პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოპლა, თქვენ მოტყუებული ხართ! -რა მეთოდებით "ფცქვნიან" კლიენტებს მაღაზიებსა და ბაზრებში
ჰოპლა, თქვენ მოტყუებული ხართ! -რა მეთოდებით "ფცქვნიან" კლიენტებს მაღაზიებსა და ბაზრებში

ალ­ბათ ხში­რად გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მიმხვდარ­ხართ, რომ ვი­ღა­ცამ მო­გა­ტყუ­ათ, გა­გა­ცუ­რათ და ასე ვთქვათ, "გა­ჭა­მათ"... ასეთ დროს, ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ანს პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და იმის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, რომ თაღ­ლითს უკან წა­არ­თვას ის, რაც მან ააღ­ლი­ტა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რად­გა­ნაც ფაქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას ვერ ახერ­ხებს. მა­ტყუ­ა­რა მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ თავი იმარ­თლოს, ჩა­დე­ნი­ლი ვინ­მეს ან რა­მეს გა­და­აბ­რა­ლოს. თუ თაღ­ლი­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ისევ შენ გა­მო­გიყ­ვა­ნოს დამ­ნა­შა­ვე და ბო­დი­შიც კი მო­გახ­დე­ვი­ნოს. ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვერც კი ხვდე­ბა (მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა ფას­დაკ­ლე­ბის დროს), რომ მო­ტყუ­ე­ბუ­ლია.

ამ წე­რი­ლით ვი­წყებთ ციკლს, რო­მელ­შიც ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ლა­მის ცხოვ­რე­ბის წე­სად ქცე­ულ, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ტყუ­ი­ლის სქე­მას გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვებთ და მა­ტყუ­ა­რე­ბი­სა და თაღ­ლი­თე­ბის­გან თავ­დაც­ვის მე­თო­დებს გა­გიმ­ხელთ. მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ფან­ტა­ზი­აც კი ვერ და­ი­ტევს იმას, თუ რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რა სფე­რო­ებ­ში გვა­ტყუ­ე­ბენ. დიდი და მცი­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უმ­ნიშ­ვნე­ლო ტყუ­ი­ლე­ბი­სა და მა­ტყუ­ა­რე­ბის "დას­ტი­დან" ამ­ჯე­რად, ვაჭ­რო­ბის სფე­როს გა­მო­ვარ­ჩევთ.

და­ვინ­ტე­რეს­დი - სა­შუ­ა­ლოდ, რა თან­ხის ზა­რალს გა­ნიც­დის მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ელექტრო­სას­წო­რი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც წო­ნას გრა­მე­ბის სი­ზუს­ტით აღ­რი­ცხავს, და სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­სა თუ ბა­ზარ­ში "სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, იმ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ვე­დი, სა­დაც ხილ-ბოსტნე­უ­ლი­თაც ვაჭ­რო­ბენ. პრო­დუქ­ტი რომ შე­ვი­ძი­ნე, ბო­ლოს ყვე­ლაფ­რის წონა მათ თვალ­წინ გა­და­ვა­მოწ­მე. 2 კი­ლოგ­რამ (მათი სას­წო­რის მი­ხედ­ვით) კარ­ტო­ფილ­ში 2 ლარი გა­და­ვი­ხა­დე (გა­და­მოწ­მე­ბი­სას 200 გრა­მით ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა), 2 კი­ლოგ­რამ ხახვში - 2 ლარი (250-ით ნაკ­ლე­ბი), იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ვაშლში - 8 ლარი (250-ით ნაკ­ლე­ბი). 1,5 კი­ლოგ­რამ კომ­ბოს­ტო­ში - 1,5 ლარი (170 გრა­მით ნაკ­ლე­ბი).

იმა­ვე მა­ღა­ზი­ა­ში 2 კი­ლოგ­რამ ყველ­ში 16 ლარი გა­და­ვი­ხა­დე (250 გრა­მით ნაკ­ლე­ბი), 1 კი­ლოგ­რამ ბრინ­ჯში - 1,8 ლარი (140 გრა­მით ნაკ­ლე­ბი), 2 კი­ლოგ­რამ ფქვილ­ში - 3,2 ლარი (250 გრა­მით ნაკ­ლე­ბი), ნა­ხე­ვარ კი­ლოგ­რამ კა­რაქ­ში - 6,5 ლარი (100 გრა­მით ნაკ­ლე­ბი), 2 კი­ლოგ­რამ შა­ქარ­ში - 4,4 ლარი (250 გრა­მით ნაკ­ლე­ბი).

სულ ჩემ­მა ნა­ვაჭრ­მა 45,4 ლარი შე­ად­გი­ნა. მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კუ­ლი გა­მოთ­ვლით კი რე­ა­ლუ­რად, 40 ლა­რის პრო­დუქ­ტი მქონ­და შე­ძე­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 5 ლარი და 40 თეთ­რი ვი­ზა­რა­ლე. ახლა თუ ამ რი­ცხვს მთელ წე­ლი­წად­ზე გავ­თვლით, იოლი წარ­მო­სად­გე­ნია, რამ­დე­ნი ლა­რით "გვი­სუფ­თა­ვე­ბენ ჯი­ბეს".

რო­გორ გვა­ტყუ­ე­ბენ ბა­ზარ­ში

არ­სე­ბო­ბენ ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევს შე­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, გამ­ყიდ­ვე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მათი უმე­ტე­სო­ბა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, თან - ბევ­რი მკი­თხვე­ლი და­მე­თან­ხმე­ბა - კლი­ენ­ტის მო­ტყუ­ე­ბა­ში გა­წა­ფუ­ლი. წო­ნა­ში მო­ტყუ­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ "ილე­თებს" ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­ე­ბი ფლო­ბენ, რომ­ლე­ბიც ასა­წო­ნად ე.წ. "ან­ტიკ­ვა­რულ" "ბეზ­მენს", იმა­ვე კა­უ­ჭი­ან სას­წორს იყე­ნე­ბენ. თურ­მე კლი­ენ­ტის მო­სა­ტყუ­ებ­ლად უამ­რა­ვი მე­თო­დი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კურ პროგ­რეს­თან ერ­თად, სულ უფრო იხ­ვე­წე­ბა. კო­ჭე­ბი­ა­ნი სა­ან­გა­რი­შო კალ­კუ­ლა­ტორ­მა შეც­ვა­ლა, "ბეზ­მე­ნი" და გი­რე­ბი­ა­ნი სას­წო­რი კი - ელექტრო­ნულ­მა, მაგ­რამ კლი­ენ­ტი მა­ში­ნაც და ახ­ლაც მო­ტყუ­ე­ბუ­ლი რჩე­ბა და ზა­რალ­დე­ბა.

გამ­ყიდ­ვე­ლის მთა­ვა­რი "ია­რა­ღი" სას­წო­რი და გი­რე­ბი გახ­ლავთ, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია სას­წო­რის თეფ­შე­ბიც. სას­წორ­ზე გამ­ყიდ­ვე­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით, ისარს რამ­დე­ნი­მე და­ნა­ყო­ფით ნუ­ლი­დან მარ­ჯვნივ აყე­ნებს - 5-10-20 გრა­მის ნიშ­ნულ­თან (მის სინ­დი­სი­ე­რე­ბას გა­აჩ­ნია) და ყო­ველ ჯერ­ზე რამ­დე­ნი­მე თეთ­რს იგებს.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გრა­მის მო­ტყუ­ე­ბა­ში მას მო­ყან­ყა­ლე­ბუ­ლი მა­გი­და ეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­ზეც სას­წო­რი დგას. მა­გი­დის ყან­ყა­ლი­სას სას­წო­რის ისა­რიც მოძ­რა­ობს. გამ­ყიდ­ველ­მა იცის, ეს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს: არ ელო­დე­ბა ის­რის გა­ჩე­რე­ბას და ისე იღებს პრო­დუქტს სას­წო­რის თეფ­ში­დან. თქვენ ვე­რა­ფერს ამ­ჩნევთ, ის კი კმა­ყო­ფი­ლია, რომ გა­გა­ცუ­რათ.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ეტა­ლო­ნის მი­ხედ­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი გი­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სხვა­დას­ხვა ხერ­ხი­თაა "შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი" ან სას­წო­რის თეფშს, რო­მელ­ზეც ასა­წო­ნი პრო­დუქ­ტი ლაგ­დე­ბა, ქვე­და მხრი­დან თუ­თია აქვს მი­დუ­ღე­ბუ­ლი. გამ­ყიდ­ველს კარგ სამ­სა­ხურს უწევს და­მა­ტე­ბი­თი ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც პრო­დუქ­ტი ლაგ­დე­ბა და სას­წო­რის თეფ­შზე იწო­ნე­ბა. ე.წ. ტა­რას წო­ნას არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ზო­გი­ერ­თი პლასტმა­სის ჯა­მის წონა 250-300 გრამ­საც აღ­წევს. ასე­თი მე­თო­დე­ბი ყო­ველ­დღი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე საკ­მა­ოდ კარგ და­ნა­მატს ქმნის.

გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხერ­ხე­ბი­სა, კლი­ენ­ტის მო­სა­ტყუ­ებ­ლად სხვა მე­თო­დე­ბიც არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად:

"კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი მო­ტყუ­ე­ბა" - ეს ხერ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბულ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­ზა­დე­ბას სა­ჭი­რო­ებს და მხო­ლოდ გა­მოც­დილ გამ­ყიდ­ვე­ლებს ხე­ლე­წი­ფე­ბათ. მისი არსი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: გამ­ყიდ­ვე­ლი კლი­ენ­ტის ყუ­რა­დღე­ბას ლა­პა­რა­კით იპყრობს, კომ­პლი­მენტს ეუბ­ნე­ბა ან კი­თხვას უს­ვამს; კლი­ენ­ტის მზე­რა სას­წო­რის ის­რი­დან გამ­ყიდ­ველ­ზე გა­და­დის და სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა მისი მო­ტყუ­ე­ბა.

"დაგ­დე­ბით მო­ტყუ­ე­ბა" - გა­სა­ყიდ სა­ქო­ნელს გამ­ყიდ­ვე­ლი სას­წორ­ზე აგ­დებს და მა­შინ­ვე იღებს.

"სის­წრა­ფით მო­ტყუ­ე­ბა" დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს სა­ჭი­რო­ებს. გამ­ყიდ­ვე­ლი ისე სწრა­ფად წო­ნის სა­ქო­ნელს, რომ კლი­ენ­ტი სას­წო­რის ის­რის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა­საც ვერ ას­წრებს.

თუ სას­წო­რი დახლზე ირი­ბად დგას (ელექტრო­ნუ­ლის გარ­და), იცო­დეთ, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი გა­ტყუ­ებთ: რო­დე­საც სას­წორს გვერ­დი­დან უყუ­რებთ, ისა­რი უფრო მარ­ჯვნივ გა­დახ­რი­ლად ჩანს. ასე რომ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში 20-30 გრა­მი - გამ­ყიდ­ვე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ!

სას­წო­რის თეფ­შზე მაგ­ნი­ტის მი­მაგ­რე­ბა მო­ტყუ­ე­ბის ძვე­ლი მე­თო­დია. ამი­ტომ, გამ­ყიდ­ვე­ლებ­მა ახალ - შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო გზას მი­აგ­ნეს: სი­გა­რე­ტის კო­ლოფ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტი სას­წო­რის იმ თეფ­შის ქვეშ დევს, რო­მელ­ზეც პრო­დუქტს დე­ბენ. ასე­თი მაგ­ნი­ტი გამ­ყიდ­ველს 50 გრა­მის მო­ტყუ­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

არ ვიცი, თქვენც ყო­ფილ­ხართ თუ არა ბაზ­რის გამ­ყიდ­ვე­ლის მსხვერ­პლი, მაგ­რამ პი­რა­დად მე, ასე­თი შემ­თხვე­ვა მქონ­და: სა­უ­კე­თე­სო პო­მი­დო­რი შე­ვარ­ჩიე და არც შე­ვე­ვაჭ­რე, 3 კილო ისე ვი­ყი­დე. გამ­ყიდ­ველ­მა ზურგს უკან მდგარ სას­წორ­ზე აწო­ნა, შემ­დეგ ცე­ლო­ფა­ნის პარ­კი სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ნას­კვა და მო­მა­წო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ფული გა­და­ვი­ხა­დე. შინ მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­უ­კე­თე­სო, დახლზე ჩემი ხე­ლით არ­ჩე­უ­ლი პო­მიდვ­რის ნაც­ვლად, პარკში და­ჭყლე­ტი­ლი და დამ­პა­ლი პო­მი­დო­რი იყო ჩა­ლა­გე­ბუ­ლი. გაბ­რა­ზე­ბულ­მა არ და­ვი­ზა­რე და გამ­ყიდ­ველს უკან მი­ვუ­ტა­ნე თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ ურ­ცხვად მო­მა­ხა­ლა, რომ მას ასე­თი პო­მი­დო­რი არ ჰქო­ნია და ფულს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­მიბ­რუ­ნებ­და. ბრა­ლი აქეთ დამ­დო - სახ­ლში გა­გი­ფუჭ­და პო­მი­დო­რი და ახლა ჩემ­თან მო­ი­ტა­ნე, რომ შე­მო­მა­სა­ღოო. საქ­მე­ში პატ­რუ­ლი ჩა­ერ­თო, დახ­ლს ქვე­მო­დან რამ­დე­ნი­მე პარ­კი გა­მო­ი­ღო, რომ­ლებ­შიც კლი­ენ­ტე­ბის­თვის შე­სა­სა­ღებ­ლად წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნა­ყა­რი პრო­დუქ­ტი ჰქონ­და.

რო­გორ გვა­ტყუ­ე­ბენ მა­ღა­ზი­ებ­ში

წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის გარ­და, კლი­ენ­ტის მო­ტყუ­ე­ბის სხვა მე­თო­დე­ბიც არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ანა­ლო­გის ფა­სად ან "ასორ­ტის" გა­კე­თე­ბა ანუ სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სის მქო­ნე პრო­დუქ­ცი­ის ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა (ამ შემ­თხვე­ვა­ში, გა­სა­ყი­დი პრო­დუქ­ტის ძი­რი­თად მა­სას მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრო­დუქ­ცია შე­ად­გენს, და­ნარ­ჩენს - მდა­რე), რაც კლი­ენ­ტის­თვის, რო­გორც წესი, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა.

მა­ღა­ზი­ე­ბი (ან გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი) ცდი­ლო­ბენ, შა­ქა­რი, ბურ­ღუ­ლი, ფქვი­ლი და მა­რი­ლი და­უ­ფა­სო­ებ­ლად - ტომ­რე­ბით შე­ი­ძი­ნონ. თუ ამ პრო­დუქტს 2-3 დღით ნეს­ტი­ან ად­გილ­ზე მო­ა­თავ­სე­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი ტო­მა­რა წო­ნა­ში 4-5 კი­ლოგ­რა­მით მო­ი­მა­ტებს.

ბოლო დროს მა­ღა­ზი­ებ­ში მე­ქა­ნი­კუ­რი სას­წო­რი თით­ქმის აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სულ ტყუ­ი­ლად ფიქ­რობთ, რომ თუ დახლზე ელექტრო­სას­წო­რი დგას, ვერ მო­გა­ტყუ­ე­ბენ. პი­რი­ქით, ელექტრო­სას­წორ­ზე მო­ტყუ­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. მას არა­ვი­თა­რი მაგ­ნი­ტი, შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი გი­რე­ბი და სხვა ფო­კუ­სე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ელექტრო­ნულ სას­წორს აქვს მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც წო­ნის შე­სა­ბა­მის სიგ­ნალს იმახ­სოვ­რებს. ამ პრო­ცე­დუ­რას "კა­ლიბ­როვ­კას" ეძა­ხი­ან. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­წო­რის ისე მო­მარ­თვა, რომ 900 გრა­მი 1 კი­ლოგ­რა­მად "ჩა­წე­როს", "და­ი­მახ­სოვ­როს" და ყო­ველ კი­ლოგ­რამ­ზე მყიდ­ვე­ლი 100 გრა­მით მო­ტყუვ­დე­ბა. სას­წო­რი მუშა რე­ჟიმ­ში, რე­ა­ლურ­ზე 10%-ით მეტ წო­ნას უჩ­ვე­ნებს. "კა­ლიბ­როვ­კის­თვის" მხო­ლოდ "ატ­ვი­ორ­ტკაა" სა­ჭი­რო. ვი­ნა­ი­დან სას­წო­რის "პას­პორ­ტში" მთე­ლი პრო­ცე­დუ­რა დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი, დიდ სირ­თუ­ლეს სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გენს მისი მო­მარ­თვა.

ალ­ბათ ხში­რად გი­ნა­ხავთ ვიტ­რი­ნა­ში და­ლა­გე­ბუ­ლი, ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფე­ნით და­ფა­რუ­ლი ქათ­მის ფილე, ბარ­კლე­ბი ან თევ­ზი. ესეც მო­ტყუ­ე­ბის ერ­თგვა­რი ხერ­ხია: ყუთ­ში ჩა­ლა­გე­ბულ პრო­დუქტს ღა­მით წყალს ას­ხა­მენ, რო­მე­ლიც დი­ლის­თვის ყი­ნუ­ლის სქელ ფე­ნას ქმნის და ყი­ნულს იმა­ვე ფას­ში მოგ­ვყი­დი­ან, რაც ხორ­ცი ან თევ­ზი ღირს. შინ მი­ტა­ნი­ლი, გამ­დნა­რი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც 1 კი­ლოგ­რა­მის ფასი გაქვთ გა­დახ­დი­ლი, შე­საძ­ლოა, 300-350 გრა­მით ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდეს. წყლის ფუ­ლად გა­დაქ­ცე­ვა ერ­თგვა­რი ფო­კუ­სია, რო­მელ­საც ბევ­რი მა­ღა­ზია წარ­მა­ტე­ბით ატა­რებს.

პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხერ­ხია მყიდ­ვე­ლის მიერ მო­თხოვ­ნილ­ზე მეტი პრო­დუქ­ცი­ის აწო­ნა. ვთქვათ, გსურთ 1 კი­ლოგ­რა­მი ძეხ­ვი; გამ­ყიდ­ვე­ლი აწო­ნის და გე­უბ­ნე­ბათ, რომ 1 კი­ლოგ­რა­მი და 200 გრა­მია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ნახ­მაა, ზედ­მე­ტი პრო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნოს. ამ გზით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-15 კი­ლოგ­რა­მით მეტი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე, ოღონდ უფრო დახ­ვე­წილ მე­თო­დებს ფლო­ბენ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში. რო­დე­საც იქ შე­დი­ხართ, ათას­გვა­რი მარ­კე­ტინ­გის, მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი­სა (მარ­კე­ტინ­გის პრო­ცე­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვის მე­თოდს გან­სა­ზღვრავს) და სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვით. მაგ­რამ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მათი არ­ჩე­ვა­ნით მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ. ეს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ შეს­ყიდ­ვებ­ზე აი­სა­ხე­ბა, რო­მელ­საც სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ - სუ­პერ­მარ­კეტ­ში პუ­რის სა­ყიდ­ლად შე­სუ­ლე­ბი შინ უამ­რა­ვი ნა­ვაჭ­რით ბრუნ­დე­ბი­ან.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ: ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ში მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნე­ლი (პური, რძე) სა­ვაჭ­რო დარ­ბა­ზის ყვე­ლა­ზე ბოლო წერ­ტილ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. პური რომ შე­ი­ძი­ნო და სა­ლა­როს­თან მიხ­ვი­დე, მთე­ლი დარ­ბა­ზი უნდა გა­ი­ა­რო. შე­სა­ბა­მი­სად - ათას­გვა­რი პრო­დუქ­ცი­ით დატ­ვირ­თულ დახ­ლებს, ვიტ­რი­ნებს, მა­ცივ­რებ­სა და სტე­ლა­ჟებს უნდა ჩა­უ­ა­როთ.

პრაქ­ტი­კულ­მა ამე­რი­კე­ლებ­მა გა­მოთ­ვა­ლეს, რომ მა­ღა­ზი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ზედ­მე­ტი წუთი მომ­ხმა­რე­ბელს 2,5 დო­ლა­რი უჯ­დე­ბა. მა­შა­სა­და­მე, მომ­ხმა­რებ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ყოვ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ყო­ფი­ლა. მა­ღა­ზი­ის სიმ­პა­თი­უ­რი, მო­ღი­მა­რი, მაგ­რამ არა აბე­ზა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით თა­რო­ებ­ზე პრო­დუქ­ცი­ას ალა­გე­ბენ ან გა­და­ა­ად­გი­ლე­ბენ, რაც კი­დევ ერთი ნი­უ­ან­სია და მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მე­ლო­დია, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო დარ­ბაზ­ში ის­მის, მყიდ­ველ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და გა­მოკ­ვლე­ვებ­მა უჩ­ვე­ნა, რომ მას მყიდ­ველ­თა 70% ქვეც­ნო­ბი­ე­რად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. წყნა­რი მე­ლო­დია სა­ვაჭ­რო დარ­ბაზ­ში სიმ­ყუდ­რო­ვის შეგ­რძნე­ბას წარ­მო­შობს და მყიდ­ვე­ლი აუჩ­ქა­რებ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებს დახ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად - გა­ცი­ლე­ბით მეტ პრო­დუქტს ყი­დუ­ლობს. ჩქა­რი მე­ლო­დია კი მყიდ­ველს აჩ­ქა­რებს და მას პი­კის სა­ა­თებ­ში იყე­ნე­ბენ, რომ მა­ღა­ზი­ა­ში დიდი რიგი არ დად­გეს.

გა­სა­ყი­დი სა­ქონ­ლის დიდი არ­ჩე­ვა­ნი და მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, თა­რო­ებ­ზე გან­ლა­გე­ბი­სა და გა­ფორ­მე­ბის ხერ­ხე­ბი აი­ძუ­ლებს მყიდ­ველს, და­უ­გეგ­მა­ვი, იმ­პულ­სუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ა­კე­თოს (გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 60% სწო­რედ ასეთ შეს­ყიდ­ვებ­ზე მო­დის). მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი კლი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იმას კი არ ცდი­ლობს, თა­რო­ებ­ზე ის მო­ძებ­ნოს, რის­თვი­საც მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­და, არა­მედ ფიქ­რობს - "კი­დევ რა არის აქ სა­ინ­ტე­რე­სო, იქ­ნებ გა­მო­მად­გეს?"

გარ­და ამი­სა, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მიერ მყიდ­ვე­ლის მო­ტყუ­ე­ბის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია ზო­გი­ერთ სა­ქო­ნელ­ზე ფა­სის მო­მა­ტე­ბა. თუ ეს ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქტზე - პურ­ზე, შა­ქარ­ზე, ყველ­ზე, კა­რაქ­ზე მოხ­დე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა, თუნ­დაც მისი ფასი რამ­დე­ნი­მე თეთ­რით იყოს გაზ­რდი­ლი. ამი­ტომ, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ასეთ პრო­დუქტს არ "ეხე­ბი­ან" (და­ახ­ლო­ე­ბით 500 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი). გა­ცი­ლე­ბით "უსაფრ­თხოა" ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა იმ სა­ქო­ნელ­ზე, რო­მელ­საც იშ­ვი­ა­თად ვყი­დუ­ლობთ და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მი­ვა­დევ­ნებთ თვალს ფა­სის ზრდას. მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­თა სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ასე­თი პრო­დუქ­ცია გა­ცი­ლე­ბით მე­ტია (და­ახ­ლო­ე­ბით 45 ათა­სი და­სა­ხე­ლე­ბის) და მათ­ზე ფა­სის 5%-ით გაზ­რდაც კი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა. სწო­რედ ეს აძ­ლევს მა­ღა­ზი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას, დრო­დად­რო ფას­დაკ­ლე­ბე­ბის აქ­ცი­ე­ბი გა­მო­ა­ცხა­დონ.

ყვე­ლა დიდ სუ­პერ­მარ­კეტს აქვს "მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თი" და სა­ლა­როს­თან გე­კი­თხე­ბი­ან - ჩვე­ნი ბა­რა­თი ხომ არ გაქ­ვთო? მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რაც შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ცი­ის ფას­დაკ­ლე­ბით შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. თუმ­ცა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბი სულ სხვა საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსგავ­სი ბა­რა­თის გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ გეძ­ლე­ვათ, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვას მო­ახ­დენთ (უმე­ტე­სად, არა­ნაკ­ლებ 50-70 ლა­რი­სა). შე­სა­ბა­მი­სად, ბა­რა­თის მფლო­ბე­ლი ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხდე­ბა, ვი­საც შე­და­რე­ბით "სქე­ლი ჯიბე" აქვს. მა­ღა­ზი­ის მო­გე­ბაც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც სა­ლა­როს­თან აპა­რატ­ში ბა­რა­თის გა­ტა­რე­ბა ხდე­ბა, მა­ღა­ზი­ას რჩე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თქვენ მიერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მი­სად - იო­ლია იმის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რა სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ა­ზეა მეტი მო­თხოვ­ნა. ბა­რათ­ზე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბით კი ფას­დაკ­ლე­ბას იმ პრო­დუქ­ცი­ა­ზე შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ, რო­მელ­ზეც ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნაა. თქვენ შე­ი­ძენთ სა­ჭი­რო პრო­დუქტს და ვი­ნა­ი­დან ბა­რათ­ზე ქუ­ლე­ბი გაქვთ (ხომ არ და­კარ­გავთ), ხელს იმა­საც გა­ა­ყო­ლებთ, რა­საც მა­ღა­ზია ფას­დაკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ. ამ­გვა­რად გა­საღ­დე­ბა ე.წ. "ჩა­წო­ლი­ლი" პრო­დუქ­ცია და თქვენც აქ­ცი­ით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ აქ­ცი­ით მო­გე­ბუ­ლი მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი რჩე­ბა.

მყიდ­ვე­ლის მო­ტყუ­ე­ბის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბაა. სუ­პერ­მარ­კეტ­ში, თა­რო­ებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა, ვა­და­გა­სუ­ლი იყოს. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას შე­ა­მოწ­მებს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი შე­ფუთ­ვა­ზე გა­მოშ­ვე­ბის თა­რიღს არც და­ხე­დავს, ისე მო­ა­თავ­სებს კა­ლათ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი შერ­ჩეს ხელთ. რო­გორც წესი, თა­რო­ზე ასეთ პრო­დუქტს ცოტა სიღ­რმე­ში დე­ბენ (არც მთა­ლად წინ და არც მთლად ბო­ლო­ში). თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს, მას უმალ მი­აწ­ვდი­ან ვარ­გის პრო­დუქტს, ბო­დიშს მო­უხ­დი­ან და ეტყვი­ან, რომ შემ­თხვე­ვით შე­ე­რია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში "მოგ­ზა­უ­რო­ბის" დას­რუ­ლე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­ლა­როს აპა­რატ­თან ხდე­ბა. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა - მო­ლა­რე თქვენ მიერ არ­ჩე­ულ პრო­დუქ­ცი­ას სა­თი­თა­ოდ ატა­რებს სკა­ნერ­ზე და ეკ­რან­ზე აი­სა­ხე­ბა ფასი. მაგ­რამ ალ­ბათ ყვე­ლას გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სკა­ნე­რი არ "არ­ტყამს" ფასს და მო­ლა­რე ერ­თსა და იმა­ვე პრო­დუქტს რამ­დენ­ჯერ­მე ატა­რებს. ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლოა, ზედ­მე­ტი გა­და­გახ­დე­ვი­ნონ და რე­ა­ლუ­რად შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა არ ემ­თხვე­ო­დეს სა­ლა­რო­ზე გა­ტა­რე­ბულს. ეს შე­საძ­ლოა, თქვენ­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს, მით უმე­ტეს, თუ თქვენ მიერ შეს­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სია საკ­მა­ოდ დი­დია. ქვი­თარ­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხო­ვეთ პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და გა­და­ა­მოწ­მეთ.

P.S რო­დე­საც იცი, თუ რო­გო­რი მე­თო­დით ცდი­ლო­ბენ შენს მო­ტყუ­ე­ბას, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ იმა­ში, რომ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი არ დარ­ჩეთ. ახლო მო­მა­ვალ­ში თქვენს ყუ­რა­დღე­ბას და­საქ­მე­ბის ოფი­სე­ბის მუ­შა­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და თაღ­ლი­თურ სქე­მებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბით.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰოპლა, თქვენ მოტყუებული ხართ! -რა მეთოდებით "ფცქვნიან" კლიენტებს მაღაზიებსა და ბაზრებში

ჰოპლა, თქვენ მოტყუებული ხართ! -რა მეთოდებით "ფცქვნიან" კლიენტებს მაღაზიებსა და ბაზრებში

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც მიმხვდარხართ, რომ ვიღაცამ მოგატყუათ, გაგაცურათ და ასე ვთქვათ, "გაჭამათ"... ასეთ დროს, ბუნებრივია, ადამიანს პროტესტის გრძნობა და იმის სურვილი უჩნდება, რომ თაღლითს უკან წაართვას ის, რაც მან ააღლიტა. ხშირ შემთხვევაში, ეს შეუძლებელი ხდება, რადგანაც ფაქტის დამტკიცებას ვერ ახერხებს. მატყუარა მომზადებულია საიმისოდ, რომ თავი იმართლოს, ჩადენილი ვინმეს ან რამეს გადააბრალოს. თუ თაღლითი პროფესიონალია, არც ის არის გამორიცხული, რომ ისევ შენ გამოგიყვანოს დამნაშავე და ბოდიშიც კი მოგახდევინოს. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ვერც კი ხვდება (მაგალითად, სხვადასხვა ფასდაკლების დროს), რომ მოტყუებულია.

ამ წერილით ვიწყებთ ციკლს, რომელშიც ჩვენს ყოველდღიურობაში ლამის ცხოვრების წესად ქცეულ, სხვადასხვაგვარი ტყუილის სქემას გამოვააშკარავებთ და მატყუარებისა და თაღლითებისგან თავდაცვის მეთოდებს გაგიმხელთ. მერწმუნეთ, ყველაზე მდიდარი ფანტაზიაც კი ვერ დაიტევს იმას, თუ როგორ, რამდენჯერ და რა სფეროებში გვატყუებენ. დიდი და მცირე, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ტყუილებისა და მატყუარების "დასტიდან" ამჯერად, ვაჭრობის სფეროს გამოვარჩევთ.

დავინტერესდი - საშუალოდ, რა თანხის ზარალს განიცდის მოტყუებული მომხმარებელი. პირველ რიგში, ელექტროსასწორი შევიძინე, რომელიც წონას გრამების სიზუსტით აღრიცხავს, და სურსათის მაღაზიებსა თუ ბაზარში "საკონტროლო შესყიდვების" განხორციელება გადავწყვიტე. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, იმ სუპერმარკეტში შევედი, სადაც ხილ-ბოსტნეულითაც ვაჭრობენ. პროდუქტი რომ შევიძინე, ბოლოს ყველაფრის წონა მათ თვალწინ გადავამოწმე. 2 კილოგრამ (მათი სასწორის მიხედვით) კარტოფილში 2 ლარი გადავიხადე (გადამოწმებისას 200 გრამით ნაკლები აღმოჩნდა), 2 კილოგრამ ხახვში - 2 ლარი (250-ით ნაკლები), იმავე რაოდენობის ვაშლში - 8 ლარი (250-ით ნაკლები). 1,5 კილოგრამ კომბოსტოში - 1,5 ლარი (170 გრამით ნაკლები).

იმავე მაღაზიაში 2 კილოგრამ ყველში 16 ლარი გადავიხადე (250 გრამით ნაკლები), 1 კილოგრამ ბრინჯში - 1,8 ლარი (140 გრამით ნაკლები), 2 კილოგრამ ფქვილში - 3,2 ლარი (250 გრამით ნაკლები), ნახევარ კილოგრამ კარაქში - 6,5 ლარი (100 გრამით ნაკლები), 2 კილოგრამ შაქარში - 4,4 ლარი (250 გრამით ნაკლები).

სულ ჩემმა ნავაჭრმა 45,4 ლარი შეადგინა. მარტივი არითმეტიკული გამოთვლით კი რეალურად, 40 ლარის პროდუქტი მქონდა შეძენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 ლარი და 40 თეთრი ვიზარალე. ახლა თუ ამ რიცხვს მთელ წელიწადზე გავთვლით, იოლი წარმოსადგენია, რამდენი ლარით "გვისუფთავებენ ჯიბეს".

როგორ გვატყუებენ ბაზარში

არსებობენ ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება, მაგალითად, გამყიდველი. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არაპროფესიონალია, თან - ბევრი მკითხველი დამეთანხმება - კლიენტის მოტყუებაში გაწაფული. წონაში მოტყუების განსაკუთრებულ "ილეთებს" ბაზრის მოვაჭრეები ფლობენ, რომლებიც ასაწონად ე.წ. "ანტიკვარულ" "ბეზმენს", იმავე კაუჭიან სასწორს იყენებენ. თურმე კლიენტის მოსატყუებლად უამრავი მეთოდი არსებობს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკურ პროგრესთან ერთად, სულ უფრო იხვეწება. კოჭებიანი საანგარიშო კალკულატორმა შეცვალა, "ბეზმენი" და გირებიანი სასწორი კი - ელექტრონულმა, მაგრამ კლიენტი მაშინაც და ახლაც მოტყუებული რჩება და ზარალდება.

გამყიდველის მთავარი "იარაღი" სასწორი და გირები გახლავთ, მაგრამ არანაკლებ მნიშველოვანია სასწორის თეფშებიც. სასწორზე გამყიდველი ილუზიონისტის მოხერხებულობით, ისარს რამდენიმე დანაყოფით ნულიდან მარჯვნივ აყენებს - 5-10-20 გრამის ნიშნულთან (მის სინდისიერებას გააჩნია) და ყოველ ჯერზე რამდენიმე თეთრს იგებს.

ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ათეული გრამის მოტყუებაში მას მოყანყალებული მაგიდა ეხმარება, რომელზეც სასწორი დგას. მაგიდის ყანყალისას სასწორის ისარიც მოძრაობს. გამყიდველმა იცის, ეს თავის სასარგებლოდ როგორ გამოიყენოს: არ ელოდება ისრის გაჩერებას და ისე იღებს პროდუქტს სასწორის თეფშიდან. თქვენ ვერაფერს ამჩნევთ, ის კი კმაყოფილია, რომ გაგაცურათ.

არის შემთხვევები, როდესაც ეტალონის მიხედვით დამზადებული გირების უმეტესობა სხვადასხვა ხერხითაა "შემსუბუქებული" ან სასწორის თეფშს, რომელზეც ასაწონი პროდუქტი ლაგდება, ქვედა მხრიდან თუთია აქვს მიდუღებული. გამყიდველს კარგ სამსახურს უწევს დამატებითი ჭურჭელი, რომელშიც პროდუქტი ლაგდება და სასწორის თეფშზე იწონება. ე.წ. ტარას წონას არავინ ითვალისწინებს. ზოგიერთი პლასტმასის ჯამის წონა 250-300 გრამსაც აღწევს. ასეთი მეთოდები ყოველდღიურ შემოსავალზე საკმაოდ კარგ დანამატს ქმნის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებისა, კლიენტის მოსატყუებლად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:

"კომუნიკაციური მოტყუება" - ეს ხერხი განსაკუთრებულ, ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს და მხოლოდ გამოცდილ გამყიდველებს ხელეწიფებათ. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: გამყიდველი კლიენტის ყურადღებას ლაპარაკით იპყრობს, კომპლიმენტს ეუბნება ან კითხვას უსვამს; კლიენტის მზერა სასწორის ისრიდან გამყიდველზე გადადის და სწორედ ამ დროს ხდება მისი მოტყუება.

"დაგდებით მოტყუება" - გასაყიდ საქონელს გამყიდველი სასწორზე აგდებს და მაშინვე იღებს.

"სისწრაფით მოტყუება" დიდ პროფესიონალიზმს საჭიროებს. გამყიდველი ისე სწრაფად წონის საქონელს, რომ კლიენტი სასწორის ისრისთვის თვალის მიდევნებასაც ვერ ასწრებს.

თუ სასწორი დახლზე ირიბად დგას (ელექტრონულის გარდა), იცოდეთ, რომ გამყიდველი გატყუებთ: როდესაც სასწორს გვერდიდან უყურებთ, ისარი უფრო მარჯვნივ გადახრილად ჩანს. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში 20-30 გრამი - გამყიდველის სასარგებლოდ!

სასწორის თეფშზე მაგნიტის მიმაგრება მოტყუების ძველი მეთოდია. ამიტომ, გამყიდველებმა ახალ - შედარებით უსაფრთხო გზას მიაგნეს: სიგარეტის კოლოფში ჩადებული ძლიერი მაგნიტი სასწორის იმ თეფშის ქვეშ დევს, რომელზეც პროდუქტს დებენ. ასეთი მაგნიტი გამყიდველს 50 გრამის მოტყუების საშუალებას აძლევს.

არ ვიცი, თქვენც ყოფილხართ თუ არა ბაზრის გამყიდველის მსხვერპლი, მაგრამ პირადად მე, ასეთი შემთხვევა მქონდა: საუკეთესო პომიდორი შევარჩიე და არც შევევაჭრე, 3 კილო ისე ვიყიდე. გამყიდველმა ზურგს უკან მდგარ სასწორზე აწონა, შემდეგ ცელოფანის პარკი საგულდაგულოდ განასკვა და მომაწოდა. ბუნებრივია, ფული გადავიხადე. შინ მისულმა აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო, დახლზე ჩემი ხელით არჩეული პომიდვრის ნაცვლად, პარკში დაჭყლეტილი და დამპალი პომიდორი იყო ჩალაგებული. გაბრაზებულმა არ დავიზარე და გამყიდველს უკან მივუტანე თავისი პროდუქტი, მაგრამ ურცხვად მომახალა, რომ მას ასეთი პომიდორი არ ჰქონია და ფულს არავითარ შემთხვევაში არ დამიბრუნებდა. ბრალი აქეთ დამდო - სახლში გაგიფუჭდა პომიდორი და ახლა ჩემთან მოიტანე, რომ შემომასაღოო. საქმეში პატრული ჩაერთო, დახლს ქვემოდან რამდენიმე პარკი გამოიღო, რომლებშიც კლიენტებისთვის შესასაღებლად წინასწარ გამზადებული, დაფასოებული ნაყარი პროდუქტი ჰქონდა.

როგორ გვატყუებენ მაღაზიებში

წონაში დაკლების გარდა, კლიენტის მოტყუების სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ნაკლები ხარისხის პროდუქციის გაყიდვა მაღალი ხარისხის ანალოგის ფასად ან "ასორტის" გაკეთება ანუ სხვადასხვა ხარისხისა და შესაბამისად, განსხვავებული ფასის მქონე პროდუქციის ერთმანეთში არევა (ამ შემთხვევაში, გასაყიდი პროდუქტის ძირითად მასას მაღალხარისხოვანი პროდუქცია შეადგენს, დანარჩენს - მდარე), რაც კლიენტისთვის, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება.

მაღაზიები (ან გამყიდველები) ცდილობენ, შაქარი, ბურღული, ფქვილი და მარილი დაუფასოებლად - ტომრებით შეიძინონ. თუ ამ პროდუქტს 2-3 დღით ნესტიან ადგილზე მოათავსებენ, თითოეული ტომარა წონაში 4-5 კილოგრამით მოიმატებს.

ბოლო დროს მაღაზიებში მექანიკური სასწორი თითქმის აღარ გამოიყენება. სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ თუ დახლზე ელექტროსასწორი დგას, ვერ მოგატყუებენ. პირიქით, ელექტროსასწორზე მოტყუება გაცილებით მოსახერხებელია. მას არავითარი მაგნიტი, შემსუბუქებული გირები და სხვა ფოკუსები არ სჭირდება. ელექტრონულ სასწორს აქვს მოწყობილობა, რომელიც წონის შესაბამის სიგნალს იმახსოვრებს. ამ პროცედურას "კალიბროვკას" ეძახიან. ამ დროს შესაძლებელია სასწორის ისე მომართვა, რომ 900 გრამი 1 კილოგრამად "ჩაწეროს", "დაიმახსოვროს" და ყოველ კილოგრამზე მყიდველი 100 გრამით მოტყუვდება. სასწორი მუშა რეჟიმში, რეალურზე 10%-ით მეტ წონას უჩვენებს. "კალიბროვკისთვის" მხოლოდ "ატვიორტკაა" საჭირო. ვინაიდან სასწორის "პასპორტში" მთელი პროცედურა დაწვრილებითაა აღწერილი, დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს მისი მომართვა.

ალბათ ხშირად გინახავთ ვიტრინაში დალაგებული, ყინულის სქელი ფენით დაფარული ქათმის ფილე, ბარკლები ან თევზი. ესეც მოტყუების ერთგვარი ხერხია: ყუთში ჩალაგებულ პროდუქტს ღამით წყალს ასხამენ, რომელიც დილისთვის ყინულის სქელ ფენას ქმნის და ყინულს იმავე ფასში მოგვყიდიან, რაც ხორცი ან თევზი ღირს. შინ მიტანილი, გამდნარი პროდუქტი, რომელშიც 1 კილოგრამის ფასი გაქვთ გადახდილი, შესაძლოა, 300-350 გრამით ნაკლები აღმოჩნდეს. წყლის ფულად გადაქცევა ერთგვარი ფოკუსია, რომელსაც ბევრი მაღაზია წარმატებით ატარებს.

პროდუქციის გასაღების ერთ-ერთი პოპულარული ხერხია მყიდველის მიერ მოთხოვნილზე მეტი პროდუქციის აწონა. ვთქვათ, გსურთ 1 კილოგრამი ძეხვი; გამყიდველი აწონის და გეუბნებათ, რომ 1 კილოგრამი და 200 გრამია. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი თანახმაა, ზედმეტი პროდუქცია შეიძინოს. ამ გზით დღის განმავლობაში 10-15 კილოგრამით მეტი პროდუქტის გაყიდვაა შესაძლებელი.

დაახლოებით იმავე, ოღონდ უფრო დახვეწილ მეთოდებს ფლობენ სუპერმარკეტებში. როდესაც იქ შედიხართ, ათასგვარი მარკეტინგის, მერჩენდაიზინგისა (მარკეტინგის პროცესის ნაწილია, რომელიც მაღაზიაში საქონლის გაყიდვის მეთოდს განსაზღვრავს) და სხვა ფსიქოლოგიური მეთოდების გავლენის ქვეშ ექცევით. მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ მათი არჩევანით მოხერხებულად მანიპულირებენ. ეს კი განსაკუთრებულად იმ შესყიდვებზე აისახება, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენლები ახორციელებენ - სუპერმარკეტში პურის საყიდლად შესულები შინ უამრავი ნავაჭრით ბრუნდებიან.

ყურადღება მიაქციეთ: ყველა სუპერმარკეში მოძრაობის მიმართულება განსაზღვრულია. ყოველდღიური მოხმარების საქონელი (პური, რძე) სავაჭრო დარბაზის ყველაზე ბოლო წერტილშია განთავსებული. პური რომ შეიძინო და სალაროსთან მიხვიდე, მთელი დარბაზი უნდა გაიარო. შესაბამისად - ათასგვარი პროდუქციით დატვირთულ დახლებს, ვიტრინებს, მაცივრებსა და სტელაჟებს უნდა ჩაუაროთ.

პრაქტიკულმა ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ მაღაზიაში გატარებული ყოველი ზედმეტი წუთი მომხმარებელს 2,5 დოლარი უჯდება. მაშასადამე, მომხმარებლის მაღაზიაში შეყოვნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა. მაღაზიის სიმპათიური, მოღიმარი, მაგრამ არა აბეზარი თანამშრომლები გამუდმებით თაროებზე პროდუქციას ალაგებენ ან გადააადგილებენ, რაც კიდევ ერთი ნიუანსია და მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას ითვალისწინებს.

მელოდია, რომელიც სავაჭრო დარბაზში ისმის, მყიდველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვისაა განკუთვნილი და გამოკვლევებმა უჩვენა, რომ მას მყიდველთა 70% ქვეცნობიერად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. წყნარი მელოდია სავაჭრო დარბაზში სიმყუდროვის შეგრძნებას წარმოშობს და მყიდველი აუჩქარებლად ათვალიერებს დახლებს, შესაბამისად - გაცილებით მეტ პროდუქტს ყიდულობს. ჩქარი მელოდია კი მყიდველს აჩქარებს და მას პიკის საათებში იყენებენ, რომ მაღაზიაში დიდი რიგი არ დადგეს.

გასაყიდი საქონლის დიდი არჩევანი და მისი ხელმისაწვდომობა, თაროებზე განლაგებისა და გაფორმების ხერხები აიძულებს მყიდველს, დაუგეგმავი, იმპულსური შესყიდვები გააკეთოს (გაყიდული პროდუქციის 60% სწორედ ასეთ შესყიდვებზე მოდის). მაღაზიაში შესული კლიენტი რამდენიმე წუთის შემდეგ იმას კი არ ცდილობს, თაროებზე ის მოძებნოს, რისთვისაც მაღაზიაში შევიდა, არამედ ფიქრობს - "კიდევ რა არის აქ საინტერესო, იქნებ გამომადგეს?"

გარდა ამისა, სუპერმარკეტების მეპატრონეების მიერ მყიდველის მოტყუების აპრობირებული მეთოდია ზოგიერთ საქონელზე ფასის მომატება. თუ ეს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე - პურზე, შაქარზე, ყველზე, კარაქზე მოხდება, მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, თუნდაც მისი ფასი რამდენიმე თეთრით იყოს გაზრდილი. ამიტომ, სუპერმარკეტებში ასეთ პროდუქტს არ "ეხებიან" (დაახლოებით 500 დასახელების პროდუქტი). გაცილებით "უსაფრთხოა" ფასების მომატება იმ საქონელზე, რომელსაც იშვიათად ვყიდულობთ და შესაბამისად, ვერ მივადევნებთ თვალს ფასის ზრდას. მაღაზიის მფლობელთა სასიხარულოდ, ასეთი პროდუქცია გაცილებით მეტია (დაახლოებით 45 ათასი დასახელების) და მათზე ფასის 5%-ით გაზრდაც კი შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ეს აძლევს მაღაზიებს საშუალებას, დროდადრო ფასდაკლებების აქციები გამოაცხადონ.

ყველა დიდ სუპერმარკეტს აქვს "მუდმივი მომხმარებლის ბარათი" და სალაროსთან გეკითხებიან - ჩვენი ბარათი ხომ არ გაქვთო? მათი საშუალებით ხდება ქულების დაგროვება, რაც შემდეგ ზოგიერთი პროდუქციის ფასდაკლებით შეძენის საშუალებას გაძლევთ. თუმცა ზემოთ ხსენებული ბარათები სულ სხვა საქმეს ემსახურება. მოგეხსენებათ, მსგავსი ბარათის გახსნის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ გეძლევათ, როდესაც მაღაზიაში გარკვეული თანხის პროდუქციის შესყიდვას მოახდენთ (უმეტესად, არანაკლებ 50-70 ლარისა). შესაბამისად, ბარათის მფლობელი ის მომხმარებელი ხდება, ვისაც შედარებით "სქელი ჯიბე" აქვს. მაღაზიის მოგებაც მათზეა დამოკიდებული. როდესაც სალაროსთან აპარატში ბარათის გატარება ხდება, მაღაზიას რჩება სრული ინფორმაცია თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ, შესაბამისად - იოლია იმის გაკონტროლება, რა სახეობის პროდუქციაზეა მეტი მოთხოვნა. ბარათზე დაგროვებული ქულებით კი ფასდაკლებას იმ პროდუქციაზე შემოგთავაზებენ, რომელზეც ნაკლები მოთხოვნაა. თქვენ შეიძენთ საჭირო პროდუქტს და ვინაიდან ბარათზე ქულები გაქვთ (ხომ არ დაკარგავთ), ხელს იმასაც გააყოლებთ, რასაც მაღაზია ფასდაკლებით გთავაზობთ. ამგვარად გასაღდება ე.წ. "ჩაწოლილი" პროდუქცია და თქვენც აქციით კმაყოფილი დარჩებით. სინამდვილეში კი ამ აქციით მოგებული მხოლოდ მაღაზიის მფლობელი რჩება.

მყიდველის მოტყუების ერთ-ერთი ვარიანტი ვადაგასული პროდუქციის გასაღებაა. სუპერმარკეტში, თაროებზე განლაგებული პროდუქციის ნაწილი შესაძლოა, ვადაგასული იყოს. ყურადღებიანი მომხმარებელი პროდუქტის ვარგისიანობას შეამოწმებს, მაგრამ ზოგიერთი შეფუთვაზე გამოშვების თარიღს არც დახედავს, ისე მოათავსებს კალათში. შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ ვადაგასული პროდუქტი შერჩეს ხელთ. როგორც წესი, თაროზე ასეთ პროდუქტს ცოტა სიღრმეში დებენ (არც მთალად წინ და არც მთლად ბოლოში). თუ მომხმარებელი პრეტენზიას გამოთქვამს, მას უმალ მიაწვდიან ვარგის პროდუქტს, ბოდიშს მოუხდიან და ეტყვიან, რომ შემთხვევით შეერია.

მოგეხსენებათ, სუპერმარკეტებში "მოგზაურობის" დასრულება მაღალტექნოლოგიურ სალაროს აპარატთან ხდება. თითქოს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება - მოლარე თქვენ მიერ არჩეულ პროდუქციას სათითაოდ ატარებს სკანერზე და ეკრანზე აისახება ფასი. მაგრამ ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც სკანერი არ "არტყამს" ფასს და მოლარე ერთსა და იმავე პროდუქტს რამდენჯერმე ატარებს. ყურადღებით უნდა იყოთ, ვინაიდან შესაძლოა, ზედმეტი გადაგახდევინონ და რეალურად შეძენილი პროდუქტის რაოდენობა არ ემთხვეოდეს სალაროზე გატარებულს. ეს შესაძლოა, თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს, მით უმეტეს, თუ თქვენ მიერ შესყიდული პროდუქციის სია საკმაოდ დიდია. ქვითართან ერთად, აუცილებლად მოითხოვეთ პროდუქციის ჩამონათვალი და გადაამოწმეთ.

P.S როდესაც იცი, თუ როგორი მეთოდით ცდილობენ შენს მოტყუებას, საკუთარი უფლებების დაცვა გაცილებით იოლია. ვფიქრობ, ჩვენი მოყვანილი მაგალითები დაგეხმარებათ იმაში, რომ მოტყუებული არ დარჩეთ. ახლო მომავალში თქვენს ყურადღებას დასაქმების ოფისების მუშაობის თავისებურებებსა და თაღლითურ სქემებზე გესაუბრებით.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"