სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პენ­ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. გან­ცხა­დე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან პენ­ცენ­ტრის სა­ხე­ლით პო­ეტ­მა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, პენ­ცენ­ტრი უერ­თდე­ბა ამ აქ­ცი­ებს და ელო­დე­ბა მთე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას. რო­გორც რატი ამაღ­ლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა უნდა გაგ­რძელ­დეს, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე უარს კვლავ არ ამ­ბობს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებს აგ­რძე­ლებს და მათ უკვე და­ა­კა­ვეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დაჩი ცა­გუ­რია. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ პრო­ტეს­ტმა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა მი­ი­ღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად, თუმ­ცა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბით. პენ­ცენ­ტრი უხ­მობს ყვე­ლა მწე­რალს, ჟურ­ნა­ლისტს და გა­მომ­ცე­მელს, ასე­ვე მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.

ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ წუ­თებ­ში იკ­რი­ბე­ბი­ან. სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან უკვე გა­მოჩ­ნდნენ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, ასე­ვე აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ლე­ვან ჩი­ტა­ძე და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. განცხადება ფილარმონიასთან პენცენტრის სახელით პოეტმა რატი ამაღლობელმა გააკეთა. მისი თქმით, პენცენტრი უერთდება ამ აქციებს და ელოდება მთელი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. როგორც რატი ამაღლობელმა აღნიშნა, პროტესტის გამოხატვა უნდა გაგრძელდეს, რადგან ხელისუფლება სამართალდარღვევებზე უარს კვლავ არ ამბობს.

"ხელისუფლება სამართალდარღვევებს აგრძელებს და მათ უკვე დააკავეს უფლებადამცველი დაჩი ცაგურია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროტესტმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, თუმცა პროტესტის გრძნობით. პენცენტრი უხმობს ყველა მწერალს, ჟურნალისტს და გამომცემელს, ასევე მთელ საზოგადოებას აქციებში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ფილარმონიასთან აქციის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. საკონცერტო დარბაზთან უკვე გამოჩნდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, ასევე აქციაზე იმყოფებიან ირაკლი კაკაბაძე, ლევან ჩიტაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა