მილანის მოდის კვირეულზე ორსული მოდელი გამოვიდა. რაფაელა ფიკო 6 თვის ფეხმძიმეა. 24 წლის რაფაელამ მილანის მოდის კვირეულის სტუმრებს Pin Up Stars-ის ახალი კოლექციის საცვლები წარუდგინა.
რაფაელას შვილის მამა მისი ყოფილი საყვარელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელია. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მას ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი, თუმცა პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ აიღებს თავის თავზე, როდესაც რაფაელა დნმ-ის ტესტს გაიკეთებს და მისი მამობა დადასტურდება.
რაფაელამ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.