სტუდენტებმა ფილარმონიასთან აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა გაბელიამ განუცხადა , ამის შესახებ მათ აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მოუწოდა.
მისი თქმით, დღეს სჯობს დაშლა, რათა არ მოხდეს რაიმე სახის პროვოკაცია, რადგან ფილარმონიასთან მობილიზებულია პოლიცია და ამის დიდი ალბათობა არსებობს. გაბელიას თქმით, აქცია ხვალ 15.00 საათზე განახლდება.