სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები
"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები

"ვი­ღა­ცამ ხომ უნდა იმუ­შა­ოს, ბიჭო, ცი­ხე­ში?!. აბა, რო­გორ გგო­ნია, იქ ყვე­ლა სა­დის­ტი და კა­ცი­ჭა­მი­აა?" - მე­კი­თხე­ბო­და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი თით­ქმის ყო­ველ­დღე და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბას მთა­ვა­ზობ­და. კარ­გა ხანს უარ­ზე ვი­ყა­ვი. არა­და, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი გახ­ლდით, იქ არა­ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ­დი და ერთ დღე­საც, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამიყ­ვა­ნეს და დე­პორ­ტი გა­მი­კე­თეს. 21 ევრო მედო ჯი­ბე­ში... შენ რა გგო­ნია, იქ ვინც მუ­შა­ობს, ყვე­ლას ღირ­სე­ბა აქვს და­კარ­გუ­ლი? "უბ­რა­ლოდ, სან­დო ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბა და იმი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბი ამ­დენს. იქ­ნებ, პა­ტიმ­რე­ბის გე­ში­ნია, ნუ გე­ში­ნია, დაც­ვით გა­ტა­რებ - ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ და­მუ­შა­ვე­ბას გა­ნაგ­რძობ­და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი და ერთ დღე­საც დავ­თან­ხმდი", - იხ­სე­ნებს ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით სის­ტე­მა­ში მის­ვლის დროს და სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასე ხსნის: "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მი­ცხოვ­რია და არც ისე­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავ­და, რამე ნორ­მა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­წყო­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და". მან ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა და საკ­მა­ოდ ბევრ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მო­უ­წია.

მისი დახ­მა­რე­ბით ცი­ხის კი­დევ ორ თა­ნამ­შრო­მელს ვე­სა­უბ­რეთ, აქე­დან ერთ-ერთი სწო­რედ გლ­და­ნის მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ილია, 37 წლის:

- მის­ვლი­დან ერთ კვი­რა­ში ვი­ნა­ნე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ რა­ღას ვი­ზამ­დი. ეს დრო საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ ცი­ხის სო­ცი­უმ­ში გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბას მისი უფ­რო­სი გან­სა­ზღვრავ­და. თუ უფ­რო­სი და­უნ­დო­ბე­ლი იყო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მის კვალს გაჰ­ყო­ლოდ­ნენ. ერთი კვი­რის შემ­დეგ, მა­შინ ჯერ კი­დევ ცი­ხის შიდა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, ბი­ჭებ­მა მკი­თხეს, "კა­პე­ზე­დან" ახა­ლი ეტა­პია მო­სუ­ლი, არ გინ­და, "ნათ­ლო­ბა" მი­ი­ღოო?.. უკვე ვი­ცო­დი, ეს რა­საც ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ ისიც ვი­ცო­დი, თუ არ ავ­ყვე­ბო­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად მო­მიტ­რი­ალ­დე­ბო­და. მათ უკვე იცოდ­ნენ ყვე­ლა­ფე­რი ჩემ შე­სა­ხებ. გავ­ყე­ვი. სამი პა­ტი­მა­რი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი - ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი თაღ­ლი­თი. მის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე მქონ­და გა­გე­ბუ­ლი. ერთ-ერ­თმა ვი­თომ პა­ტი­ვი მცა და მი­თხრა, - მიდი, ამათ შენი კუნ­თე­ბის ძალა აჩ­ვე­ნეო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლოს­ნურ სპორტზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ამა­ზე თა­ნამ­შრომ­ლებ­თან არას­დროს მი­სა­უბ­რია. ეტყო­ბა, ბევ­რი რამ იცოდ­ნენ ჩემ­ზე. სა­ი­და­ნაც პა­ტიმ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, იქაც კარ­გად ჰყავ­დათ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სა­ხე­ზე არა­ფე­რი ეტყო­ბო­დათ, მაგ­რამ ფეხ­ზე დგო­მა უჭირ­დათ. ის, ვის­თვი­საც უნდა და­მერ­ტყა, ისე­თი უმ­წეო თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბო­და, ვერ და­ვარ­ტყი. არ მინ­და, ძმაო, არ შე­მიძ­ლია და თქვენ რაც გინ­დათ, ის ქე­ნით-მეთ­ქი. "ჩვე­ნე­ბი­დან", ჩემი გა­მოკ­ლე­ბით, ხუ­თნი იყ­ვნენ. ისე­თი სი­ტყვე­ბით აგი­ნებ­დნენ, ამ­ხე­ლა კაცი ვარ და შემ­ზა­რა. გა­რეთ როცა არი­ან, სად­მე რომ შე­გე­ფე­თონ, შეგ­ჭა­მენ ეს ახ­ვრე­ბი, ესე­ნი რო­გორ უნდა შე­გე­ცო­დოს, ბიჭო? - და­იყ­ვი­რა ერ­თმა და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდას გაშ­ლი­ლი ხელი სა­ხე­ში ღო­ნივ­რად და­არ­ტყა.

ამის და­ნახ­ვა­ზე მე­ო­რე, ჭა­ღა­რა კაცი აყ­ვირ­და, 45 წლის კაცი ვარ, გული მა­წუ­ხებს და არ და­მარ­ტყათ, თო­რემ მოვ­კვდე­ბიო. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი აქ­ტი­უ­რობ­და. სხვებს მის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა­ზე ეცი­ნე­ბო­დათ, სა­დის­ტია ეს ოხე­რიო... ამა­სო­ბა­ში სხვე­ბიც შე­მოგ­ვე­მატ­ნენ და რო­მე­ლი რო­მელს ურტყამ­და, ვერც გა­ვი­გე. პა­ტიმ­რე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ღმუ­ი­ლი და ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ო­და. ისე­თი "ჟრი­ა­მუ­ლი" იყო, ჩემი პა­სი­უ­რო­ბა არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია. აზარ­ტში შე­სულ­მა ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რმა ქამ­რის შეხ­სნა და­ი­წყო. - ამ ერთხელ შე­ეშ­ვი რა, - უთხრეს სხვებ­მა. მან გა­ი­ცი­ნა, - ამ ხნის კა­ცია, შე­იძ­ლე­ბა, აქე­დან ცო­ცხალ­მა ვე­ღარც გა­აღ­წი­ოს და ერთხელ მა­ინც ხომ უნდა გა­სინ­ჯო­სო, - არ ჩერ­დე­ბო­და. სა­მი­ვეს სახე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, თით­ქმის უგო­ნოდ მიგ­დე­ბუ­ლე­ბი წელს ზე­ვით შიშ­ვლე­ბი იყ­ვნენ და ია­ტაკ­ზე მუც­ლით ეყარ­ნენ. ვერ მო­ვით­მი­ნე და მივ­ვარ­დი, რას აკე­თებ, შე მარ­თლა ნა­ბიჭ­ვა­რო-მეთ­ქი. - შენ ვინ მიგ­დი­ხარ, ვი­ღაც გუ­შინ­დე­ლი მო­სუ­ლი რა "პრა­ვებს მი­კა­ჩა­ვე­ბო" - არ ვიცი, ამ კაც­მა ამ უმ­სგავ­სო­ბას მოჰ­კრა თვა­ლი თუ ცე­მის­გან და­ე­მარ­თა, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში სხვე­ბი აყ­ვირ­დნენ, გა­ი­თი­შაო... მა­შინ­ვე ვედ­რო­თი ცივი წყა­ლი მო­ი­ტა­ნეს და სა­ხე­ში შე­ას­ხეს, მაგ­რამ გონ­ზე ვერ მო­იყ­ვა­ნეს. შე­ე­შინ­დათ და ჩქა­რა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო, აყ­ვირ­დნენ. მერე გა­ვი­გე, რომ პა­ტი­მა­რი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ტვინ­ში გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა.

- ასე­თი შემ­თხვე­ვა შემ­დგომ­შიც ბევ­რი იყო?

- საკ­მა­ოდ. საქ­მე ის არის, რომ ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ, გლ­დან­თან შე­და­რე­ბით აქ სა­მო­თხე გვაქ­ვსო. სხვა­თა შო­რის, იმა­ვეს ამ­ბობ­დნენ იქი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბი... გლ­და­ნის "ცირ­კებ­ზე" მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ამ­ბობთ. მე კი იმ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო საყ­ვე­დუ­რი მო­მაკ­რეს. სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბას იმ ახ­ლო­ბელ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, თუმ­ცა მა­ნაც "ჩა­მი­ნა­მი­ო­კა", - რა გჭირს, რა ლა­წი­რა­კი ბი­ჭი­ვით იქ­ცე­ვი, არ იცი, რომ ცი­ხე­ში "ბა­ლე­რი­ნე­ბი" არც მუ­შა­ო­ბენ და არც ხვდე­ბი­ა­ნო?.. ჩემ გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ისე­თი ბი­ჭიც მუ­შა­ობ­და, ვინც პა­ტიმ­რე­ბის ცე­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ ხელ­ფას­ზე მო­მუ­შა­ვე "ბულ­კებს" ეძახ­დნენ.

- რას ნიშ­ნავს "ხელ­ფას­ზე მო­მუ­შა­ვე?"

- ის "მტრე­დი" კა­ტე­გო­რია არც პა­ტიმ­რე­ბის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და არც პრე­მი­ებს აძ­ლევ­დნენ. თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი ვყავ­დი და ვგრძნობ­დი, რომ იქ დიდ­ხანს დარ­ჩე­ნა არ მე­წე­რა. ის იყო, ისევ უცხო­ეთ­ში, ამ­ჯე­რად, სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლის გზებს ვე­ძებ­დი, რომ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ვისი პრო­ტექ­ცი­ი­თაც ცი­ხე­ში მოვ­ხვდი, და­ა­წი­ნა­უ­რეს და ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბა ჩა­ა­ბა­რეს. ის უკვე ნა­ნობ­და, რომ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვი­ყა­ვი ამ სის­ტე­მა­ში მი­სუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, მე­გო­ნა, სი­ტუ­ა­ცი­ას მო­ერ­გე­ბო­დიო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ცე­მით მოკ­ვლას აპი­რე­ბენ და ამა­ში რო­გორ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა-მეთ­ქი?, - შე კაცო, არ გა­გი­გია, რომ ცი­ხე­ში ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ხვდე­ბი­ან და აქ მათ ფა­ფას არა­ვინ აჭ­მევ­სო. არა­და, ასა­კო­ვა­ნი კა­ცია, შვი­ლე­ბიც ჰყავს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც... ალ­ბათ მას­თან სამ­დუ­რა­ვი არა­ფე­რი მაქვს, თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობ­და, ხელი და­ე­ფა­რე­ბი­ნა ჩემ­თვის. და­წი­ნა­უ­რე­ბის შემ­დეგ თა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნა. ეტყო­ბა იფიქ­რა, ჩემი მოყ­ვა­ნი­ლია, სპორ­ტსმე­ნია, ძალა ერ­ჩის და რა­საც მინ­და, იმას გა­ვა­კე­თე­ბი­ნე­ბო... იქ ჩემი კუ­თხის "სას­ტა­ვი" მუ­შა­ობ­და და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო გა­მი­ად­ვილ­და. ცე­მის ფაქ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბი იყო, მაგ­რამ პა­ტიმ­რე­ბი ისეთ დღე­ში იყ­ვნენ, სი­ტუ­ა­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის ძა­ლაც კი არ ჰქონ­დათ. სა­კან­ში იმ­დე­ნი პა­ტი­მა­რი იყო, არ ვიცი, რო­გორ სუნ­თქავ­დნენ, მაგ­რამ ვიცი, რომ მო­რი­გე­ო­ბით ეძი­ნათ.

და­წი­ნა­უ­რე­ბამ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­და. ერთ დღეს მი­თხრა, სტრას­ბურ­გში მომ­ჩი­ვა­ნი პა­ტი­მა­რი უნდა ჩა­გა­ბა­რო. ცემა არ შე­გიძ­ლია, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მის ოჯახ­თან უნდა იმუ­შაო, ერთი-ორი სი­ტყვის თქმას რაღა უდ­გას წინ, აგერ მისი მო­ნა­ცე­მე­ბიო და კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და მი­სა­მარ­თი და­მი­დო წინ. ორ­დღი­ა­ნი ვადა მომ­ცა.

- რა უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ?

- მისი ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი უნდა გა­მე­ხა­და, რომ სტრას­ბურ­გში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი უკან გა­მო­ე­ტა­ნათ. ორი, "მგლე­ბის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ბიჭი მო­მა­მაგ­რა. მივ­ხვდი, ბო­ლომ­დე არ მენ­დო­ბო­და, მე რა­ღაც მო­ვი­მი­ზე­ზე და საქ­მე ამ ბი­ჭებს გა­და­ვა­ბა­რე. პრე­მი­აც თქვე­ნი იყოს-მეთ­ქი. შემ­დეგ გა­ვი­გე, სტრას­ბურ­გში მომ­ჩი­ვა­ნი პა­ტი­მა­რი კარ­ცერ­ში შიშ­ვე­ლი ჩა­უს­ვამთ. მას­ზე მეტი არა­ფე­რი ვიცი, რად­გან ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს... ახლა არ ვიცი, რა ხდე­ბა, მაგ­რამ ჩემი იქ მუ­შა­ო­ბის წლებ­ში, 2011 წლის და­სა­წყის­ში, იქ იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტიკ­ზე შეჯ­დნენ. სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა არ უნ­დო­დათ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­მა მათ ფსი­ქი­კა გა­უ­ნად­გუ­რა. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც უფ­რო­სე­ბის და­ვა­ლე­ბას წარ­ბშე­უხ­რე­ლად ას­რუ­ლებ­დნენ.

თეა, 32 წლის, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- სამი წელი პა­ემ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, როცა პა­ტი­მარს პა­ე­მა­ნი ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ რად­გან ძა­ლი­ან მა­გა­რი ნა­ცე­მი იყო, მისი ოჯა­ხის წევ­რს გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტყუ­ებ­დით, პა­ტიმ­რის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი ძი­ე­ბა და­ი­წყო და პა­ემ­ნის უფ­ლე­ბა არ აქ­ვსო. სხვა გზა არ მქონ­და, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბო­და, რამე მო­ი­ფიქ­რეთ და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ცოტა ხნით მო­ი­შო­რეთ, ამ ეტაპ­ზე პა­ტიმ­რის გა­მოყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო. რო­დე­საც პა­ტიმ­რის ატი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა ხდე­ბა ჩვენს თავს, ნა­ცე­მი ხომ არ არი­სო, "გა­ო­ცე­ბუ­ლი" ვპა­სუ­ხობ­დი, - რას ამ­ბობთ, შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი ციხე კი არ არის-მეთ­ქი. ზოგი იჯე­რებ­და, თუმ­ცა, ბევ­რი მა­შინ­ვე რეკ­ვას იწყებ­და... ერთხელ "პატ­რო­ნი­ა­ნი" პა­ტი­მა­რი უცე­მი­ათ და ამას ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­ნა­ღამ გა­ა­და­ყო­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი, რო­მელ­თაც გზა­ში, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დრო­საც სცემ­დნენ.

- რა­ტომ, რა იყო მი­ზე­ზი?

- ხან რა, ხან რა. ძი­რი­თა­დად ის, რომ მუდ­მი­ვად და­ში­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რათა გაქ­ცე­ვის სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნო­დათ. ერთი პა­ტი­მა­რი მახ­სოვს, ასა­კო­ვა­ნი - 333-ე მუხ­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა პა­ტიმ­რის მო­სა­ტე­ხად ერთი მე­თო­დი ჰქონ­დათ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუ­ქა­რა. ამ კაცს არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­ში ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და და პირ­და­პირ ვე­რა­ფე­რი უქ­ნეს, ამი­ტომ "სა­ქათ­მე­ში" შე­აგ­დეს. თვე-ნა­ხე­ვარ­ში გული გა­უს­კდა და მოკ­ვდა. მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ კი ოჯახ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

- თეა, სამ­სა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეთ?

- არა. იქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, გინ­და თუ არა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან, პა­ტიმ­რის ახ­ლობ­ლებ­თან, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. მათ შო­რის ერთ-ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც ძლივს და­დი­ო­და. მის მე­ო­რე შვილს ჩემი ნო­მე­რი მი­ვე­ცი და ვუ­თხა­რი, წი­ნას­წარ და­მი­მე­სი­ჯეთ და ჩაგ­წერთ, რომ დი­ლის 5 სა­ა­თი­დან არ მო­გი­წი­ოთ რიგ­ში დგო­მამ-მეთ­ქი. ერთ დღე­საც ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ დაგ­ვი­ბა­რა, იქ მი­სუ­ლებს მო­ბი­ლუ­რე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვა და მე­სი­ჯე­ბი წა­ი­კი­თხა. იმა­ვე დღეს ჩემ­თან ერ­თად ორი გოგო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ნო­და­რი, 30 წლის, გლ­და­ნის #8 სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- ცი­ხე­ში არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამის გამ­კე­თე­ბე­ლია და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც ამის მი­ხედ­ვით არ­ჩევს ამა თუ იმ საქ­მე­ზე გა­საშ­ვებ კად­რებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ტომ­ღაც ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის მი­მართ აქვს აგ­რე­სია. არა­და, იქ არი­ან 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ამ სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სტა­ჟი აქვთ და ყვე­ლა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ­თან მუ­შა­ობ­და კაცი, რომ­ლის ძმის­შვი­ლიც რუს­თა­ვის "ზო­ნა­ში" 15-წლი­ან სას­ჯელს იხ­დი­და და თვი­თონ აქ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბით გან­თქმუ­ლია. ზოგს ხა­სი­ათ­ში აქვს ეს და ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ხე­დავს. უთხრეს და შე­ას­რუ­ლა. სხვა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლია. ვერ გე­ტყვით, რომ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი ვარ, ერთი-ორი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რის­თვის მეც შე­მო­მი­ლა­წუ­ნე­ბია, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­მარ­თლებ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს.

- პა­ტიმ­რის­თვის "შე­მო­ლა­წუ­ნე­ბა" ცი­ხის შიდა წეს­დე­ბა­ში შე­დის?

- სის­ტე­მის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი თა­ვად ად­გენს, რო­გორ უნდა მარ­თოს გან­ყო­ფი­ლე­ბა. მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, არც პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა. როცა პა­ტი­მა­რი და­კი­თხვა­ზე გაჰ­ყავთ, მან უკვე იცის, რომ კარ­გი დღე არ ელო­დე­ბა, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ ად­ვო­კატს ითხოვს...

- 9 სა­ა­თის შემ­დეგ სა­კან­ში სი­ჩუ­მე უნდა იყო­სო, ასეა?

- აბა, ერთ სა­კან­ში 20-მდე პა­ტი­მა­რია და ყვე­ლამ ერ­თად შუ­ა­ღა­მემ­დე რომ ილა­პა­რა­კოს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა "ბარ­და­გი" იქ­ნე­ბა?.. დიახ, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბად­რა­გი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცია ძა­ლა­დობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლას­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი.

ნინო აფხა­ზა­ვა

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები

"ერთი-ორჯერ მეც შემომილაწუნებია პატიმრისთვის" - რას ჰყვებიან ციხის თანამშრომლები

"ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს, ბიჭო, ციხეში?!. აბა, როგორ გგონია, იქ ყველა სადისტი და კაციჭამიაა?" - მეკითხებოდა ჩემი ახლობელი თითქმის ყოველდღე და სასჯელაღსრულებით სისტემაში მუშაობას მთავაზობდა. კარგა ხანს უარზე ვიყავი. არადა, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული გახლდით, იქ არალეგალურად ვცხოვრობდი და ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად ამიყვანეს და დეპორტი გამიკეთეს. 21 ევრო მედო ჯიბეში... შენ რა გგონია, იქ ვინც მუშაობს, ყველას ღირსება აქვს დაკარგული? "უბრალოდ, სანდო ადამიანი მჭირდება და იმიტომ გელაპარაკები ამდენს. იქნებ, პატიმრების გეშინია, ნუ გეშინია, დაცვით გატარებ - ჩემს ფსიქოლოგიურ დამუშავებას განაგრძობდა ჩემი ახლობელი და ერთ დღესაც დავთანხმდი", - იხსენებს ციხის ყოფილი თანამშრომელი სასჯელაღსრულებით სისტემაში მისვლის დროს და საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: "წლების განმავლობაში საქართველოში არ მიცხოვრია და არც ისეთი ახლობელი მყავდა, რამე ნორმალური სამსახურის მოწყობაში დამხმარებოდა". მან ორთაჭალის ციხეში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმუშავა და საკმაოდ ბევრ არასასიამოვნო საქმეში თანამონაწილეობამ მოუწია.

მისი დახმარებით ციხის კიდევ ორ თანამშრომელს ვესაუბრეთ, აქედან ერთ-ერთი სწორედ გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომელია.

ილია, 37 წლის:

- მისვლიდან ერთ კვირაში ვინანე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რაღას ვიზამდი. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ციხის სოციუმში გავრკვეულიყავი. ყველა განყოფილების ავ-კარგიანობას მისი უფროსი განსაზღვრავდა. თუ უფროსი დაუნდობელი იყო, თანამშრომლები ცდილობდნენ, მის კვალს გაჰყოლოდნენ. ერთი კვირის შემდეგ, მაშინ ჯერ კიდევ ციხის შიდა დაცვის სამსახურში ვიყავი, ბიჭებმა მკითხეს, "კაპეზედან" ახალი ეტაპია მოსული, არ გინდა, "ნათლობა" მიიღოო?.. უკვე ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, თუ არ ავყვებოდი, ეს ყველაფერი ცუდად მომიტრიალდებოდა. მათ უკვე იცოდნენ ყველაფერი ჩემ შესახებ. გავყევი. სამი პატიმარი შემოიყვანეს. ერთ-ერთი - ძალიან ცნობილი თაღლითი. მის შესახებ ჯერ კიდევ ციხეში მუშაობის დაწყებამდე მქონდა გაგებული. ერთ-ერთმა ვითომ პატივი მცა და მითხრა, - მიდი, ამათ შენი კუნთების ძალა აჩვენეო. წლების განმავლობაში ძალოსნურ სპორტზე დავდიოდი, მაგრამ ამაზე თანამშრომლებთან არასდროს მისაუბრია. ეტყობა, ბევრი რამ იცოდნენ ჩემზე. საიდანაც პატიმრები მოიყვანეს, იქაც კარგად ჰყავდათ დამუშავებული. სახეზე არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ ფეხზე დგომა უჭირდათ. ის, ვისთვისაც უნდა დამერტყა, ისეთი უმწეო თვალებით იყურებოდა, ვერ დავარტყი. არ მინდა, ძმაო, არ შემიძლია და თქვენ რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი. "ჩვენებიდან", ჩემი გამოკლებით, ხუ­თნი იყვნენ. ისეთი სიტყვებით აგინებდნენ, ამხელა კაცი ვარ და შემზარა. გარეთ როცა არიან, სადმე რომ შეგეფეთონ, შეგჭამენ ეს ახვრები, ესენი როგორ უნდა შეგეცოდოს, ბიჭო? - დაიყვირა ერთმა და ყველაზე ახალგაზრდას გაშლილი ხელი სახეში ღონივრად დაარტყა.

ამის დანახვაზე მეორე, ჭაღარა კაცი აყვირდა, 45 წლის კაცი ვარ, გული მაწუხებს და არ დამარტყათ, თორემ მოვკვდებიო. თანამშრომლებიდან განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა. სხვებს მის აგრესიულობაზე ეცინებოდათ, სადისტია ეს ოხერიო... ამასობაში სხვებიც შემოგვემატნენ და რომელი რომელს ურტყამდა, ვერც გავიგე. პატიმრების არაადამიანური ღმუილი და ციხის თანამშრომლების შეძახილები ერთმანეთში ირეოდა. ისეთი "ჟრიამული" იყო, ჩემი პასიურობა არავის შეუმჩნევია. აზარტში შესულმა ჩვენი გუნდის წევრმა ქამრის შეხსნა დაიწყო. - ამ ერთხელ შეეშვი რა, - უთხრეს სხვებმა. მან გაიცინა, - ამ ხნის კაცია, შეიძლება, აქედან ცოცხალმა ვეღარც გააღწიოს და ერთხელ მაინც ხომ უნდა გასინჯოსო, - არ ჩერდებოდა. სამივეს სახე დასისხლიანებული ჰქონდა, თითქმის უგონოდ მიგდებულები წელს ზევით შიშვლები იყვნენ და იატაკზე მუცლით ეყარნენ. ვერ მოვითმინე და მივვარდი, რას აკეთებ, შე მართლა ნაბიჭვარო-მეთქი. - შენ ვინ მიგდიხარ, ვიღაც გუშინდელი მოსული რა "პრავებს მიკაჩავებო" - არ ვიცი, ამ კაცმა ამ უმსგავსობას მოჰკრა თვალი თუ ცემისგან დაემართა, მაგრამ ამასობაში სხვები აყვირდნენ, გაითიშაო... მაშინვე ვედროთი ცივი წყალი მოიტანეს და სახეში შეასხეს, მაგრამ გონზე ვერ მოიყვანეს. შეეშინდათ და ჩქარა ციხის საავადმყოფოში გადავიყვანოთო, აყვირდნენ. მერე გავიგე, რომ პატიმარი გადარჩა, მაგრამ ტვინში გაჟონვა დაემართა.

- ასეთი შემთხვევა შემდგომშიც ბევრი იყო?

- საკმაოდ. საქმე ის არის, რომ ბიჭები ამბობდნენ, გლდანთან შედარებით აქ სამოთხე გვაქვსო. სხვათა შორის, იმავეს ამბობდნენ იქიდან გადმოყვანილი პატიმრები... გლდანის "ცირკებზე" მისი თანამშრომელი გიამბობთ. მე კი იმ პირველი შემთხვევის დროს გამოჩენილი არაპროფესიონალიზმის გამო საყვედური მომაკრეს. სამსახურიდან გაგდებას იმ ახლობელმა გადამარჩინა, თუმცა მანაც "ჩამინამიოკა", - რა გჭირს, რა ლაწირაკი ბიჭივით იქცევი, არ იცი, რომ ციხეში "ბალერინები" არც მუშაობენ და არც ხვდებიანო?.. ჩემ გარშემო რამდენიმე ისეთი ბიჭიც მუშაობდა, ვინც პატიმრების ცემაში არ მონაწილეობდა. მათ ხელფასზე მომუშავე "ბულკებს" ეძახდნენ.

- რას ნიშნავს "ხელფასზე მომუშავე?"

- ის "მტრედი" კატეგორია არც პატიმრების ცემაში მონაწილეობდა და არც პრემიებს აძლევდნენ. თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას ათვალწუნებული ვყავდი და ვგრძნობდი, რომ იქ დიდხანს დარჩენა არ მეწერა. ის იყო, ისევ უცხოეთში, ამჯერად, სხვა ქვეყანაში წასვლის გზებს ვეძებდი, რომ ჩემი ახლობელი, ვისი პროტექციითაც ციხეში მოვხვდი, დააწინაურეს და ერთ-ერთი განყოფილება ჩააბარეს. ის უკვე ნანობდა, რომ მისი ინიციატივით ვიყავი ამ სისტემაში მისული, რამდენჯერმე მითხრა, მეგონა, სიტუაციას მოერგებოდიო. ვეუბნებოდი, კაცის გაუპატიურებასა და ცემით მოკვლას აპირებენ და ამაში როგორ მივიღო მონაწილეობა-მეთქი?, - შე კაცო, არ გაგიგია, რომ ციხეში ბოროტმოქმედები ხვდებიან და აქ მათ ფაფას არავინ აჭმევსო. არადა, ასაკოვანი კაცია, შვილებიც ჰყავს, შვილიშვილებიც... ალბათ მასთან სამდურავი არაფერი მაქვს, თავისებურად ცდილობდა, ხელი დაეფარებინა ჩემთვის. დაწინაურების შემდეგ თავის განყოფილებაში გადამიყვანა. ეტყობა იფიქრა, ჩემი მოყვანილია, სპორტსმენია, ძალა ერჩის და რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებო... იქ ჩემი კუთხის "სასტავი" მუშაობდა და მათთან ურთიერთობა უფრო გამიადვილდა. ცემის ფაქტები ნაკლები იყო, მაგრამ პატიმრები ისეთ დღეში იყვნენ, სიტუაციის გაპროტესტების ძალაც კი არ ჰქონდათ. საკანში იმდენი პატიმარი იყო, არ ვიცი, როგორ სუნთქავდნენ, მაგრამ ვიცი, რომ მორიგეობით ეძინათ.

დაწინაურებამ ჩემი ახლობელი უფრო აგრესიული გახადა. ერთ დღეს მითხრა, სტრასბურგში მომჩივანი პატიმარი უნდა ჩაგაბარო. ცემა არ შეგიძლია, გასაგებია, მაგრამ მის ოჯახთან უნდა იმუშაო, ერთი-ორი სიტყვის თქმას რაღა უდგას წინ, აგერ მისი მონაცემებიო და კაცის ოჯახის წევრების სრული მონაცემები და მისამართი დამიდო წინ. ორდღიანი ვადა მომცა.

- რა უნდა გაგეკეთებინათ?

- მისი ოჯახი იძულებული უნდა გამეხადა, რომ სტრასბურგში შეტანილი საჩივარი უკან გამოეტანათ. ორი, "მგლების" სახელით ცნობილი ბიჭი მომამაგრა. მივხვდი, ბოლომდე არ მენდობოდა, მე რაღაც მოვიმიზეზე და საქმე ამ ბიჭებს გადავაბარე. პრემიაც თქვენი იყოს-მეთქი. შემდეგ გავიგე, სტრასბურგში მომჩივანი პატიმარი კარცერში შიშველი ჩაუსვამთ. მასზე მეტი არაფერი ვიცი, რადგან ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გამათავისუფლეს... ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩემი იქ მუშაობის წლებში, 2011 წლის დასაწყისში, იქ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ნარკოტიკზე შეჯდნენ. სამსახურის დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მუდმივად არაადამიანური ცხოვრების რეჟიმმა მათ ფსიქიკა გაუნადგურა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უფროსების დავალებას წარბშეუხრელად ასრულებდნენ.

თეა, 32 წლის, ორთაჭალის ციხის ყოფილი თანამშრომელი:

- სამი წელი პაემნების განყოფილებაში ვმუშაობდი. პატიმრების ოჯახის წევრებთან მიწევდა ურთიერთობა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პატიმარს პაემანი ეკუთვნოდა, მაგრამ რადგან ძალიან მაგარი ნაცემი იყო, მისი ოჯახის წევრს გარკვეული დროის განმავლობაში ვატყუებდით, პატიმრის საქმის ხელახალი ძიება დაიწყო და პაემნის უფლება არ აქვსო. სხვა გზა არ მქონდა, ხელმძღვანელობა პირდაპირ გვეუბნებოდა, რამე მოიფიქრეთ და ოჯახის ახლობლები ცოტა ხნით მოიშორეთ, ამ ეტაპზე პატიმრის გამოყვანა არ შეიძლებაო. როდესაც პატიმრის ატირებული ოჯახის წევრები მეკითხებოდნენ, რა ხდება ჩვენს თავს, ნაცემი ხომ არ არისო, "გაოცებული" ვპასუხობდი, - რას ამბობთ, შევარდნაძის დროინდელი ციხე კი არ არის-მეთქი. ზოგი იჯერებდა, თუმცა, ბევრი მაშინვე რეკვას იწყებდა... ერთხელ "პატრონიანი" პატიმარი უცემიათ და ამას ციხის ადმინისტრაცია კინაღამ გაადაყოლეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ გლდანის საპყრობილიდან გადმოყვანილები, რომელთაც გზაში, ტრანსპორტირების დროსაც სცემდნენ.

- რატომ, რა იყო მიზეზი?

- ხან რა, ხან რა. ძირითადად ის, რომ მუდმივად დაშინებული უნდა ყოფილიყვნენ, რათა გაქცევის სურვილი არ გასჩენოდათ. ერთი პატიმარი მახსოვს, ასაკოვანი - 333-ე მუხლი ჰქონდა მისჯილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. საერთოდ, ყველა პატიმრის მოსატეხად ერთი მეთოდი ჰქონდათ შემუშავებული, გაუპატიურების მუქარა. ამ კაცს არასამთავრობოებში ახლობლები ჰყავდა და პირდაპირ ვერაფერი უქნეს, ამიტომ "საქათმეში" შეაგდეს. თვე-ნახევარში გული გაუსკდა და მოკვდა. მისი სიკვდილის შესახებ კი ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე გარდაცვლილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- თეა, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვეთ?

- არა. იქ მუშაობის პერიოდში, გინდა თუ არა, რამდენიმე ადამიანთან, პატიმრის ახლობლებთან, ადამიანური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მათ შორის ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, რომელიც ძლივს დადიოდა. მის მეორე შვილს ჩემი ნომერი მივეცი და ვუთხარი, წინასწარ დამიმესიჯეთ და ჩაგწერთ, რომ დილის 5 საათიდან არ მოგიწიოთ რიგში დგომამ-მეთქი. ერთ დღესაც ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილემ დაგვიბარა, იქ მისულებს მობილურები ჩამოგვართვა და მესიჯები წაიკითხა. იმავე დღეს ჩემთან ერთად ორი გოგო გაათავისუფლეს.

ნოდარი, 30 წლის, გლდანის #8 საპყრობილის თანამშრომელი:

- ციხეში არის კატეგორია, რომელიც ამის გამკეთებელია და ხელმძღვანელობაც ამის მიხედვით არჩევს ამა თუ იმ საქმეზე გასაშვებ კადრებს. საზოგადოებას რატომღაც ახალგაზრდა ბიჭების მიმართ აქვს აგრესია. არადა, იქ არიან 40 წელს გადაცილებული თანამშრომლები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვთ და ყველა დავალების შესრულება შეუძლიათ. ჩვენთან მუშაობდა კაცი, რომლის ძმისშვილიც რუსთავის "ზონაში" 15-წლიან სასჯელს იხდიდა და თვითონ აქ პატიმრების წამებით განთქმულია. ზოგს ხასიათში აქვს ეს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. უთხრეს და შეასრულა. სხვანაირად არ შეუძლია. ვერ გეტყვით, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, ერთი-ორი ნარკორეალიზატორისთვის მეც შემომილაწუნებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ გაუპატიურების ფაქტს.

- პატიმრისთვის "შემოლაწუნება" ციხის შიდა წესდებაში შედის?

- სისტემის ყველა განყოფილების უფროსი თავად ადგენს, როგორ უნდა მართოს განყოფილება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება, არც პატიმრების წამება. როცა პატიმარი დაკითხვაზე გაჰყავთ, მან უკვე იცის, რომ კარგი დღე არ ელოდება, ამიტომ სასწრაფოდ ადვოკატს ითხოვს...

- 9 საათის შემდეგ საკანში სიჩუმე უნდა იყოსო, ასეა?

- აბა, ერთ საკანში 20-მდე პატიმარია და ყველამ ერთად შუაღამემდე რომ ილაპარაკოს, წარმოგიდგენიათ, რა "ბარდაგი" იქნება?.. დიახ, ბევრ შემთხვევაში თანამშრომლები, ბადრაგი, ზედამხედველობა და ადმინისტრაცია ძალადობს, მაგრამ ეს ყველასთვის არ არის მისაღები.

ნინო აფხაზავა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ