მომღერალი ქეთი მელუა რამდენიმე კვირის წინ მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდზე დაქორწინდა. წყვილმა თაფლობის თვე ინგლისის საგრაფო კორნუოლში გაატარა. ქეთიმ ახალი ალბომი "Secret Symphony" გამოუშვა. ახლა კი ევროპული ტურნესთვის ემზადება.
- თაფლობის თვისთვის დრო დაგრჩათ?
- ჩვენ კორნუოლში წავედით. თაფლობის თვე განსაცვიფრებელი და ნამდვილად ლამაზი იყო. ძალიან გაგვიმართლა ამინდებმა. სპა სასტუმროში ვისვენებდით, სერფინგი ვისწავლეთ. ძალიან უცნაურია გერქვას ”გათხოვილი”.
ქეთის ახალი ალბომი "Secret Symphony" ვარსკვლავის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია. როგორც მომღერალი აცხადებს, ალბომის შექმნის იდეა 2007 წელს გაუჩნდა, როდესაც ორკესტრთან ერთად იმუშავა.
"ბოლო ალბომის შემდეგ აღარ მსურდა, რამე ჩამეწერა, არ ვიყავი ამისთვის მზად. მაგრამ შარშან მაიკთან ერთად (მაიკ ბეტი) გადავწყვიტეთ, რომ ეს ალბომი ჩაგვეწერა. ალბომი "Secret Symphony" ძალიან მრავალფეროვანია", - ამბობს მომღერალი.
ვარსკვლავი ერთგულ მსმენელს 10 ოქტომბერს ლონდონში, "Hammersmith Apollo"-ში შეხვდება. ქეთი აცხადებს, რომ ლონდონში ეს ადგილი ყველაზე მეტად უყვარს.
- ახლა, დასვენების დღეებში, რომელიც იშვიათად გაქვთ, სად შეიძლება თქვენი ნახვა?
- ლონდონში ამ დღეებში გამოფენები და კონცერტები იგეგმება. აგრეთვე ძალიან მიყვარს დანიის ქუჩაზე კლუბი "12 Bar Club", რომელსაც სცენა და აივანი აქვს. მიყვარს ალბერტ ჰოლი (Royal Albert Hall) და The 02 (ლონდონის უზარმაზარი გასართობი რაიონი).
მომზადებულია londoncalling.com-ის მიხედვით.