ბიძინა ივანიშვილი - "ჩემი ძმისშვილი იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც ერთი სამსახური ვერ ვანდე"

ბიძინა ივანიშვილი - "ჩემი ძმისშვილი იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც ერთი სამსახური ვერ ვანდე"

ჩემი ძმისშვილი იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც ერთი სამსახური ვერ ვანდე, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა , ბიძინა ივანიშვილმა "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "სპექტრში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ჩვეულებრივი, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვერც ერთი სამსახური ვერ ანდო.

"ახლა უცებ თურმე ფულის დარიგება და პოლიციის მოსყიდვა დავავალე. ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე. ძალიან კი მიყვარს, ჩემი ძმისშვილია მართლაც, მაგრამ არასერიოზულია ძალიან და ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე. ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე თვის წინ გამოვუშვი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამისგან კომპრომატების აგება აბსურდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მსგავსმა ქმედებებმა ხშირი ხასიათი მიიღო. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა