პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე პატიმარი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს
ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე პატიმარი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დღეს გლ­და­ნის ცი­ხის ყვე­ლა კორ­პუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ ცი­ხის მე­სა­მე კორ­პუს­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით, სა­დაც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რე­ბი მა­სობ­რი­ვად შიმ­ში­ლო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მე­სა­მე კორ­პუს­ში შიმ­ში­ლო­ბა ერთი საკ­ნის რვა პა­ტი­მარს ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, ში­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტეს. პა­ტიმ­რებ­მა თქვეს, რომ იმ პირ­თა დას­ჯას ითხო­ვენ, რომ­ლე­ბიც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ში არი­ან მხი­ლე­ბულ­ნი. მა­თი­ვე თქმით, თუ სამ დღე­ში ეს პი­რო­ბა არ შეს­რულ­დე­ბა, შიმ­ში­ლო­ბას ისევ გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

ამას­თან, სხვა­დას­ხვა კორ­პუ­სის პა­ტიმ­რებ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას და­ა­სა­ხე­ლეს რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პა­ტი­მარ­თა ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში.

პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი მი­ნის­ტრი და­ი­ნიშ­ნა, ისი­ნი ცი­ხე­ში კი­დევ აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. ერთ-ერთი პა­ტიმ­რის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერ­თმა პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ეს დრო მალე წავა, ჩვე­ნი დრო ისევ მალე დად­გე­ბა და მერე ნა­ხეთ რა­საც გი­ზამ­თო.

გლ­და­ნის ცი­ხის პირ­ველ კორ­პუს­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლო­ბენ და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ორი დღეა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ა­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნას ითხო­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ სა­ნამ მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, შიმ­ში­ლო­ბას არ შე­წყვე­ტენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა წე­რი­ლი გა­დას­ცა, სა­დაც მო­თხოვ­ნე­ბია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

"მო­ვი­თხოვთ, მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა ჩვენ მო­თხოვ­ნა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დეგ­ში - ორი დღეა, ვშიმ­ში­ლობთ და არ ვი­ღებთ სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს. ჩვე­ნი ამ რა­დი­კუ­ა­ლუ­რი ზო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან იყო არა­ერ­თხელ ცრუ და­პი­რე­ბე­ბი, რომ მოხ­დე­ბო­და ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნა ტუბ­ზო­ნა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და ტყუ­ი­ლე­ბი­თა და გულ­გრი­ლო­ბით ჩვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა, ჩვენ არ შევ­წყვეტთ შიმ­ში­ლო­ბას და მე­დი­კა­მენ­ტებს არ მი­ვი­ღებთ, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნა ქსნის N19 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ტუბ­ზო­ნა­ში. ჩვენს გარ­და არის არა­ერ­თი პა­ტი­მა­რი იგი­ვე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აცხა­დე­ბენ შიმ­ში­ლო­ბას და წამ­ლებს არ იღე­ბენ იგი­ვე ხა­სი­ა­თის მო­თხოვ­ნით. აქ მოგ­ვიყ­ვა­ნეს გაგა მკურ­ნა­ლი­ძის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ გვჯე­რა თქვე­ნი თა­ნად­გო­მის, ვხე­დავთ და ვგრძნობთ ამას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მი­ა­წო­და.

გლ­და­ნის #8 ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა, ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ ზე­წო­ლი­სა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტე­ბი აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა მათი თქმით, სამი დღის წინ ეს ფაქ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - მე­სა­მე კორ­პუს­ში. ამას­თან პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხის ოფიც­რე­ბი მათ აი­ძუ­ლებ­დნენ, ამ­ზა­დებ­დნენ წი­ნას­წარ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­ე­ცათ ხმა, შე­მო­ე­ხა­ზათ ნო­მე­რი 5.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად დე­კა­ნო­ზე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამ დრომ­დე გლ­და­ნის ცი­ხე­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია რჩე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე პატიმარი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს

ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე პატიმარი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს

სასულიერო პირებთან ერთად, ჟურნალისტები დღეს გლდანის ციხის ყველა კორპუსში იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ციხის მესამე კორპუსში არსებული ვითარებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები მასობრივად შიმშილობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მესამე კორპუსში შიმშილობა ერთი საკნის რვა პატიმარს ჰქონდა გამოცხადებული, რომლებმაც სასულიერო პირების მოწოდების შემდეგ, შიშილობა შეწყვიტეს. პატიმრებმა თქვეს, რომ იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც პატიმართა წამებაში არიან მხილებულნი. მათივე თქმით, თუ სამ დღეში ეს პირობა არ შესრულდება, შიმშილობას ისევ განაახლებენ.

ამასთან, სხვადასხვა კორპუსის პატიმრებმა მედიასთან საუბრისას დაასახელეს რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმართა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

პატიმრები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, ისინი ციხეში კიდევ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით, ერთ-ერთმა პატიმრების მიმართ მუქარა განახორციელა - ეს დრო მალე წავა, ჩვენი დრო ისევ მალე დადგება და მერე ნახეთ რასაც გიზამთო.

გლდანის ციხის პირველ კორპუსში იმყოფებიან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები, რომლებიც შიმშილობენ და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობენ, ისინი ამბობენ, რომ ორი დღეა, ტუბერკულოზიანების გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.

"ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა წერილი გადასცა, სადაც მოთხოვნებია ჩამოყალიბებული.

"მოვითხოვთ, მოხდეს რეაგირება ჩვენ მოთხოვნაზე, რომელიც გამოიხატება შემდეგში - ორი დღეა, ვშიმშილობთ და არ ვიღებთ სამკურნალო მედიკამენტებს. ჩვენი ამ რადიკუალური ზომის გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია იმან, რომ ამ ადმინისტრაციის მხრიდან იყო არაერთხელ ცრუ დაპირებები, რომ მოხდებოდა ჩვენი გადაყვანა ტუბზონაში. წლების განმავლობაში ხდებოდა ტყუილებითა და გულგრილობით ჩვენი მკურნალობა, ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას და მედიკამენტებს არ მივიღებთ, სანამ არ მოხდება ჩვენი გადაყვანა ქსნის N19 დაწესებულებაში, ტუბზონაში. ჩვენს გარდა არის არაერთი პატიმარი იგივე სენით დაავადებული, რომლებიც ასევე აცხადებენ შიმშილობას და წამლებს არ იღებენ იგივე ხასიათის მოთხოვნით. აქ მოგვიყვანეს გაგა მკურნალიძის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვჯერა თქვენი თანადგომის, ვხედავთ და ვგრძნობთ ამას", - აღნიშნულია წერილში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" ტუბერკულოზით დაავადებულმა ერთ-ერთმა პატიმარმა მიაწოდა.

გლდანის #8 ციხეში მყოფი პატიმრები, რომლებსაც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ესაუბრა, ამბობენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში პატიმართა მიმართ ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები აღარ ხორციელდება, თუმცა მათი თქმით, სამი დღის წინ ეს ფაქტები ყოველდღიურად ხდებოდა, განსაკუთრებით - მესამე კორპუსში. ამასთან პატიმრები ამბობენ, რომ ციხის ოფიცრები მათ აიძულებდნენ, ამზადებდნენ წინასწარ, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ ხმა, შემოეხაზათ ნომერი 5.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ჟურნალისტებთან ერთად დეკანოზები იმყოფებოდნენ. ამ დრომდე გლდანის ციხეში საპატრულო პოლიცია რჩება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ