პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"
სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"

ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლო - 2007, მო­დე­ლი სა­ლო­მე ქო­მე­თი­ა­ნი კა­რი­ე­რას უცხო­ეთ­ში გა­ნაგ­რძობს და, ძი­რი­თა­დად, მუ­შა­ო­ბა მოს­კოვ­ში უწევს - სა­ლო­მე რუ­სუ­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ვოლ­გას" მო­დე­ლია:

- ყო­ველ­თვის კლა­სი­კუ­რი სტი­ლით ვი­მო­სე­ბი. მიყ­ვარს შა­ვი­სა და თეთ­რი ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია. სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას ვით­ვა­ლის­წი­ნებ ხა­რისხსაც და ბრენ­დსაც. მი­მაჩ­ნია, რომ ბრენ­დი კარ­გი ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლია. ტან­საც­მე­ლი, შე­ძე­ნის დღი­დან, ჩემი სხე­უ­ლის ნა­წი­ლი ხდე­ბა და დიდი ხანი ვა­ტა­რებ, ამი­ტომ ხა­რისხს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი­დან მომ­წონს "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის" თეთ­რე­უ­ლი, "ლის" ჯინ­სე­ბი და ასე შემ­დეგ. სა­მოსს ძი­რი­თა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ.

- რო­გორც ყვე­ლა გო­გოს, თქვენც ბევ­რი ჯინ­სი გაქვთ?

- ადრე არ ვიც­ვამ­დი ჯინსს, ახლა კი უამ­რა­ვი მაქვს. ყო­ველ­თვის მაც­ვია კლა­სი­კუ­რი ფორ­მის ოდ­ნავ ტრა­პე­ცია ჯინ­სი.

- რო­გორ ჩან­თებს ატა­რებთ?

- მომ­წონს დიდი ზო­მის ჩან­თე­ბი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი ნივ­თი ეტე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით - "გუ­ჩის" ნა­წარ­მი. ზოგ­ჯერ ჩან­თა­ში იმ­დე­ნი რამ მი­დევს, რომ სი­ა­რუ­ლი­სას შეს­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბა (იცი­ნის).

- მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­სა­ცმლით სი­ა­რუ­ლი არ არის დამ­ღლე­ლი?

- ფეხ­საც­მე­ლი ჩემი სუს­ტი­ წერ­ტი­ლია. რო­დე­საც ფეხ­საც­მლის შე­სა­ძე­ნად მივ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მომ­ყვეს ვინ­მე, რად­გან მი­ჭირს ხოლ­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე ვი­ა­რო და მა­ინც ვერ ვი­ყი­დო. მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­თი ფეხ­საც­მლით თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვირ­ბი­ნო კი­დეც.

- ვის მი­იჩ­ნევთ გე­მოვ­ნე­ბი­ან ქარ­თველ მან­დი­ლოს­ნად?

- მომ­წონს თაკო ჩხე­ი­ძის სტი­ლი. ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი მან­დი­ლო­სა­ნია.

- ვისი ჩაც­მუ­ლო­ბაა თქვენ­თვის ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბი, თუნ­დაც უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან?

- უცხო­ელ ვარ­სკვლა­ვებს ჩემი გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი არა­ფე­რი სჭირთ. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლებს, ბევ­რი ვიცი უგე­მოვ­ნოდ შე­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მათი და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- თქვენ ხართ რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლი და უცხო­ურ პო­დი­უ­მებ­ზე ხში­რად გი­წევთ გა­მოს­ვლა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ვი­თა­რე­ბას ქარ­თულ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში?

- სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის ჰო­ნო­რა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ და­ბა­ლია, უფრო ზუს­ტად, სა­სა­ცი­ლო­. მხო­ლოდ ენ­თუზ­იაზმზე მუ­შა­ო­ბა კი, უბ­რა­ლოდ, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. გვყავს ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და კარ­გი მო­დე­ლე­ბი, მაგ­რამ მათ არ აქვთ სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბა.

- მა­მა­კა­ცის ჩაც­მის სტილს თუ აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას?

- მა­მა­კა­ცის­თვის მთა­ვა­რია ჭკუა. ჩემ­თვის ამას აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. გა­ნათ­ლე­ბულ­მა, ჭკვი­ან­მა მა­მა­კაც­მა ზუს­ტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაც­მაც არ ეშ­ლე­ბა (იცი­ნის).

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე რა აზ­რის ხართ?

- ბევ­რი მან­დი­ლო­სა­ნი მი­ნა­ხავს, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა ნაკ­ვთი ლა­მა­ზი აქვს, მაგ­რამ კე­ხი­ა­ნი ცხვი­რი ან ცუდი ფორ­მის მკერ­დი უფუ­ჭებს გა­რეგ­ნო­ბას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ჩა­რე­ვა სა­სარ­გებ­ლოა.

- თმას რო­გორ უვ­ლით?

- ხვე­უ­ლი თმა მაქვს და მიხ­დე­ბა კი­დეც. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თმა­სა და კან­ზე აი­სა­ხე­ბა, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ვიკ­ვე­ბო ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი­თა და ხი­ლით, რაც ხელს უწყობს თმი­სა და კა­ნის გა­ჯან­სა­ღე­ბას.

- რო­მე­ლი პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ბრენ­დი მოგ­წონთ?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი არო­მა­ტი არის "შა­ნე­ლი #5", რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონს. აგ­რეთ­ვე, მომ­წონს სუ­ნა­მო ""ბლექ ორ ვაით"".

- ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

- სე­ზონს გა­აჩ­ნია. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ. აქ­ტი­უ­რად მივ­დევ სპორ­ტს - ვცუ­რავ და დავ­დი­ვარ შე­ი­პინგზე.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ მან­დი­ლოს­ნებს?

- მეს­მის, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ქარ­თველ მან­დი­ლოს­ნებს ვურ­ჩევ, ნაკ­ლე­ბად ინერ­ვი­უ­ლონ ყო­ფით პრობ­ლე­მებ­ზე. ქალი მა­შინ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ლა­მა­ზად, რო­დე­საც მშვი­დად არის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"

სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"

ვიცე-მის საქართველო - 2007, მოდელი სალომე ქომეთიანი კარიერას უცხოეთში განაგრძობს და, ძირითადად, მუშაობა მოსკოვში უწევს - სალომე რუსული სამოდელო სააგენტო "ვოლგას" მოდელია:

- ყოველთვის კლასიკური სტილით ვიმოსები. მიყვარს შავისა და თეთრი ფერების კომბინაცია. სამოსის არჩევისას ვითვალისწინებ ხარისხსაც და ბრენდსაც. მიმაჩნია, რომ ბრენდი კარგი ხარისხის განმსაზღვრელია. ტანსაცმელი, შე­ძენის დღიდან, ჩემი სხეულის ნაწილი ხდება და დიდი ხანი ვატარებ, ამიტომ ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ცნობილი ბრენდებიდან მომწონს "ვიქტორია სეკრეტის" თეთრეული, "ლის" ჯინსები და ასე შემდეგ. სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ ვყიდულობ.

- როგორც ყველა გოგოს, თქვენც ბევრი ჯინსი გაქვთ?

- ადრე არ ვიცვამდი ჯინსს, ახლა კი უამრავი მაქვს. ყოველთვის მაცვია კლასიკური ფორმის ოდნავ ტრაპეცია ჯინსი.

- როგორ ჩანთებს ატარებთ?

- მომწონს დიდი ზომის ჩანთები, რომელშიც უამრავი ნივთი ეტევა, განსაკუთრებით - "გუჩის" ნაწარმი. ზოგჯერ ჩანთაში იმდენი რამ მიდევს, რომ სიარულისას შესვენება მჭირდება (იცინის).

- მაღალქუსლიანი ფეხ­სა­ცმლით სიარული არ არის დამღლელი?

- ფეხსაცმელი ჩემი სუსტი­ წერტილია. როდესაც ფეხ­საც­მლის შესაძენად მივდივარ, აუცილებლად უნდა გამომყვეს ვინმე, რადგან მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება მთელი დღე ვიარო და მაინც ვერ ვიყიდო. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რაც შეეხება, ასეთი ფეხსაცმლით თამამად შემიძლია ვირბინო კიდეც.

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ქართველ მანდილოსნად?

- მომწონს თაკო ჩხეიძის სტილი. ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი მანდილოსანია.

- ვისი ჩაცმულობაა თქვენთვის ნაკლებად მისაღები, თუნდაც უცხოელი ვარსკვლავებიდან?

- უცხოელ ვარსკვლავებს ჩემი გასაკრიტიკებელი არაფერი სჭირთ. რაც შეეხება ქართველებს, ბევრი ვიცი უგემოვნოდ შემოსილი ადამიანი, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- თქვენ ხართ რუსული სააგენტოს მოდელი და უცხოურ პოდიუმებზე ხშირად გიწევთ გამოსვლა. როგორ შეაფასებთ ვითარებას ქართულ სამოდელო სფეროში?

- სამოდელო სფეროში მომუშავეთათვის ჰონორარი საქართველოში ისევ დაბალია, უფრო ზუსტად, სასაცილო­. მხოლოდ ენთუზ­იაზმზე მუშაობა კი, უბრალოდ, მოსაბეზრებელია. გვყავს ნიჭიერი დიზაინერები და კარგი მოდელები, მაგრამ მათ არ აქვთ სათანადო ანაზღაურება.

- მამაკაცის ჩაცმის სტილს თუ აქცევთ ყურადღებას?

- მამაკაცისთვის მთავარია ჭკუა. ჩემთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება (იცინის).

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?

- ბევრი მანდილოსანი მინახავს, რომელსაც თითქმის ყველა ნაკვთი ლამაზი აქვს, მაგრამ კეხიანი ცხვირი ან ცუდი ფორმის მკერდი უფუჭებს გარეგნობას, ასეთ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგის ჩარევა სასარგებლოა.

- თმას როგორ უვლით?

- ხვეული თმა მაქვს და მიხდება კიდეც. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველ რიგში, თმასა და კანზე აისახება, ამიტომ ვცდილობ, ვიკვებო ვიტამინებით გაჯერებული ჯანსაღი საკვებითა და ხილით, რაც ხელს უწყობს თმისა და კანის გაჯანსაღებას.

- რომელი პარფიუმერიული ბრენდი მოგწონთ?

- ჩემი საყვარელი არომატი არის "შანელი #5", რომელიც ბავშვობიდან მომწონს. აგრეთვე, მომწონს სუნამო ""ბლექ ორ ვაით"".

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

- სეზონს გააჩნია. ვეგეტარიანელი ვარ. აქტიურად მივდევ სპორტს - ვცურავ და დავდივარ შეიპინგზე.

- რას ურჩევთ ქართველ მანდილოსნებს?

- მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ქართველ მანდილოსნებს ვურჩევ, ნაკლებად ინერვიულონ ყოფით პრობლემებზე. ქალი მაშინ გამოიყურება ლამაზად, როდესაც მშვიდად არის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება