პარტნიორები:

    მიხეილ სააკაშვილი - ამ კადრების გავრცელებას 24 სექტემბერს აპირებდნენ

     მიხეილ სააკაშვილი - ამ კადრების გავრცელებას 24 სექტემბერს აპირებდნენ

    ბოლო დღეებში, როდესაც ჩვენ დამწუხრებულები და გაბრაზებულები ვიყავით, ვიღაცებს, არა მხოლოდ საკნებში, არამედ ქუჩებშიც, გაუჩნდათ განცდა, რომ მათი მომენტი დგება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა.

    მისი თქმით, გეგმა დიდი ხნის წინ იყო დაწერილი და ყველაფერი გათვლილია. "ეს უნდა გადმოეგდოთ არა 17 რიცხვში, იმიტომ, რომ ჩვენ გამოძიება დავიწყეთ და გავიგეთ იმაზე ადრე, ვიდრე ვარაუდობდნენ, არამედ 24 რიცხვში. ხალხი გაბრაზდებოდა სამართლიანად და დროც აღარ დაგვრჩებოდა რეაგირებისთვის. ეს იყო მათი გეგმა. მერე ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ ცოტათი, ერთი კვირით ადრე შევაცვლევინეთ მათ გრაფიკი. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა არის ოფისებში შევარდნის, რევანშის აღების, თავში ჩარტყმის, რაღაცების ჩამოგლეჯის, ციხის ბუნტის, შემდეგ კი – ყველაფრის უკან დაბრუნების მომენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    პრეზიდენტის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი იქნება, არც მეორე, არც - მესამე. "გიორგი ტუღუშთან ერთად, შევქმნით ახალ პენიტენციალურ სისტემას, რომლის შექმნა უკვე დაწყებულია. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ვიცი, ძველ ციხეებში ყველგან, ყველა დონეზე სცემდნენ პატიმრებს. დღევანდელ ციხეებში ეს თითქმის არსად აღარ არის და სადაც იყო, იქიდანაც ამოვძირკვავთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა