სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილი - არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს

არც ისე მი­ა­მი­ტე­ბი ვართ, რომ არ ვი­ცო­დეთ, რა თა­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის ხალ­ხი, ვინც ყლა­პა ეს ყვე­ლა­ფე­რი, და­ის­ჯე­ბა და ის ხალ­ხი, ვინც გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი - მაგ­რად და­ის­ჯე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნი­სას, გლ­და­ნის ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ვინც ეს და­ა­ფი­ნან­სა, იმას ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღე­ში არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა გას­ცეს. ვინც ინა­ხავ­და ამას არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რათა დი­ვი­დენ­დე­ბი მი­ე­ღო და შემ­დეგ გმი­რე­ბად ექ­ცია ის კრი­მი­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მათ ვერ უნდა მი­ი­ღონ დი­ვი­დენ­დე­ბი, იმ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მელ­ზეც ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ. ჩვენ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ ეს გა­კეთ­და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­დნენ ვი­დე­ო­ებს. ცდი­ლო­ბენ ჩაგ­ვით­რი­ონ იმა­ში, სა­ი­და­ნაც უკან დაბ­რუ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ არ უნდა დავ­ბრუნ­დეთ წარ­სულ­ში, რო­გო­რიც არ უნდა იყოს დღე­ვან­დე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ძლივს და­ვი­წყეთ მთლი­ა­ნო­ბა­ში თა­ვის იქი­დან დაძ­ვრე­ნა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან სტუ­დენ­ტებს მი­მარ­თა, რომ "ნუ­რა­ვის ნუ წა­ა­ბილ­წი­ნე­ბენ მო­მა­ვალს".

"ნუ­რა­ვის შე­ა­ხე­ბი­ნებთ ბინ­ძურ ხე­ლებს ამ მო­მა­ვალ­ზე. ნუ­რა­ნა­ირ რუ­სულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნუ და­აბ­რუ­ნე­ბი­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვე­ყა­ნას ნუ და­აბ­რუ­ნე­ბი­ნებთ წარ­სულ სიბ­ნე­ლე­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბევ­რს ენატ­რე­ბა ას­ლან აბა­ში­ძე და სურს, რომ მე­მედ აბა­ში­ძის ძეგლი და­აბ­რუ­ნოს ბა­თუმ­ში შად­რევ­ნე­ბის ნაც­ვლად. "ჩაზ­ნე­ქილ სკა­მებს და­აბ­რუ­ნე­ბენ. მე­მე­დი იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც ზის, - მო­ყუ­ჩე­ბულ­ში, ჩაზ­ნე­ქი­ლი სკა­მე­ბიც და­იდ­გან სახ­ლში - სა­ქარ­თვე­ლო ივ­ლის წინ და გა­ი­მარ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მიხეილ სააკაშვილი - არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილი - არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს

არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს, ის ხალხი, ვინც ყლაპა ეს ყველაფერი, დაისჯება და ის ხალხი, ვინც გააკეთა ეს ყველაფერი - მაგრად დაისჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, უნივერსიტეტის გახსნისას, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ვინც ეს დააფინანსა, იმას ქართველმა ხალხმა პასუხი რამდენიმე დღეში არჩევნებზე უნდა გასცეს. ვინც ინახავდა ამას არჩევნებისთვის, რათა დივიდენდები მიეღო და შემდეგ გმირებად ექცია ის კრიმინალები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობენ, მათ ვერ უნდა მიიღონ დივიდენდები, იმ არჩევნებზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გაკეთდა არჩევნებისთვის და მრავალი თვის განმავლობაში აგროვებდნენ ვიდეოებს. ცდილობენ ჩაგვითრიონ იმაში, საიდანაც უკან დაბრუნება არ არსებობს. ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელობის პრობლემები. ძლივს დავიწყეთ მთლიანობაში თავის იქიდან დაძვრენა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან სტუდენტებს მიმართა, რომ "ნურავის ნუ წააბილწინებენ მომავალს".

"ნურავის შეახებინებთ ბინძურ ხელებს ამ მომავალზე. ნურანაირ რუსულ ტექნოლოგიებს ნუ დააბრუნებინებთ საქართველოში და ქვეყანას ნუ დააბრუნებინებთ წარსულ სიბნელეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბევრს ენატრება ასლან აბაშიძე და სურს, რომ მემედ აბაშიძის ძეგლი დააბრუნოს ბათუმში შადრევნების ნაცვლად. "ჩაზნექილ სკამებს დააბრუნებენ. მემედი იქნება იქ, სადაც ზის, - მოყუჩებულში, ჩაზნექილი სკამებიც დაიდგან სახლში - საქართველო ივლის წინ და გაიმართება", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა