პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ბურჯალიანი -"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის და კანონიერი ქურდების მონაწილეობით დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს"
თინა ბურჯალიანი -"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის და კანონიერი ქურდების მონაწილეობით დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს"

ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს არე­უ­ლო­ბა­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თინა ბურ­ჯა­ლი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტე­ლე­არ­ხებს გა­ნუ­ცხა­და.

"მე პა­რიზ­ში ვარ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თა­ვენ საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. თქვენ ასე­ვე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შეხ­ვდა საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს. ჩვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ეხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რია. ამა­ვე სა­კი­თხებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით. ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ საქ­მე ეხე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, კერ­ძოდ, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის კავ­ში­რებს ზო­გი­ერთ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თან და პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის, არე­უ­ლო­ბის და მათ შო­რის შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნო კავ­ში­რებს", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ლი­ან­მა. მი­სი­ვე თქმით, უფრო კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ შეძ­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თინა ბურჯალიანი -"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის და კანონიერი ქურდების მონაწილეობით დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს"

თინა ბურჯალიანი -"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის და კანონიერი ქურდების მონაწილეობით დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს"

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი პირველ ოქტომბერს არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა ნაციონალურ ტელეარხებს განუცხადა.

"მე პარიზში ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც შეხვედრებს გამართავენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან ერთად. თქვენ ასევე მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენი კონსულტაციები ეხება გამოძიებას, რომელსაც აწარმოებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია. ამავე საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურის ზედამხედველობით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხება ორგანიზებული დანაშაულის ქართველი წარმომადგენლების, კერძოდ, კანონიერი ქურდების კავშირებს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან და პირველი ოქტომბრის არჩევნების პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის და მათ შორის შესაძლო ძალადობის მიზნით უკანონო კავშირებს", - განაცხადა ბურჯალიანმა. მისივე თქმით, უფრო კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას ის, სავარაუდოდ, ხვალ შეძლებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა