მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ის ხალხი, ვინც დღეს მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა!
მიხეილ სააკაშვილი - ის ხალხი, ვინც დღეს მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა!

მე მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლია რუ­სუ­ლი ფული, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს, გურ­ჯა­ან­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მან ისიც იცის, რომ იდე­ა­ლუ­რად არ არის ყვე­ლა­ფე­რი და ად­ვი­ლია წუ­ნის ნახ­ვა. "მაგ­რამ, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის ბედს, ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნას, ბო­რო­ტე­ბი­სა და სი­სას­ტი­კის შე­ჩე­რე­ბას, ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თას - ხალხნო, გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი. რა შუ­ა­შია პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა?! რა შუ­ა­შია 2 %-ით მეტი მო­გე­მა­ტე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში თუ ნაკ­ლე­ბი. ეს ხომ სა­ერ­თო, ქარ­თუ­ლი თე­მე­ბია. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე თა­მა­ში - დამ­ნა­შა­ვეა თუ არა­დამ­ნა­შა­ვე. არ შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დით სპე­კუ­ლი­რე­ბა, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უბე­დუ­რე­ბის, გე­გო­ნე­ბა ეს იყოს ვა­ლუ­ტა, რო­მე­ლიც უნდა გა­დაც­ვა­ლო და ამის მეშ­ვე­ო­ბით შენი მიზ­ნე­ბი შე­ას­რუ­ლო", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლა­პა­რა­კობს ქვეყ­ნის, ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბის, მათ შო­რის ლა­ზი­კას მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ამ ფონ­ზე ხდე­ბა ის, რომ და­ნარ­ჩე­ნე­ბი და­დი­ან და ეძე­ბენ ცუდ ფაქ­ტებს.

"მა­გათ ჩვე­ნი ხალ­ხი სუ­ლე­ლი ხომ არ ჰგო­ნი­ათ?! სად გვყავს ჩვენ მათი გა­სა­სუ­ლე­ლე­ბე­ლი ხალ­ხი. ის ხალ­ხი, ვინც დღეს გა­მო­დის და მოთ­ქვამს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე, შეკ­რუ­ლი იყო კრი­მი­ნალ­თან, წა­მალ­ზე დას­ვა მთე­ლი თა­ო­ბა, ქუ­ჩა­ში კლავ­დნენ ახალ­გაზ­რდებს და ახლა უნ­დათ უკან დაბ­რუნ­დნენ?! ამო­ცა­ნა არის კონ­კრე­ტუ­ლი! არც ერთი ჩვენ­გა­ნი იდე­ა­ლუ­რი არ არის. ასი პრო­ცენ­ტით გვინ­და ვი­მუ­შა­ოთ, თუმ­ცა ხან გა­მოგ­ვდის, ხან არა. ის, ვინც გვე­უბ­ნე­ბა - გა­ი­წი­ეთ, მოვ­დი­ვართ ჩვე­ნი ნგრე­ვის პროგ­რა­მით, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის პროგ­რა­მით, კრი­მი­ნა­ლე­ბის ციხ­დან გა­მოშ­ვე­ბის და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნის პროგ­რა­მით, მათ ერთ კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის­გან ელით დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა!", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახლა არის მო­მენ­ტი, წინ წავა ქვე­ყა­ნა თუ უკან დაბ­რუნ­დე­ბა, ხოლო მათ, ვი­საც ჰგო­ნი­ათ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი სი­ბინ­ძუ­რის გამო უარს იტყვის მო­მა­ვალ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "იმას არ სცოდ­ნია ქარ­თვე­ლი ერი". "ეს სხვა­გან არის და­წე­რი­ლი. ჩვენ ჩვენს ის­ტო­რი­ას დავ­წერთ თვი­თონ", - დას­ძი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მიხეილ სააკაშვილი - ის ხალხი, ვინც დღეს მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა!

მიხეილ სააკაშვილი - ის ხალხი, ვინც დღეს მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა!

მე მესმის, რომ საქართველოში შემოსულია რუსული ფული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მან ისიც იცის, რომ იდეალურად არ არის ყველაფერი და ადვილია წუნის ნახვა. "მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ბედს, ადამიანის გადარჩენას, ბოროტებისა და სისასტიკის შეჩერებას, ძალადობის აღკვეთას - ხალხნო, გაახილეთ თვალები. რა შუაშია პარტიული კუთვნილება?! რა შუაშია 2 %-ით მეტი მოგემატება არჩევნებში თუ ნაკლები. ეს ხომ საერთო, ქართული თემებია. არ შეიძლება ადამიანის გაჭირვებაზე თამაში - დამნაშავეა თუ არადამნაშავე. არ შეიძლება ამ ადამიანების ბედით სპეკულირება, ყიდვა-გაყიდვა ამ ადამიანების უბედურების, გეგონება ეს იყოს ვალუტა, რომელიც უნდა გადაცვალო და ამის მეშვეობით შენი მიზნები შეასრულო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობს ქვეყნის, ახალი ქალაქების, მათ შორის ლაზიკას მშენებლობაზე, ამ ფონზე ხდება ის, რომ დანარჩენები დადიან და ეძებენ ცუდ ფაქტებს.

"მაგათ ჩვენი ხალხი სულელი ხომ არ ჰგონიათ?! სად გვყავს ჩვენ მათი გასასულელებელი ხალხი. ის ხალხი, ვინც დღეს გამოდის და მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს და ახლა უნდათ უკან დაბრუნდნენ?! ამოცანა არის კონკრეტული! არც ერთი ჩვენგანი იდეალური არ არის. ასი პროცენტით გვინდა ვიმუშაოთ, თუმცა ხან გამოგვდის, ხან არა. ის, ვინც გვეუბნება - გაიწიეთ, მოვდივართ ჩვენი ნგრევის პროგრამით, კორუმპირებული ჩინოვნიკების უკან დაბრუნების პროგრამით, კრიმინალების ციხდან გამოშვების და თანამდებობებზე დანიშვნის პროგრამით, მათ ერთ კვირაში საქართველოს ხალხისგან ელით დიდი იმედგაცრუება!", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, წინ წავა ქვეყანა თუ უკან დაბრუნდება, ხოლო მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ტელევიზორში გაშვებული სიბინძურის გამო უარს იტყვის მომავალზე, სააკაშვილის განცხადებით, "იმას არ სცოდნია ქართველი ერი". "ეს სხვაგან არის დაწერილი. ჩვენ ჩვენს ისტორიას დავწერთ თვითონ", - დასძინა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა