ლურჯი ფერის სიმინდი - ჰოპი სიმინდის განსხვავებულ ჯიშს წარმოადგენს. ის ლურჯი და წითელი ფერისაა და აშშ-ში, არიზონასა და ნიუ-მექსიკოს შტატებში და მექსიკის ჩრდილოეთით იზრდება.
დღემდე ლურჯი ფერის სიმინდი აშშ-ში მხოლოდ კონკრეტულ, რამდენიმე ადგილას მოჰყავდათ. ჰოპის ჯიში თავდაპირველად ინდიელების ამავე სახელობის ტომმა გამოიყვანა, რომელიც არიზონის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბინადრობდა.
ლურჯი და წითელი ფერის სიმინდი ყვითელთან და თეთრთან შედარებით სასარგებლო ნივთიერებებით უფრო მდიდარია, ჩვეულებრივ სიმინდთან შედარებით ლურჯი შეფერილობის სიმინდს უფრო მოტკბო გემო აქვს. მისი ფქვილი მექსიკური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტია.
ლურჯ სიმინდზე მოთხოვნა გაიზარდა. მას ”ჩიფსების” მწარმოებელი კომპანიები აქტიურად იყენებენ.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით