ზა­ზა მი­მი­ნოშ­ვილი: "სა­ჯა­რო პირ­თა ოჯა­ხებს აში­ნებ­დნენ, "ში­ნის" კონ­ცერ­ტზე არ მიხ­ვი­დეთო"

ზა­ზა მი­მი­ნოშ­ვილი: "სა­ჯა­რო პირ­თა ოჯა­ხებს აში­ნებ­დნენ, "ში­ნის" კონ­ცერ­ტზე არ მიხ­ვი­დეთო"

შე­მო­უ­ერთდით ამ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას და ყო­ვე­ლი ხმა იქ­ნე­ბა ის ერ­თი ხმა, რო­მე­ლიც გა­დაწყ­ვეტს მო­მა­ვალს! ამ ლო­ზუნ­გით ჯგუფ­მა "შინ­მა" პრო­ექტ "ერ­თი ხმის" ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რვა ქა­ლაქ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა. პრო­ექ­ტი "ერ­თი ხმა", რო­მე­ლიც ჯგუფ­მა "შინ­მა" წა­მო­იწყ­ო, მათ­ი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აპო­ლი­ტი­კუ­რია და ქარ­თველ ხალხს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. პრო­ექ­ტის დას­კვნითი კონ­ცერ­ტი 15 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ვა­კის პარ­კში გა­ი­მარ­თა. კონ­ცერ­ტის ბო­ლოს ჯგუ­ფის სო­ლისტს, ზა­ზა მი­მი­ნოშ­ვილს და სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

ზა­ზა მი­მი­ნოშ­ვი­ლი:

- გულ­ში სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლი და სულ ცო­ტა სევ­და მაქვს. რა­ღაც ეტა­პი დამ­თავ­რდა, თუმ­ცა ეს პრო­ექ­ტი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. მსმე­ნელ­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­ო­ცა­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი. მივ­ხვდი, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე კარ­გი გვექ­ნე­ბა. ღმერ­თმა უკ­ვე ინე­ბა და ახ­ლა ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დრო­ა, ჩვენც უნ­და ვი­ნე­ბოთ, რომ ბედ­ნი­ე­რი ხვა­ლინ­დე­ლი დღე დაგ­ვიდ­გეს. ყრუ და ბრმა უნ­და იყო, ამას რომ ვერ გრძნობ­დე და ვერ ხე­დავ­დე. ერ­თა­დერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ მო­ვი­და ჩვენს კონ­ცერ­ტზე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. ჩვენ ეს ხალ­ხი გვაკ­ლი­ა. კი ბა­ტო­ნო, "ში­ნის" კონ­ცერტს ხალ­ხი არ აკ­ლდა, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი ქარ­თველ­თა ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის.

- მა­ინც რა­ტომ ვერ მო­ვი­და თქვენს კონ­ცერ­ტებ­ზე ყვე­ლა მსურ­ვე­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ერ­თი და იგი­ვე ვი­თა­რე­ბა დაგ­ვხვდა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უშ­ლი­და და უკ­რძა­ლავ­და ჩვენს კონ­ცერ­ტზე მოს­ვლას. არა­და, იცით, რო­გორ სურ­დათ "ში­ნის" მოს­მე­ნა? ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნი­ა, რომ ჩვენ მტრე­ბი ვართ. არც ჩვენ ვართ ვინ­მეს მტე­რი და არც ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი მტრე­ბი. ჩვენ მხო­ლოდ ერ­თი მტე­რი გვყავს, რო­მელ­საც ეშ­მა­კი ჰქვია და სწო­რედ მას სურს სა­ქარ­თვე­ლოს შუ­ა­ზე გახ­ლე­ჩა. ვი­ცი, რომ ბევრ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მხა­რეს დგას, ძა­ლი­ან სურს ჩვენ­თან მოს­ვლა, მაგ­რამ... მაკ­ლია ეს ხალ­ხი... არ ვამ­ტკი­ცებ, რომ "ში­ნი" ყვე­ლა­ზე მა­გა­რი­ა, უბ­რა­ლოდ, ჩვენ გად­მოვ­ცემთ ისეთ მუ­სი­კას, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იღებს თა­ვი­სას, ჩვენ­ზე გა­დის ის მუხ­ტი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი­სა­ა. ჩვე­ნი დე­ვი­ზია "რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნი­ა". დი­ახ, გავ­ცემთ და ვი­ღებთ კი­დეც დიდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს და არ მეს­მის, რა­ტომ უნ­და აუკ­რძა­ლო ადა­მი­ა­ნებს ჩვენ­თან მო­ახ­ლო­ე­ბა?

- მას შემ­დეგ ხომ არ გბლო­კავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რაც თქვე­ნი და, მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს?

- რა თქმა უნ­და... იცი, რა მა­წუ­ხებს? რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბრა­ლი­ა. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლებს დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი სა­ბე­დის­წე­რო ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი" ჰქვი­ა. თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თავ­მა შექ­მნა ჯა­ყო, რო­მე­ლიც არის სიბ­ნე­ლე და რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ხე აქვს. ადა­მი­ა­ნის გა­უ­ბე­დუ­რე­ბაც სწო­რედ იქი­დან იწყ­ე­ბა, რო­დე­საც რა­ღა­ცა­ზე თვალს ხუ­ჭავს, მე­რე ეში­ნია მი­სი, შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იხ­ლარ­თე­ბა თა­ვის­სა­ვე უბე­დუ­რე­ბა­ში და ვე­ღარ არ­თმევს თავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ თე­ი­მუ­რა­ზის ბრა­ლი­ა, რომ ჯა­ყო გაჩ­ნდა. ამი­ტო­მაც მსურს, ჩემს თავ­ში და­ვას­რუ­ლო თე­ი­მუ­რა­ზი. ხო­ლო ჯა­ყოს ღმერ­თმა შე­უნ­დოს და უშ­ვე­ლოს. დი­ახ, მე სა­კუ­თარ თავ­თან მაქვს პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც თვი­თონ­ვე უნ­და მივ­ხე­დო.

- რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­და­აწყ­დით ამ ტურ­ნე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან?

- სა­ცო­და­ვია ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ჯა­რო პირ­თა ოჯა­ხებს აში­ნებ­დნენ, "ში­ნის" კონ­ცერ­ტზე არ მიხ­ვი­დეთ, თო­რემ ყვე­ლას გა­და­ვი­ღებთ და გა­ვარ­კვევთ, ვინ მი­ვი­და და ვინ არა­ო. სწო­რედ ისე, რო­გორც ერთ სიმ­ღე­რა­ში­ა: "თვა­ლი მი­ჭი­რავს შენ­ზე­და, რო­გორც მი­მი­ნოს მწყერ­ზე­და" (ი­ღი­მის). მე­რე ად­გნენ და, ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბი უნ­და გაგ­ვე­მარ­თა, გი­სო­სე­ბით შე­მო­ღო­ბეს, ხალ­ხი რომ არ შე­მო­სუ­ლი­ყო. ნუ­თუ ასე­თი სა­ში­შე­ბი ვართ? ჩვენ ხომ არ მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენ­სა­ვით იფიქ­რონ? ჩვენ მხო­ლოდ ვამ­ბობთ: ნუ გე­ში­ნი­ა, გიყ­ვარ­დეს ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, და თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტე, რო­გო­რი გინ­და იყოს შე­ნი ქვეყანა... თუ ამის გა­მო ვარ და­სა­ჭე­რი, და­მი­ჭი­რონ! იმას კი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ქარ­თველ ხალხს ვერ გა­დაგ­ვა­ჯი­შე­ბენ, რად­გან ღმერ­თმა აქამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ ხვალ აღარ ვიქ­ნე­ბით და კვლავ არ ვიტყ­ვით "მრა­ვალ­ჟა­მი­ერს"?

- მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა "ში­ნის" გახ­სნას მარ­თლა აპი­რებთ?

- ეს ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ოც­ნე­ბაა და ძა­ლი­ან მა­ლე ავის­რუ­ლებთ. სა­ბო­ლოოდ დავ­ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბევ­რ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მშვი­დი და მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა მაქვს. იმე­დი­ა­ნად ვარ, გაჩ­ნდა გა­მარ­ჯვე­ბის დი­დი შან­სი და უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რად­გან ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი ნე­ბით არ მი­დის, ჩვენ უნ­და გა­ვუშ­ვათ სიმ­ღერ­-სიმ­ღე­რით.

- ხში­რად გი­წევთ ზუგ­დიდ­ში, მე­უღ­ლეს­თან ჩას­ვლა?

- ძი­რი­თა­დად ზუგ­დიდ­ში ვარ, ირაკ­ლის­თან. ად­რე ხში­რად უთ­ქვამთ, ზუგ­დი­დი ყვე­ლა­ზე რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი­ა­ო, ახ­ლა ეს არ იგ­რძნო­ბა. ზუგ­დი­დე­ლებ­მა დაძ­ლი­ეს ში­ში, თა­ვი­სუფ­ლად გვი­ღი­მი­ან და მხარ­ში გვიდ­გა­ნან. სი­მარ­თლე გითხ­რათ, მეგ­რე­ლე­ბის­გან ასეც მო­ვე­ლო­დი, რად­გან შე­ში­ნე­ბუ­ლი მეგ­რე­ლი ჯერ არ მი­ნა­ხავს. ჩემს იქ ყოფ­ნა­ში იყო ირაკ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ის მოწყ­ო­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ აშ­კა­რა­ა, რომ მას, ვინც ვი­თომ ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მო­დის, რე­ა­ლუ­რად არ სურს ამის გა­კე­თე­ბა. რა გა­ეწყ­ო­ბა, მათ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ძულ­ვილს უკ­ვე­თენ ზე­მო­დან და არა სიყ­ვა­რულს. იმე­დი მაქვს, ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, რაც მთა­ვა­რი­ა, სიყ­ვა­რუ­ლის კუთხ­ით.

ნა­ტო მე­ტო­ნი­ძე, მომ­ღე­რა­ლი, აქ­ცია "ერ­თი ხმის" მო­ნა­წი­ლე - აქ­ცია "ერ­თი ხმა" არის ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი აქ­ცია და "შინს" ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვე­თან­ხმე­ბი. უსას­ყიდ­ლოდ, უან­გა­როდ, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით და იმე­დით ვა­კე­თებთ საქ­მეს­. მზად ვარ, "შინს" ყო­ველ­თვის მხარ­ში ამო­ვუდ­გე.

- თქვე­ნი კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მომ­ღერ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ კონ­ცერ­ტებს, არი­გე­ბენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ნომ­რი­ან მა­ი­სუ­რებს...

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ყო­ველ­თვის ასე იქ­ცე­ოდ­ნენ. ჩვე­ნი აქ­ცია ვინ­მეს მხარ­დამ­ჭე­რი კი არა, ერ­თი­ა­ნო­ბის მი­საღ­წე­ვი აქ­ცი­ა­ა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თო­ბა არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს, ხე­ლო­ვან­თა შო­რის. წე­სით, ხე­ლო­ვა­ნებს ეს არ უნ­და დაგ­ვმარ­თნო­და და ამა­ზე ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. რას ვი­ზამთ, ასე­თია ცხოვ­რე­ბა...

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი: - იმი­ტომ არა, რომ ზა­ზა ჩე­მი ძმა­ა, უბ­რა­ლოდ, მე­ა­მა­ყე­ბა, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი რომ წა­მო­იწყ­ო. "შინს" მთე­ლი ტურ­ნე დავ­ყვე­ბო­დი და ვი­ზი­ა­რებ­დი მათ მო­წო­დე­ბას: ერ­თად დავ­დგეთ, ხალ­ხნო, სამ­ტრო არა­ფე­რი გვაქვს! პა­ტივს ვცემ შენს არ­ჩე­ვანს და შენც პა­ტი­ვი ეცი ჩემ­სას. მტრად ნუ მო­ვე­კი­დე­ბით ერ­თმა­ნეთს იმის გა­მო, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გვაქვს... სულ ეს იყო, და ესეც არ მო­ე­წო­ნა მა­ვანს რე­გი­ო­ნებ­ში, ხალ­ხი და­ა­ში­ნეს და გა­აფ­რთხი­ლეს, არ მო­სუ­ლიყ­ვნენ კონ­ცერ­ტზე. ზუგ­დიდ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში შე­დი­ოდ­ნენ და აფ­რთხი­ლებ­დნენ, "ში­ნის" კონ­ცერ­ტზე ფე­ხი არ მიდ­გა­თო. კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე სა­ზო­გა­დო­­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­ა­ჩე­რეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ზუგ­დი­დის პარ­კში, კონ­ცერ­ტზე ვერ მო­სუ­ლი­ყო. კონ­ცერ­ტის დაწყ­ე­ბი­სას პარ­კში თი­თო­-ო­რო­ლა ადა­მი­ა­ნი იდ­გა, მაგ­რამ რო­გორც კი ჰან­გე­ბი გა­ის­მა, იხუვ­ლეს და თით­ქოს ბუჩ­ქე­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ. ხალ­ხი მიხ­ვდა, რომ ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბათ...

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი მაქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გეგ­მებს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა­ა, რომ ამ სის­ტე­მი­დან წას­ვლას არ ვა­პი­რებ. აქ დავ­რჩე­ბი, ოღონდ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხით ვი­მუ­შა­ვებთ.

- რა ჰქვია თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას?

- ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბაა "გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა". დაწყ­ე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა პრობ­ლე­მას მივ­ხე­დავთ და რაც მთა­ვა­რი­ა, ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ჭვირ­ვა­ლედ გა­ვა­კე­თებთ.

თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცუ­დად გვექ­ნე­ბა საქ­მე. ახ­ლა რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­ვა­კე­თოთ, თვა­ლებ­ში ვე­ღარ შევ­ხე­დავთ ერ­თმა­ნეთს. მო­დი, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ში­შის­გან. გან­სა­კუთ­რე­ბით პე­და­გო­გებს მინ­და ვთხო­ვო, რომ არ­ჩე­ვანს ძალ­და­ტა­ნე­ბით ნუ გა­ა­კე­თე­ბენ, ნუ იცხ­ოვ­რე­ბენ შიშ­ში, რად­გან ასე­თი პე­და­გო­გი ჩვე­ნს შვი­ლებს ვერ ას­წავ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს და ვერ გაზ­რდის თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქედ.

- მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- არ მინ­და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ლაპარაკი, მაგ­რამ გეტყ­ვით, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა ერ­თ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია ამ კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მი­სა. და თუ სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­ში ცუ­დად არის საქ­მე, მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის. რას მო­ი­ტანს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა? ამა­ზე ძა­ლი­ან მა­ლე წე­რი­ლო­ბით ვა­უწყ­ებ ჩემს აზრს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები

- რას გულისხმობს "შინის" წინასაარჩევნო აქცია-კონცერტი "ერთი ხმა"

- შინის"აქცია-კონცერტი "ერთი ხმა" ბათუმში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება