პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა "ვერის უბნის მელოდიების კულისებში" და რატომ არ შეჩერდა სპექტაკლი
რა ხდებოდა "ვერის უბნის მელოდიების კულისებში" და რატომ არ შეჩერდა სპექტაკლი

"მა­ესტრო­ზე" და "მე­ცხრე არხზე" პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ხალ­ხი ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შე­იკ­რი­ბა, სა­დაც "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი ეს­წრე­ბო­და. რა ხდე­ბო­და სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­დე­საც გა­რეთ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს ვე­სა­უბ­რე.

- გი­ორ­გი, რა ხდე­ბო­და კუ­ლი­სებ­ში, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე:

- ჩვენ სპექ­ტაკ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­თა­მა­შეთ. მერე წა­ვე­დი სახ­ლში და შემ­დეგ ვნა­ხე კად­რე­ბი.

- რომ გცოდ­ნო­დათ, რა­ტომ შე­იკ­რი­ბა ხალ­ხი, რო­გორ ფიქ­რობ, სპექ­ტაკ­ლი შე­ჩერ­დე­ბო­და?

- მე მსა­ხი­ო­ბი ვარ, ჩემი საქ­მე მაქვს. მა­ყუ­რე­ბელს ვე­რაფ­რის გამო ვერ ვა­კად­რებ, რომ სპექ­ტაკ­ლი გა­ვა­ჩე­რო. უნდა ვი­თა­მა­შო და შემ­დეგ მივ­ხე­დო ყვე­ლა საქ­მეს. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული გუ­შინ­დელ ფაქ­ტებ­ზე და ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ სპექ­ტაკლს არა­ფე­რი შე­ხე­ბია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­თა­მა­შეთ.

- რომ გა­მოხ­ვე­დით, აღ­შო­თე­ბულ­მა ხალ­ხმა რა გი­თხრათ...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ შე­მიმ­ჩნე­ვია ხალ­ხი. მან­ქა­ნა სხვა მხა­რეს მყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ვე­დი ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან, მეჩ­ქა­რე­ბო­და და ჩემს საქ­მე­ზე წა­ვე­დი.

- რო­დის გა­ი­გეთ, სპექ­ტაკ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან ხალ­ხი რა­ტომ შე­იკ­რი­ბა?

ქე­თა­თო:

- ხალ­ხი რომ შე­იკ­რე­ბა, ვი­ცო­დით მსა­ხი­ო­ბებ­მა, მაგ­რამ ის არ ვი­ცო­დით, რა­ტომ შე­იკ­რიბ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ გა­ვი­გე, სახ­ლში რომ მი­ვე­დი. რო­გორც იცით, ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ. ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ­დი. მერე ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან გა­ვი­ა­რე და იქ გა­ვი­გე ყვე­ლა­ფე­რი. და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თი იყო, აღ­შფო­თე­ბულ­მა ხალ­ხმა მი­ამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი და მერე უკვე ჩემი თვა­ლი­თაც ვნა­ხე კად­რე­ბი.

- ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მო­სულ ხალ­ხს სპექ­ტაკლზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია?

- და­ემ­თხვა და მე­ო­რე აქ­ტში ბუნ­ტის სცე­ნა იყო, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ გა­რეთ ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად, არ ვი­ცო­დით.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, ეს კად­რე­ბი რომ ნა­ხეთ?

- რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ და გული მაქვს შე­წუ­ხე­ბუ­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ღამე ვერ და­ვი­ძი­ნე. ერ­თია, რო­დე­საც გეს­მის, რომ ცი­ხე­ში ძა­ლა­დო­ბაა და მე­ო­რეა, რო­დე­საც ამ ყო­ვე­ლი­ვეს ხე­დავ. კოშ­მა­რია. მიკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ნორ­მა­ლუ­რე­ბი თუ არი­ან ან მათი ფსი­ქი­კა რა დღე­შია, უშუ­ა­ლოდ ვინც ძა­ლა­დობ­და პა­ტიმ­რებ­ზე. რა სტრუქ­ტუ­რა­შიც უნდა მუ­შა­ობ­დე, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც არ უნდა გა­და­ა­ბი­ჯო. ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან, რო­დე­საც ათი ადა­მი­ა­ნი სცემს ერთ პა­ტი­მარს? არც ვიცი, რა კო­მენ­ტა­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო ამ შემ­თხვე­ვა­ში.

- ეს კად­რე­ბი მა­ნამ­დე რომ გე­ნა­ხათ, სა­ნამ სპექ­ტაკლს და­ი­წყე­ბო­და, ითა­მა­შებ­დით?

- რო­დე­საც სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, შენს საქ­მეს უნდა აკე­თებ­დე. შე­იძ­ლე­ბა, 40 გრა­დუ­სი გქონ­დეს სი­ცხე, შე­იძ­ლე­ბა, შენს ოჯახ­ში უბე­დუ­რე­ბა იყოს, მაგ­რამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია, რომ ბო­ლომ­დე იდგე სცე­ნა­ზე. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტი, რომ ომი და­წყე­ბუ­ლა და მუ­სი­კო­სე­ბი მა­ინც უკ­რავ­დნენ. გა­იხ­სე­ნეთ "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, გემი იძი­რე­ბა და მუ­სი­კო­სე­ბი მა­ინც უკ­რა­ვენ. ეს სხვა თე­მაა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ეხე­ბა, მაგ­რამ იმა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ამ კად­რე­ბის ნახ­ვი­სას აღ­შფოთ­დე­ბო­და. არა მგო­ნია, ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს იმ ღა­მეს წყნა­რად და­ე­ძი­ნა.

- სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი. თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, რო­დის და­ტო­ვა მან დარ­ბა­ზი?

- არ ვიცი. მე თვი­თონ იმ­დე­ნად ვარ სპექ­ტაკლში ჩარ­თუ­ლი, რომ დარ­ბაზ­ში ვინ შე­მო­დის და ვინ გა­დის, ნამ­დვი­ლად არ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას.

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- რაც მოხ­და, სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი თუ მო­მინ­და, სხვა დროს ვი­ლა­პა­რა­კებ. სპექ­ტაკლს არ მინ­და და­უ­კავ­ში­როთ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა.

- სპექ­ტაკ­ლთან აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებს" პრე­ზი­დენ­ტი ეს­წრე­ბო­და და ხალ­ხი ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შე­იკ­რი­ბა.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ ეს­წრე­ბა სპექ­ტაკლს. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა. ეს ქა­ლა­ქი პა­ტა­რაა და ალ­ბათ გა­ი­გებ­დით ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს ამ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, სა­ნამ სპექ­ტაკ­ლი არ დამ­თავ­რდა, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. სპექ­ტაკ­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის მი­ცე­მა, ჩემი აზ­რით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მაა.

მე­ო­რე დღეს "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კვლავ გა­ი­მარ­თა. სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს ვე­სა­უბ­რე:

- დღე­საც სპექ­ტაკლმა ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ი­ა­რა, ისე­ვე, რო­გორც გუ­შინ და რო­გორც პრე­მი­ე­რა­ზე.

- ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბულ­მა პა­ტიმ­რის წა­მე­ბის კად­რებ­მა სპექ­ტაკლზე რა­მე­ნა­ი­რად იმოქ­მე­და?

- არა, რა თქმა უნდა. მძი­მე იყო, რაც მოხ­და და ვგმობ ყვე­ლა ასეთ ქცე­ვას. მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით ვგმობ. არ ვიცი, ამას რა და­ვარ­ქვა. ვუ­ერ­თდე­ბი ყვე­ლას პრო­ტესტს, ვინც ამ ამ­ბავს აპ­რო­ტეს­ტებს და გმობს. სპექ­ტაკლმა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა, იმი­ტომ რომ ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლი იყო. მე­ო­რე სა­კი­თხი­ცაა, სპექ­ტაკ­ლი, მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ უნდა იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, სპექ­ტაკ­ლის არ­ჩა­ტა­რე­ბა­ზე არც გვე­ფიქ­რა. მო­ვი­და 2000 კაცი, ისი­ნი ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის გა­იხ­სნე­ბო­და ფარ­და და რო­დის გა­ვი­დო­დით სცე­ნა­ზე. რაც მოხ­და, ყო­ველ­თვის მძი­მე გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს სა­თა­ნა­დოდ მი­ხე­დავს და შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს იმის­თვის, რომ ასე­თი რამ მე­ო­რედ არ გან­მე­ორ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში... 18 სექ­ტემ­ბერს სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში რა­ტომ იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას სულ კუ­ლი­სებ­ში ვდგა­ვარ ხოლ­მე. მომ­ხდა­რი ყვე­ლამ გან­ვი­ცა­დეთ - ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­დან და­წყე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბე­ბი­თა და მომ­ღერ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, ზუს­ტად ვიცი და მჯე­რა, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა სა­თა­ნა­დოდ დას­ჯის ყვე­ლას, ვინც და­სას­ჯე­ლია.

- თუ ხე­დავ­დით დარ­ბაზ­ში მყო­ფი პრე­ზი­დენ­ტის რე­აქ­ცი­ას, მოს­წონ­და სპექ­ტაკ­ლი?

- მინ­და გი­თხრათ, რომ რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, ვე­რა­ვის ვხე­დავ დარ­ბაზ­ში. სცე­ნა­ზე სულ სხვა სამ­ყა­რო­ში ვარ და მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო.

- მგო­ნია, რომ მე­ო­რე დღეს სცე­ნა­ზე გას­ვლა მსა­ხი­ო­ბებს გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ.

- რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო. ჩემ­თვის, სოფო ნი­ჟა­რა­ძის­თვის, სა­მო­რი ბალ­დეს­თვის, ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბამ­დე მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა. თქვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს, უერ­თდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გმობს ძა­ლა­დო­ბას და რომ ჩვენ ხალ­ხს ვემ­სა­ხუ­რე­ბით და არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, იმ ხალ­ხის­თვის, ვინც დღეს მო­ვი­და, ის ემო­ცია არ მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა და ის გან­წყო­ბა არ გა­დაგ­ვე­ცა, რო­გორ­საც სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლამ­დე გავ­ცემ­დით.

- 19 სექ­ტემ­ბერს, შენი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ სპექ­ტაკლს?

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი. დე­და­ჩე­მი რომ ეს­წრე­ბა ხოლ­მე სპექ­ტაკლს, იმა­საც ბო­ლოს ვი­გებ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ხდებოდა "ვერის უბნის მელოდიების კულისებში" და რატომ არ შეჩერდა სპექტაკლი

რა ხდებოდა "ვერის უბნის მელოდიების კულისებში" და რატომ არ შეჩერდა სპექტაკლი

"მაესტროზე" და "მეცხრე არხზე" პატიმრების წამების კადრების ეთერში გასვლის შემდეგ აღშფოთებული ხალხი ფილარმონიასთან შეიკრიბა, სადაც "ვერის უბნის მელოდიები" მიმდინარეობდა და რომელსაც პრეზიდენტი ესწრებოდა. რა ხდებოდა სპექტაკლის მსვლელობისას, როდესაც გარეთ აღშფოთებული ხალხი შეიკრიბა, ამის გასარკვევად სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს ვესაუბრე.

- გიორგი, რა ხდებოდა კულისებში, როდესაც ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობდა?

გიორგი ვარდოსანიძე:

- ჩვენ სპექტაკლი ჩვეულებრივ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მერე წავედი სახლში და შემდეგ ვნახე კადრები.

- რომ გცოდნოდათ, რატომ შეიკრიბა ხალხი, როგორ ფიქრობ, სპექტაკლი შეჩერდებოდა?

- მე მსახიობი ვარ, ჩემი საქმე მაქვს. მაყურებელს ვერაფრის გამო ვერ ვაკადრებ, რომ სპექტაკლი გავაჩერო. უნდა ვითამაშო და შემდეგ მივხედო ყველა საქმეს. ძალიან დამწყდა გული გუშინდელ ფაქტებზე და ძალიან აღშფოთებული ვარ, მაგრამ სპექტაკლს არაფერი შეხებია. ჩვეულებრივად ვითამაშეთ.

- რომ გამოხვედით, აღშოთებულმა ხალხმა რა გითხრათ...

- სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია ხალხი. მანქანა სხვა მხარეს მყავდა გაჩერებული. ჩვეულებრივ გამოვედი ფილარმონიიდან, მეჩქარებოდა და ჩემს საქმეზე წავედი.

- როდის გაიგეთ, სპექტაკლის მიმდინარეობისას ფილარმონიასთან ხალხი რატომ შეიკრიბა?

ქეთათო:

- ხალხი რომ შეიკრება, ვიცოდით მსახიობებმა, მაგრამ ის არ ვიცოდით, რატომ შეიკრიბნენ. ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, სახლში რომ მივედი. როგორც იცით, ვერაზე ვცხოვრობ. ძაღლს ვასეირნებდი. მერე ფილარმონიასთან გავიარე და იქ გავიგე ყველაფერი. დაახლოებით 12 საათი იყო, აღშფოთებულმა ხალხმა მიამბო ყველაფერი და მერე უკვე ჩემი თვალითაც ვნახე კადრები.

- ფილარმონიასთან მოსულ ხალხს სპექტაკლზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია?

- დაემთხვა და მეორე აქტში ბუნტის სცენა იყო, როდესაც გავიგეთ, რომ გარეთ ხალხი იყო შეკრებილი. რა ხდებოდა რეალურად, არ ვიცოდით.

- როგორი რეაქცია გქონდათ, ეს კადრები რომ ნახეთ?

- როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. აღშფოთებული ვარ და გული მაქვს შეწუხებული. სიმართლე გითხრათ, ღამე ვერ დავიძინე. ერთია, როდესაც გესმის, რომ ციხეში ძალადობაა და მეორეა, როდესაც ამ ყოველივეს ხედავ. კოშმარია. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. მაინტერესებს, ნორმალურები თუ არიან ან მათი ფსიქიკა რა დღეშია, უშუალოდ ვინც ძალადობდა პატიმრებზე. რა სტრუქტურაშიც უნდა მუშაობდე, პირველ რიგში, ადამიანური ფასეულობები არსებობს, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. ნორმალურები არიან, როდესაც ათი ადამიანი სცემს ერთ პატიმარს? არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამ შემთხვევაში.

- ეს კადრები მანამდე რომ გენახათ, სანამ სპექტაკლს დაიწყებოდა, ითამაშებდით?

- როდესაც სცენაზე დგახარ, ყველაფრის მიუხედავად, შენს საქმეს უნდა აკეთებდე. შეიძლება, 40 გრადუსი გქონდეს სიცხე, შეიძლება, შენს ოჯახში უბედურება იყოს, მაგრამ ელემენტარული პროფესიონალიზმია, რომ ბოლომდე იდგე სცენაზე. ყოფილა მომენტი, რომ ომი დაწყებულა და მუსიკოსები მაინც უკრავდნენ. გაიხსენეთ "ტიტანიკის" ჩაძირვის კადრები, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული, გემი იძირება და მუსიკოსები მაინც უკრავენ. ეს სხვა თემაა, რომელიც პროფესიონალიზმს ეხება, მაგრამ იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ამ კადრების ნახვისას აღშფოთდებოდა. არა მგონია, ნორმალურ ადამიანს იმ ღამეს წყნარად დაეძინა.

- სპექტაკლს ესწრებოდა პრეზიდენტი. თუ შეამჩნიეთ, როდის დატოვა მან დარბაზი?

- არ ვიცი. მე თვითონ იმდენად ვარ სპექტაკლში ჩართული, რომ დარბაზში ვინ შემოდის და ვინ გადის, ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას.

კახა კინწურაშვილი:

- რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი თუ მომინდა, სხვა დროს ვილაპარაკებ. სპექტაკლს არ მინდა დაუკავშიროთ ეს საშინელება.

- სპექტაკლთან აუცილებლად იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ "ვერის უბნის მელოდიებს" პრეზიდენტი ესწრებოდა და ხალხი ფილარმონიასთან შეიკრიბა.

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ესწრება სპექტაკლს. შეურაცხმყოფელია პარალელების გავლება. ეს ქალაქი პატარაა და ალბათ გაიგებდით ჩემს შეხედულებებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით. გულწრფელად გეუბნებით, სანამ სპექტაკლი არ დამთავრდა, არაფერი ვიცოდი. სპექტაკლისთვის პოლიტიკური სახის მიცემა, ჩემი აზრით, ჟურნალისტების ყველაზე დიდი შეცდომაა.

მეორე დღეს "ვერის უბნის მელოდიები" ფილარმონიაში კვლავ გაიმართა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ნოდიკო ტატიშვილს ვესაუბრე:

- დღესაც სპექტაკლმა ჩვეულებრივ ჩაიარა, ისევე, როგორც გუშინ და როგორც პრემიერაზე.

- ტელევიზიით გავრცელებულმა პატიმრის წამების კადრებმა სპექტაკლზე რამენაირად იმოქმედა?

- არა, რა თქმა უნდა. მძიმე იყო, რაც მოხდა და ვგმობ ყველა ასეთ ქცევას. მთელი ჩემი არსებით ვგმობ. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ვუერთდები ყველას პროტესტს, ვინც ამ ამბავს აპროტესტებს და გმობს. სპექტაკლმა ჩვეულებრივად ჩაიარა, იმიტომ რომ ბილეთები გაყიდული იყო. მეორე საკითხიცაა, სპექტაკლი, მომღერალი და მოცეკვავე პოლიტიზებული არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, სპექტაკლის არჩატარებაზე არც გვეფიქრა. მოვიდა 2000 კაცი, ისინი ელოდებოდნენ, როდის გაიხსნებოდა ფარდა და როდის გავიდოდით სცენაზე. რაც მოხდა, ყოველთვის მძიმე გასახსენებელი იქნება ჩემთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამ ყველაფერს სათანადოდ მიხედავს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში... 18 სექტემბერს სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გავიგე, ადამიანები ქუჩაში რატომ იყვნენ შეკრებილი. სპექტაკლის მსვლელობისას სულ კულისებში ვდგავარ ხოლმე. მომხდარი ყველამ განვიცადეთ - ტექნიკური ჯგუფიდან დაწყებული, მსახიობებითა და მომღერლებით დამთავრებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა სათანადოდ დასჯის ყველას, ვინც დასასჯელია.

- თუ ხედავდით დარბაზში მყოფი პრეზიდენტის რეაქციას, მოსწონდა სპექტაკლი?

- მინდა გითხრათ, რომ როდესაც სცენაზე ვდგავარ, ვერავის ვხედავ დარბაზში. სცენაზე სულ სხვა სამყაროში ვარ და მინდა, რაც შეიძლება ბოლომდე დავიხარჯო.

- მგონია, რომ მეორე დღეს სცენაზე გასვლა მსახიობებს გაგიჭირდებოდათ.

- რა თქმა უნდა, რთული იყო. ჩემთვის, სოფო ნიჟარაძისთვის, სამორი ბალდესთვის, ყველასთვის ძალიან მძიმე იყო. ნიკოლოზ რაჭველმა სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს მიმართა. თქვა, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამ სპექტაკლზე მუშაობს, უერთდება იმ ადამიანებს, ვინც გმობს ძალადობას და რომ ჩვენ ხალხს ვემსახურებით და არანაირი მორალური უფლება არ გვქონდა, იმ ხალხისთვის, ვინც დღეს მოვიდა, ის ემოცია არ მიგვენიჭებინა და ის განწყობა არ გადაგვეცა, როგორსაც საშინელი კადრების ეთერში გასვლამდე გავცემდით.

- 19 სექტემბერს, შენი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ სპექტაკლს?

- ნამდვილად არ ვიცი. დედაჩემი რომ ესწრება ხოლმე სპექტაკლს, იმასაც ბოლოს ვიგებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება