საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა
ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი - თე­ო­ნა კო­რო­ში­ნა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს. მე­გო­ნა, ზა­ფხულ­ში მისი ვი­ზი­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის კას­ტინ­გებს უკავ­შირ­დე­ბო­და, მაგ­რამ თე­ო­ნას სულ სხვა მი­ზე­ზი ჰქო­ნია... ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა: თე­ო­ნას მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი ჰყავს და თურ­მე, მის ყვე­ლა წევ­რს ეპ­რან­ჭე­ბა. გვი­თხრა, - ფო­ტო­ზე კარ­გად არ ჩანს, თო­რემ ძალ­ზე სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭე­ბი არი­ან. თუმ­ცა, მე მა­ინც ქარ­თვე­ლი ქმა­რი მინ­დაო...

- თე­ო­ნა, რო­გორ ხარ?

- ცუ­დად ვარ, რად­გან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ვემ­გზავ­რე­ბი...

- აქ მო­ნატ­რე­ბის გამო ჩა­მოხ­ვე­დი თუ საქ­მეც გქონ­და?

- სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე 3 თვე­ზე მეტ­ხანს ვერ ვძლებ. თან, ამ ბოლო დროს ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი გა­თხოვ­და, და­ქორ­წინ­და და ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დი.

- და­ო­ჯა­ხე­ბას თა­ვა­დაც ხომ არ აპი­რებ?

- ვა­პი­რებ, მაგ­რამ სად არის? ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. არის ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ჩვენ ჯერ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს, რომ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ. ვნა­ხოთ, მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ?

- არ ვიცი... ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას "შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნას" არ ვუ­წო­დებ. ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობთ. მას­თან ყოფ­ნა მეც მსი­ა­მოვ­ნებს და ალ­ბათ - მა­საც. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გაღ­რმავ­და.

- ტუ­ჩე­ბი გა­გი­დი­დე­ბია...

- მინ­დო­და, ცხვი­რის ძგი­დე გა­მეს­წო­რე­ბი­ნა, რად­გან სუნ­თქვა­ში მიშ­ლის ხელს, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წრებ­დი - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბო­და, მე კი ამე­რი­კა­ში უნდა გა­ვემ­გზავ­რო. ჰოდა, მერე ტუ­ჩე­ბის გა­დი­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

- ძგი­დე ამე­რი­კა­ში რა­ტომ არ "გა­ი­კე­თე"?

- იქ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს.

- გა­რეგ­ნო­ბა­ში კი­დევ რა­ი­მეს შეც­ვლა ხომ არ გინ­და?

- წო­ნა­ში 10 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა მინ­და!

- წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად ხარ დაკ­ლე­ბუ­ლი. ეს დი­ე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- კი, დი­ე­ტას ვი­ცავ­დი: ხორცს ვჭამ­დი, ცო­მე­ულს - არა. მარ­თა­ლია, დი­ე­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას და­ვარ­ღვიე, მაგ­რამ 6 სა­ა­თის შემ­დეგ ვახ­შმო­ბას მა­ინც ვე­რი­დე­ბი. ძი­რი­თა­დად, საკ­ვებს მცი­რე ულუ­ფე­ბად მი­ვირ­თმევ.

- გა­სუ­ლი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ძველ­მა მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა: მე და ჩემს ძმებს მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი გვაქვს და ვო­კა­ლის­ტი გოგო გვჭირ­დე­ბაო. კას­ტინგზე მი­ვე­დი. ბენ­დის წევ­რებს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე. ახლა მათ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ და კმა­ყო­ფი­ლი ვარ. 5 იტა­ლი­ე­ლი ბი­ჭია. ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან!

- რო­გო­რი ტემ­პით მუ­შა­ობ?

- ბენ­დი ახა­ლი შექ­მნი­ლია, მაგ­რამ უკვე სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე ოთხჯერ გა­ვე­დით. მარ­ტამ­დე ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი გვაქვს. სა­ერ­თოდ, ამე­რი­კა­ში ასე ხდე­ბა: საქ­მე­ებს 4-5 თვით ადრე გეგ­მა­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი კარ­გად მი­დის. ამ ბი­ჭებ­თან მუ­შა­ო­ბა მომ­წონს.

- გა­ნე­ბივ­რე­ბენ?

- ჰო. იცი, რა საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან? თბი­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლე­ბი... არ არ­სე­ბობს, რე­პე­ტი­ცი­ის მერე მან­ქა­ნამ­დე რომ არ მი­მა­ცი­ლონ.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი უკვე გყავთ?

- კი და ისი­ნი უკვე აქ­ტი­უ­რად გვგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. მსმე­ნე­ლებ­მა პირ­ველ­სა­ვე გა­მოს­ვლა­ზე, კარ­გად მიგ­ვი­ღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი დაგ­ვი­წე­რეს... ამე­რი­კე­ლე­ბი ისე­თი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არ არი­ან, რო­გო­რიც - ქარ­თვე­ლე­ბი.

- ბენდთან კონ­ტრაქ­ტით მუ­შა­ობ?

- არა. კონ­ტრაქ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გაგ­ვი­ფორ­მე­ბია. უბ­რა­ლოდ, ბი­ჭებს ჩემი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ უნდა ვაც­ნო­ბო. დღეს ფეს­ტი­ვალ­ზე უნდა გა­სუ­ლიყ­ვნენ. მთხო­ვეს, - თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის ფულს ჩვენ გა­და­ვიხ­დით და და­გეგ­მილ­ზე ადრე ჩა­მო­დიო, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

თე­ო­ნა კო­რო­ში­ნა­ძე- სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლას უშე­ნოდ თავს გა­არ­თმე­ვენ? ბენ­დის სხვა რო­მე­ლი­მე წევ­რიც მღე­რის?

- ის ბიჭი მღე­რის, რო­მელ­მაც კას­ტინგზე მი­მიწ­ვია.

- რო­გორც ვიცი, ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი მოგ­წონს, მაგ­რამ ხომ ამ­ბო­ბენ, იტა­ლი­ე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგვა­ნა­ნო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ბენ­დის წევ­რე­ბი­დან ყვე­ლა ბიჭი მომ­წონს! ძალ­ზე სიმ­პა­თი­უ­რე­ბი არი­ან. ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს მარ­თლა ჰგვა­ნან - ჯენტლმე­ნე­ბი გახ­ლა­ვან, არა­ფე­რი ეშ­ლე­ბათ. მოკ­ლედ, თი­თო­ე­ულს ვეპ­რან­ჭე­ბი (იცი­ნის).

- და მა­ინც, მათ შო­რის რო­მე­ლი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხომ არ მოგ­წონს?

- და­ვა­სა­ხე­ლებ ჩემს ძველ მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბულს ახ­ლა­ხან და­შორ­და და ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მზად არ არის.

- წი­ნათ მას­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ არ გქონ­და?

- მა­შინ ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვუ­რად მოგ­ვწონ­და... ის მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მე კი ზო­გა­დად, ასე­თი ბი­ჭე­ბი არ მომ­წონს. ჩვენ დუ­ე­ტებს ვას­რუ­ლებთ - ანუ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ერ­თმა­ნეთს ვუმ­ღე­რით. ერთხელ ვთქვი, მომ­ღე­რა­ლი ბი­ჭე­ბი არა­სო­დეს მო­მე­წო­ნე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ბიჭი რომ გიმ­ღე­რის, მა­გა­რია!

- სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი ვი­ზი­ტი ორი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის კას­ტინგს და­ემ­თხვა...

- "ახა­ლი ხმის" მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­დი­უ­სერ­მა - რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ მომ­წე­რა: მინ­და, ამ კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. მაგ­რამ არ მინ­და, კონ­კურ­სის გამო უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი­დევ გა­ვაც­დი­ნო.

- თუ არ ვცდე­ბი, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" პრო­დი­უ­სერ­მაც შე­მოგ­თა­ვა­ზა.

- კი, გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ა­მაც მი­თხრა, - ჩა­მო­დიო, რად­გან პრო­ექ­ტმა და­მა­ინ­ტე­რე­სა. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" მა­გა­რი ჟი­უ­რი ჰყავს: ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი უნი­ჭი­ე­რე­სია, ნინო ქა­თა­მა­ძე­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც უარი ვთქვი. რა ვქნა, სწავ­ლა უნდა და­ვას­რუ­ლო. ბე­ბი­ას, რო­მელ­ზეც ჭკუა მე­კე­ტე­ბა, სიმ­ღე­რა­ზე მე­ტად, ჩემი სწავ­ლის სა­კი­თხი აინ­ტე­რე­სებს.

- პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხა­რი, - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბეო.

- ერთი პე­რი­ო­დი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა აღარ მინ­დო­და, რად­გა­ნაც ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ­დი; მერე კარ­გად დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი: ეს ჩემი საქ­მე არ არის, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში გა­და­ვალ-მეთ­ქი. სპორ­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თან - სპორ­ტსმე­ნე­ბი მომ­წონს.

- აგი­წყვია ცხოვ­რე­ბა და ეგ არის. ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს თუ და­უ­მე­გობ­რდი?

- კი, ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი მე­გო­ბა­რი მყავს. გუ­შინ კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის - "სო­ხუ­მის" ერთ-ერთი წევ­რის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი. მო­რაგ­ბე­ებ­საც ვიც­ნობ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა

ამერიკაში მოღვაწე თეონა კოროშინაძემ "ახალ ხმასა" და "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაზე უარი თქვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი - თეონა კოროშინაძე საქართველოს ხშირად სტუმრობს. მეგონა, ზაფხულში მისი ვიზიტი მუსიკალური პროექტების კასტინგებს უკავშირდებოდა, მაგრამ თეონას სულ სხვა მიზეზი ჰქონია... ახალგაზრდა მომღერლის კარიერაში სიახლეა: თეონას მუსიკალური ბენდი ჰყავს და თურმე, მის ყველა წევრს ეპრანჭება. გვითხრა, - ფოტოზე კარგად არ ჩანს, თორემ ძალზე სიმპათიური ბიჭები არიან. თუმცა, მე მაინც ქართველი ქმარი მინდაო...

- თეონა, როგორ ხარ?

- ცუდად ვარ, რადგან დღეს საქართველოდან მივემგზავრები...

- აქ მონატრების გამო ჩამოხვედი თუ საქმეც გქონდა?

- საქართველოს გარეშე 3 თვეზე მეტხანს ვერ ვძლებ. თან, ამ ბოლო დროს ბევრი ჩემი მეგობარი გათხოვდა, დაქორწინდა და ამიტომაც ჩამოვედი.

- დაოჯახებას თავადაც ხომ არ აპირებ?

- ვაპირებ, მაგრამ სად არის? ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდება. არის ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ჯერ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ დაოჯახებაზე ვიფიქროთ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- შეყვარებულები ხართ?

- არ ვიცი... ჩვენს ურთიერთობას "შეყვარებულობანას" არ ვუწოდებ. ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ. მასთან ყოფნა მეც მსიამოვნებს და ალბათ - მასაც. ჩვენი ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით გაღრმავდა.

- ტუჩები გაგიდიდებია...

- მინდოდა, ცხვირის ძგიდე გამესწორებინა, რადგან სუნთქვაში მიშლის ხელს, მაგრამ ვერ მოვასწრებდი - რეაბილიტაციას ბევრი დრო სჭირდებოდა, მე კი ამერიკაში უნდა გავემგზავრო. ჰოდა, მერე ტუჩების გადიდება გადავწყვიტე.

- ძგიდე ამერიკაში რატომ არ "გაიკეთე"?

- იქ ძალიან ძვირი ღირს.

- გარეგნობაში კიდევ რაიმეს შეცვლა ხომ არ გინდა?

- წონაში 10 კილოგრამის დაკლება მინდა!

- წონაში საგრძნობლად ხარ დაკლებული. ეს დიეტის დამსახურებაა?

- კი, დიეტას ვიცავდი: ხორცს ვჭამდი, ცომეულს - არა. მართალია, დიეტა საქართველოში ყოფნისას დავარღვიე, მაგრამ 6 საათის შემდეგ ვახშმობას მაინც ვერიდები. ძირითადად, საკვებს მცირე ულუფებად მივირთმევ.

- გასული 3 თვის განმავლობაში ამერიკაში რას საქმიანობდი?

- ამერიკაში დაბრუნებულს ძველმა მეგობარმა მომწერა: მე და ჩემს ძმებს მუსიკალური ბენდი გვაქვს და ვოკალისტი გოგო გვჭირდებაო. კასტინგზე მივედი. ბენდის წევრებს ძალიან მოვეწონე. ახლა მათთან ერთად ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ. 5 იტალიელი ბიჭია. ძალიან მაგრები არიან!

- როგორი ტემპით მუშაობ?

- ბენდი ახალი შექმნილია, მაგრამ უკვე სხვადასხვა ფესტივალზე ოთხჯერ გავედით. მარტამდე ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, ამერიკაში ასე ხდება: საქმეებს 4-5 თვით ადრე გეგმავენ. ჯერჯერობით, ჩვენი საქმეები კარგად მიდის. ამ ბიჭებთან მუშაობა მომწონს.

- განებივრებენ?

- ჰო. იცი, რა საყვარლები არიან? თბილები, მზრუნველები... არ არსებობს, რეპეტიციის მერე მანქანამდე რომ არ მიმაცილონ.

- თაყვანისმცემლები უკვე გყავთ?

- კი და ისინი უკვე აქტიურად გვგულშემატკივრობენ. მსმენელებმა პირველსავე გამოსვლაზე, კარგად მიგვიღეს, სოციალურ ქსელში დადებითი კომენტარები დაგვიწერეს... ამერიკელები ისეთი კრიტიკულები არ არიან, როგორიც - ქართველები.

- ბენდთან კონტრაქტით მუშაობ?

- არა. კონტრაქტი ოფიციალურად არ გაგვიფორმებია. უბრალოდ, ბიჭებს ჩემი გეგმების შესახებ წინასწარ უნდა ვაცნობო. დღეს ფესტივალზე უნდა გასულიყვნენ. მთხოვეს, - თვითმფრინავის ბილეთის ფულს ჩვენ გადავიხდით და დაგეგმილზე ადრე ჩამოდიო, მაგრამ ვერ მოვახერხე.

თეონა კოროშინაძე- საკონცერტო გამოსვლას უშენოდ თავს გაართმევენ? ბენდის სხვა რომელიმე წევრიც მღერის?

- ის ბიჭი მღერის, რომელმაც კასტინგზე მიმიწვია.

- როგორც ვიცი, ქართველი ბიჭები მოგწონს, მაგრამ ხომ ამბობენ, იტალიელები და ქართველები ერთმანეთს ჰგვანანო...

- (მაწყვეტინებს) ბენდის წევრებიდან ყველა ბიჭი მომწონს! ძალზე სიმპათიურები არიან. ქართველ მამაკაცებს მართლა ჰგვანან - ჯენტლმენები გახლავან, არაფერი ეშლებათ. მოკლედ, თითოეულს ვეპრანჭები (იცინის).

- და მაინც, მათ შორის რომელიმე განსაკუთრებულად ხომ არ მოგწონს?

- დავასახელებ ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც შეყვარებულს ახლახან დაშორდა და ახალი ურთიერთობისთვის მზად არ არის.

- წინათ მასთან რომანტიკული ურთიერთობა ხომ არ გქონდა?

- მაშინ ერთმანეთი ბავშვურად მოგვწონდა... ის მორიდებული ადამიანია, მე კი ზოგადად, ასეთი ბიჭები არ მომწონს. ჩვენ დუეტებს ვასრულებთ - ანუ ძალაუნებურად, ერთმანეთს ვუმღერით. ერთხელ ვთქვი, მომღერალი ბიჭები არასოდეს მომეწონება-მეთქი, მაგრამ ბიჭი რომ გიმღერის, მაგარია!

- საქართველოში შენი ვიზიტი ორი მუსიკალური პროექტის კასტინგს დაემთხვა...

- "ახალი ხმის" მუსიკალურმა პროდიუსერმა - რუსა მორჩილაძემ მომწერა: მინდა, ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. მაგრამ არ მინდა, კონკურსის გამო უნივერსიტეტი კიდევ გავაცდინო.

- თუ არ ვცდები, პროექტში მონაწილეობა "საქართველოს ვარსკვლავის" პროდიუსერმაც შემოგთავაზა.

- კი, გიორგი ხაბურზანიამაც მითხრა, - ჩამოდიო, რადგან პროექტმა დამაინტერესა. "საქართველოს ვარსკვლავს" მაგარი ჟიური ჰყავს: ნიკოლოზ რაჭველი უნიჭიერესია, ნინო ქათამაძეზე ვგიჟდები, მაგრამ ამ პროექტში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი. რა ვქნა, სწავლა უნდა დავასრულო. ბებიას, რომელზეც ჭკუა მეკეტება, სიმღერაზე მეტად, ჩემი სწავლის საკითხი აინტერესებს.

- პირად საუბარში მითხარი, - სამედიცინოზე სწავლას თავი დავანებეო.

- ერთი პერიოდი სამედიცინოზე სწავლა აღარ მინდოდა, რადგანაც ნეონატოლოგიას ვსწავლობდი; მერე კარგად დავფიქრდი და მივხვდი: ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ სპორტული მედიცინის სფეროში გადავალ-მეთქი. სპორტი ძალიან მიყვარს, თან - სპორტსმენები მომწონს.

- აგიწყვია ცხოვრება და ეგ არის. ქართველ სპორტსმენებს თუ დაუმეგობრდი?

- კი, ბევრი სპორტსმენი მეგობარი მყავს. გუშინ კალათბურთის გუნდის - "სოხუმის" ერთ-ერთი წევრის ქორწილში ვიყავი. მორაგბეებსაც ვიცნობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება