადგილობრივი წარმომადგენლის, ჰეზერ ბარის განცხადებით, ულტრაკონსერვატიულად განწყობილ რეგიონებში, სადაც თალიბანის გავლენა ძლიერია, სახელმწიფოს უჭირს, წესრიგის დაცვა.
მამაკაცს, რომელთანაც სექსუალური კავშირი გოგონას ბრალდებოდა, სასამართლომ 1400 ევროს ექვივალენტი ფულადი ჯარიმა დააკისრა, შემდგომ კი გაათავისუფლა.
მომზადებულია euronews-ის მიხედვით.