10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოში ვერ შეთანხმდნენ, მიიღონ თუ გადადონ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება
ცესკოში ვერ შეთანხმდნენ, მიიღონ თუ გადადონ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება

ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ვერ შე­თან­ხმდნენ, მი­ი­ღონ თუ გა­და­დონ დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლი­თაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა იზღუ­დე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით კო­მი­სი­ა­ში "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო გო­გუ­ა­ძე გა­მო­დის. კო­მი­სი­ის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბა კი მი­იჩ­ნევს, რომ დად­გე­ნი­ლე­ბა დღეს­ვე უნდა მი­ი­ღონ. შე­სა­ბა­მი­სად, დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა სხდო­მა­ზე ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რი თან­ხმდე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბის პე­რი­ო­დი არ შე­ი­ზღუ­დოს, თუმ­ცა, ხა­რა­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, დად­გე­ნი­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რა ქმე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის­თვის ხელ­შეშ­ლად.

"3.700 უბან­ზე ერთი და იგი­ვე სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იყოს აღ­ქმუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლის შეშ­ლა კონ­კრე­ტუ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ამ სა­კი­თხის და­უ­რე­გუ­ლი­რებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად დად­გე­ნი­ლე­ბის პუნ­ქტობ­რი­ვი გან­ხილ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და თი­თო­ე­ულ მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მომ­დგენ­ლებს მის­ცა, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დელ სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ცესკოში ვერ შეთანხმდნენ, მიიღონ თუ გადადონ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება

ცესკოში ვერ შეთანხმდნენ, მიიღონ თუ გადადონ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერ შეთანხმდნენ, მიიღონ თუ გადადონ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება.

დადგენილების განხილვის გადადების ინიციატივით კომისიაში "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე გამოდის. კომისიის წევრთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ დადგენილება დღესვე უნდა მიიღონ. შესაბამისად, დადგენილების პროექტის განხილვა სხდომაზე ხმაურით მიმდინარეობს.

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, კომისიის ყველა წევრი თანხმდება, რომ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების პერიოდი არ შეიზღუდოს, თუმცა, ხარატიშვილის აზრით, დადგენილებით კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო პროცესისთვის ხელშეშლად.

"3.700 უბანზე ერთი და იგივე საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული. შესაბამისად, ხელის შეშლა კონკრეტულად უნდა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს. ამ საკითხის დაურეგულირებლობა სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოიწვევს", - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დადგენილების პუნქტობრივი განხილვის ინიციატივით გამოვიდა და თითოეულ მუხლთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის უფლება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებს მისცა, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა