გამოცხადებული სადიზმი და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ!

გამოცხადებული სადიზმი და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ!

რედაქტორის სვეტი

ვცდილობ, ხშირად არ შევაწუხო ჩემი მკითხველი საკუთარი ემოციების გამომზეურებით და ისედაც დამძიმებული ცნობიერება კიდევ უფრო არ დავუმძიმო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ემოციები ერთი ადამიანის გულში აღარ ეტევა და გადმონთხევას ლამობს! დიახ, გადმონთხევას... ამიტომაც შევეცდები, პოლიტიკური წიაღსვლებით არ დაგღალოთ და მხოლოდ ემოციებით გესაუბროთ ამ ჩვენს "გამო(ცოცხ)ლებულ" რეალობაზე.

...ეს არ იყო ე.წ. "სისტემური მარცხი", ეს ბევრად მასშტაბური და თავზარდამცემი ტრაგედია იყო.

...ეს იყო გამოცხადებული სადიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!

...ეს იყო მსოფლიო დონის დისკრედიტაცია, დანაშაული, სირცხვილი კაცობრიობის წინაშე და უპირველესად ჩვენი ერის ისტორიისა და წინაპრების შეურაცხყოფა. ის კადრები, რომლითაც ხელისუფლებამ (დიახ, ხელისუფლებამ) "თვალები დაგვთხარა" და გაუგონარი სისასტიკე და ხილული ცინიზმი გვაჩვენა (რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვინმემ იცოდა თუ არ იცოდა, თუ არ იცოდა - მით უარესი, იქნებ სხვა სტრუქტურებშიც არიან მსგავსი "უდედო" დოქსოპულოები), დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანს არ ამოვა ჩვენი ისედაც მრავლისმნახველი მეხსიერებიდან, მეტიც, ჩვენს გენეტიკურ კოდში სამუდამოდ ჩაიბეჭდება და მომდევნო თაობებსაც არ მისცემს მოდუნების საშუალებას, არასოდეს დაუკარგავს იმის განცდას, რომ ასე ცხოვრება აღარასოდეს შეიძლება... ეტყობა, საზოგადოებას ეს როზგი უნდა ეწვნია, რომ გამოვფხიზლებულიყავით და დავფიქრებულიყავით, სად ვართ...

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"