"ფეისბუქზე" გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, ჯაბა ხუბუამ ხელისუფლების წარმომადგენელთა სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბარამიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი არიან გამოსახული.
ფოტოებს ხუბუა ასეთ კომენტარს უკეთებს: "როცა ციხეებში პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ, ასე ერთობა ბათუმში "ნაცმოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე!"