მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი
"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი

ტე­ლე­სე­რი­ა­ლი - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სე­ზო­ნი­თა და გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რით სა­ვა­რა­უ­დოდ, 25 სექ­ტემ­ბრი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა ეკ­რანს. შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს აქ­ტი­უ­რი სამ­ზა­დი­სი უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს და ახალ სე­რი­ებ­ზე ფიქ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტექ­ნი­კურ თუ სხვა სა­კი­თხებ­საც აწეს­რი­გებს. სი­ახ­ლე­ებ­სა და "შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე" პრო­ექ­ტის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი - ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- გა­და­ღე­ბე­ბი 12 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო, ამ სე­ზო­ნის პირ­ველ სე­რი­ას კი მა­ყუ­რე­ბე­ლი 25 სექ­ტემ­ბერს იხი­ლავს. ამ­ჟა­მად პა­ვი­ლი­ო­ნის შე­კე­თე­ბა­ზე, გა­ნახ­ლე­ბა­ზე, დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ და ტექ­ნი­კუ­რა­დაც ვემ­ზა­დე­ბით.

- ინ­ტე­რი­ე­რი შე­იც­ვლე­ბა?

- არა. უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­რი­ერს რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი და­ე­მა­ტე­ბა და უფრო მე­ტად გა­ლა­მაზ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, ვინ­მეს წას­ვლა იქ­ნე­ბა თუ ახა­ლი გმი­რის და­მა­ტე­ბა, ერ­თბა­შად არ მოხ­დე­ბა - ეს იმ მოვ­ლე­ნე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში გა­თა­მაშ­დე­ბა. სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის თვალ­საზ­რი­სით, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, სი­ახ­ლე­ე­ბი მუდ­მი­ვად გვექ­ნე­ბა! ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ის არის, რომ ხა­რის­ხი მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­ზარ­დოთ. ყო­ველ­თვის ამ პრინ­ცი­პით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი­თაც ვა­მა­ყობ­დით. თუმ­ცა, გვაქვს სა­ი­მი­სო რე­სურ­სი, რომ სე­რი­ა­ლი კი­დევ უფრო უკე­თე­სი გახ­დეს რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ისე ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც.

- პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. რამ­დე­ნად რთუ­ლია ისე­თი ტი­პა­ჟე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლებ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს ან ახ­ლობ­ლებს და­ი­ნა­ხა­ვენ?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ გა­და­ხე­დავ, თა­ვის­თა­ვად იკ­ვე­თე­ბა, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და მათ­გან ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პა­ჟებს ვირ­ჩევთ. ფილ­მი იმ სი­ყალ­ბე­სა თუ გულ­წრფე­ლო­ბას, კარ­გსა თუ ცუდს უნდა ასა­ხავ­დეს, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­სი­ა­თებს. ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა კონ­კრე­ტულ მსა­ხი­ობ­ში პერ­სო­ნა­ჟის და­ნახ­ვა, მისი "ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია". კას­ტინ­გის, ბევ­რი ცდი­სა და რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ უკვე სა­ბო­ლოო სახე ყა­ლიბ­დე­ბა და ამავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვი დახ­ვე­წის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ყვე­ლა­ფერს სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ვა­ლა­გებთ, მერე კი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სე­რი­ის "ჩონ­ჩხს" ვი­გო­ნებთ. კრე­ა­ტი­ულ ნა­წილ­ზე, მთლი­ა­ნი კონ­ცეფ­ცი­ის მო­ფიქ­რე­ბა­ზე მე, მიშა მშვილ­და­ძე, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა და ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ვმუ­შა­ობთ. სე­რი­ის კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­ლა­გე­ბა­ზე მე და ქეთი ვზრუ­ნავთ, ძი­რი­თად ნა­წილს - დი­ა­ლო­გებს და ა.შ. კი მთლი­ა­ნად ქეთი წერს; ხუმ­რო­ბებ-საც თა­ვად იგო­ნებს.

- თქვენს სე­რი­ალ­ში იუ­მო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხი­თაა მო­წო­დე­ბუ­ლი...

- დიახ. ეს სო­ცი­ა­ლუ­რად მწვა­ვე სა­ტი­რაა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს გვერ­დი­დან და­ა­ნახ­ვო, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ; მათ მი­ა­ნიშ­ნო, რომ ბევ­რი ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნის, წვრილ­მა­ნის ფა­ტა­ლურ დრა­მად გა­დაქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა; ჯობს, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებს იუ­მო­რით შე­ხე­დო და ის, რის გა­მოც ცრემ­ლებს ღვრი­ან და გა­ნიც­დი­ან, ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლოა...

- წინა სე­ზო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" სხვა სე­რი­ა­ლებს არ შე­ვა­და­რებ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­ლდათ რო­გორც კრი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ისე გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბით, პო­პუ­ლა­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით და ა.შ. კი­დევ უფრო მეტს ვე­ლით ახა­ლი სე­ზო­ნის­გან.

- თუ იყო შემ­თხვე­ვა, როცა ამა თუ იმ სე­რი­ის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა რა­ი­მე და­გიკ­ვე­თეს?

- რა­ი­მე იდე­ო­ლო­გი­ის გა­ტა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არა­ნა­ი­რი. აი, სა­რეკ­ლა­მო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, ე.წ. "პლე­ის­მენ­ტი" გვაქვს ხოლ­მე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ამის ინ­ტეგ­რა­ცია არა­გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად მო­ვახ­დი­ნოთ. "პლე­ის­მენ­ტის" წესი სწო­რედ ის არის, რომ პრო­დუქ­ტი თვალ­ში არ "გა­მო­გე­ჩხი­როს", "ირი­ბად" უნდა და­ა­რეკ­ლა­მო, ამ წესს კი მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გარ­და არა­ვინ იცავს.

- ახა­ლი სე­ზო­ნი­დან სე­რი­ა­ლი ისევ კვი­რა­ში ორ­ჯერ გავა "ეთერ­ში" თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­სა­მე დღეც და­ე­მა­ტოს?

- კვი­რა­ში ორი სე­რი­ის მომ­ზა­დე­ბაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ფან­ტას­ტი­კაა, რად­გან თი­თო­ე­ულ სე­რი­ას კი­ნოს პრინ­ცი­პით ვი­ღებთ. სე­რი­ალ­ზე ზოგ­ჯერ, ერ­თდრო­უ­ლად სამი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. აქ გა­და­ღე­ბა ისეთ პა­ვი­ლი­ონ­ში არ ხდე­ბა, სა­დაც ბევ­რი კა­მე­რა დგას, მიმ­დი­ნა­რე­ობს ლივე მონ­ტა­ჟი და სი­ტუ­ა­ცი­ას პირ­და­პირ იწერ. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" იგი­ვე "პრო­დაქ­შე­ნი" აქვს, რაც კი­ნო­ფილ­მს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს რომ ჰკი­თხოთ, ყვე­ლა და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ასე­თი ტემ­პით ერთი სე­რი­ის გა­და­ღე­ბაც კი რთუ­ლია... სე­რი­ალ­ზე მუდ­მი­ვად ორი რე­ჟი­სო­რი მუ­შა­ობს - გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა და რატი რა­მიშ­ვი­ლი, მაგ­რამ როცა სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვს, მათ მე ვე­ნაც­ვლე­ბი. სხვა­თა შო­რის, კონ­ტრაქ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია პუნ­ქტი - "თავ­და­დე­ბა". თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უამ­რა­ვი საქ­მე აქვს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღე და ღამე ვმუ­შა­ობთ.

- რა დრო ეძ­ლე­ვა მსა­ხი­ობს რო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად?

- მათ ამის­თვის მცი­რე დრო აქვთ, მაგ­რამ რო­დე­საც მსა­ხი­ობ­მა უკვე იცის სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი, თვი­სე­ბე­ბი და მას­ში "ღრმა­დაა შე­სუ­ლი", საქ­მე უად­ვილ­დე­ბა. სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ან პერ­სო­ნა­ჟი იმსგავ­სებს მსა­ხი­ობს, ან პი­რი­ქით, ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლე­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა­სა­ვი­თაა... კას­ტინ­გის შე­დე­გად კარ­გი სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დი შევ­კრი­ბეთ, ამას კი რე­ჟი­სო­რის ოს­ტა­ტო­ბაც ემა­ტე­ბა, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის, ვის რა და­ვა­ლე­ბა მის­ცეს, რომ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­ღე­ბი და გა­სა­გე­ბი იყოს.

- რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ობს თუ გა­მო­არ­ჩევთ, რო­მელ­თან მუ­შა­ო­ბა შე­და­რე­ბით იო­ლია?

- პრო­დი­უ­სე­რის მხრი­დან თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის შე­ფა­სე­ბა არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. თუმ­ცა, იმის თქმა კი შე­მიძ­ლია, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ზო­გი­ერ­თით - შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად. ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხი­ო­ბო ღერ­ძი­დან ყვე­ლა კარ­გია.

- ალ­ბათ, სე­რი­ალ­ში პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბებს ისევ ვი­ხი­ლავთ, არა?

- რა თქმა უნდა! ისი­ნი გე­ნი­ა­ლუ­რი ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! არი­ან, ნი­ჭი­ე­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, მათ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ძებ­დით. პა­ტა­რე­ბი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე არი­ან, მაგ­რამ ამის გამო ერთხე­ლაც არ და­უ­წუ­წუ­ნი­ათ. ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი არი­ან იმ რე­ა­ლო­ბის, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან და და­ვა­ლე­ბებს თავს კარ­გად არ­თმე­ვენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­დნენ და და­იხ­ვეწ­ნენ...

- კა­ტო­სა და თი­ნას ცხოვ­რე­ბა­ში რა შე­იც­ვლე­ბა?

- სე­რი­ა­ლის სა­ი­დუმ­ლოს, რა თქმა უნდა, ვერ გავ­ცემ. თუმ­ცა, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს გპირ­დე­ბით... მა­ყუ­რე­ბელს მო­ვუ­წო­დებ, რომ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბი­სას უბ­რა­ლოდ ტექსტს ნუ მო­უს­მე­ნენ, ქვე­ტექ­სტიც და­ი­ნა­ხონ, რად­გან პრო­დუქ­ტი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­უ­რი ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მას სრულ­ფა­სოვ­ნად აღიქ­ვამ; ბევ­რი შრეა, რომ­ლი­თაც სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თვა, უამ­რავ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბა, რა­ღა­ცე­ბის გა­და­ფა­სე­ბა ან შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას ნუ და­კარ­გა­ვენ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი

"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი

ტელესერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" განახლებული სეზონითა და გალამაზებული ინტერიერით სავარაუდოდ, 25 სექტემბრიდან დაუბრუნდება ეკრანს. შემოქმედებით ჯგუფს აქტიური სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და ახალ სერიებზე ფიქრის პარალელურად, ტექნიკურ თუ სხვა საკითხებსაც აწესრიგებს. სიახლეებსა და "შიდა სამზარეულოზე" პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი - ირაკლი საღინაძე გვესაუბრება.

- გადაღებები 12 სექტემბრიდან დაიწყო, ამ სეზონის პირველ სერიას კი მაყურებელი 25 სექტემბერს იხილავს. ამჟამად პავილიონის შეკეთებაზე, განახლებაზე, დეტალების დაზუსტებაზე ვმუშაობთ და ტექნიკურადაც ვემზადებით.

- ინტერიერი შეიცვლება?

- არა. უბრალოდ, ინტერიერს რაღაც დეტალები დაემატება და უფრო მეტად გალამაზდება. ნებისმიერი ცვლილება, ვინმეს წასვლა იქნება თუ ახალი გმირის დამატება, ერთბაშად არ მოხდება - ეს იმ მოვლენების ნაწილი იქნება, რომელიც სერიალში გათამაშდება. სამსახიობო დასის თვალსაზრისით, რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. თუმცა, სიახლეები მუდმივად გვექნება! ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ხარისხი მაქსიმალურად გავზარდოთ. ყოველთვის ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით და მიღებული შედეგითაც ვამაყობდით. თუმცა, გვაქვს საიმისო რესურსი, რომ სერიალი კიდევ უფრო უკეთესი გახდეს როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც.

- პერსონაჟებზე ვისაუბროთ. რამდენად რთულია ისეთი ტიპაჟების შერჩევა, რომლებშიც ადამიანები საკუთარ თავს ან ახლობლებს დაინახავენ?

- საზოგადოებას რომ გადახედავ, თავისთავად იკვეთება, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და მათგან ყველაზე საინტერესო ტიპაჟებს ვირჩევთ. ფილმი იმ სიყალბესა თუ გულწრფელობას, კარგსა თუ ცუდს უნდა ასახავდეს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. ამის მიხედვით ხდება კონკრეტულ მსახიობში პერსონაჟის დანახვა, მისი "ვიზუალიზაცია". კასტინგის, ბევრი ცდისა და რეპეტიციის შემდეგ უკვე საბოლოო სახე ყალიბდება და ამავდროულად, მუდმივი დახვეწის პროცესი მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სიტუაციურად ვალაგებთ, მერე კი ერთი კონკრეტული სერიის "ჩონჩხს" ვიგონებთ. კრეატიულ ნაწილზე, მთლიანი კონცეფციის მოფიქრებაზე მე, მიშა მშვილდაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთი დევდარიანი ვმუშაობთ. სერიის კონკრეტული სიტუაციების დალაგებაზე მე და ქეთი ვზრუნავთ, ძირითად ნაწილს - დიალოგებს და ა.შ. კი მთლიანად ქეთი წერს; ხუმრობებ-საც თავად იგონებს.

- თქვენს სერიალში იუმორი განსაკუთრებული სახითაა მოწოდებული...

- დიახ. ეს სოციალურად მწვავე სატირაა, ხშირ შემთხვევაში, სასაცილო სიტუაციების ხარჯზე წარმოჩენილი. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანებს გვერდიდან დაანახვო, თუ როგორ ცხოვრობენ; მათ მიანიშნო, რომ ბევრი ყოფითი მოვლენის, წვრილმანის ფატალურ დრამად გადაქცევა არ შეიძლება; ჯობს, ასეთ სიტუაციებს იუმორით შეხედო და ის, რის გამოც ცრემლებს ღვრიან და განიცდიან, ზოგჯერ უბრალოდ, სასაცილოა...

- წინა სეზონების რეიტინგებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- "ჩემი ცოლის დაქალებს" სხვა სერიალებს არ შევადარებ, მაგრამ ნამდვილად, ყველაზე წარმატებული გახლდათ როგორც კრიტიკის თვალსაზრისით, ისე გამოხმაურებებით, პოპულარობის მაჩვენებლით და ა.შ. კიდევ უფრო მეტს ველით ახალი სეზონისგან.

- თუ იყო შემთხვევა, როცა ამა თუ იმ სერიისთვის უცხო ადამიანებმა რაიმე დაგიკვეთეს?

- რაიმე იდეოლოგიის გატარების თვალსაზრისით, არანაირი. აი, სარეკლამო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ე.წ. "პლეისმენტი" გვაქვს ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამის ინტეგრაცია არაგამაღიზიანებლად მოვახდინოთ. "პლეისმენტის" წესი სწორედ ის არის, რომ პროდუქტი თვალში არ "გამოგეჩხიროს", "ირიბად" უნდა დაარეკლამო, ამ წესს კი მგონი, საქართველოში ჩვენ გარდა არავინ იცავს.

- ახალი სეზონიდან სერიალი ისევ კვირაში ორჯერ გავა "ეთერში" თუ შესაძლებელია, მესამე დღეც დაემატოს?

- კვირაში ორი სერიის მომზადებაც ფაქტობრივად, ფანტასტიკაა, რადგან თითოეულ სერიას კინოს პრინციპით ვიღებთ. სერიალზე ზოგჯერ, ერთდროულად სამი გადამღები ჯგუფი მუშაობს. აქ გადაღება ისეთ პავილიონში არ ხდება, სადაც ბევრი კამერა დგას, მიმდინარეობს ლივე მონტაჟი და სიტუაციას პირდაპირ იწერ. "ჩემი ცოლის დაქალებს" იგივე "პროდაქშენი" აქვს, რაც კინოფილმს. პროფესიონალებს რომ ჰკითხოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ასეთი ტემპით ერთი სერიის გადაღებაც კი რთულია... სერიალზე მუდმივად ორი რეჟისორი მუშაობს - გიორგი ლიფონავა და რატი რამიშვილი, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, მათ მე ვენაცვლები. სხვათა შორის, კონტრაქტში მითითებულია პუნქტი - "თავდადება". თითოეულ ჩვენგანს უამრავი საქმე აქვს და შეიძლება ითქვას, რომ დღე და ღამე ვმუშაობთ.

- რა დრო ეძლევა მსახიობს როლის მოსამზადებლად?

- მათ ამისთვის მცირე დრო აქვთ, მაგრამ როდესაც მსახიობმა უკვე იცის საკუთარი პერსონაჟის ხასიათი, თვისებები და მასში "ღრმადაა შესული", საქმე უადვილდება. სერიალზე მუშაობისას ან პერსონაჟი იმსგავსებს მსახიობს, ან პირიქით, ანუ ეს ყველაფერი პარალელური ცხოვრებასავითაა... კასტინგის შედეგად კარგი სამსახიობო გუნდი შევკრიბეთ, ამას კი რეჟისორის ოსტატობაც ემატება, რომელმაც ზუსტად იცის, ვის რა დავალება მისცეს, რომ სერიალის მაყურებლისთვის ყველაფერი მისაღები და გასაგები იყოს.

- რომელიმე მსახიობს თუ გამოარჩევთ, რომელთან მუშაობა შედარებით იოლია?

- პროდიუსერის მხრიდან თითოეული მსახიობის შეფასება არასწორი საქციელია. თუმცა, იმის თქმა კი შემიძლია, რომ ზოგიერთი მათგანის მუშაობით კმაყოფილი ვარ, ზოგიერთით - შედარებით ნაკლებად. ძირითადი სამსახიობო ღერძიდან ყველა კარგია.

- ალბათ, სერიალში პატარა მსახიობებს ისევ ვიხილავთ, არა?

- რა თქმა უნდა! ისინი გენიალური ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არიან, ნიჭიერები. სხვათა შორის, მათ ძალიან დიდხანს ვეძებდით. პატარები დილიდან საღამომდე, გადასაღებ მოედანზე არიან, მაგრამ ამის გამო ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. ადეკვატურები არიან იმ რეალობის, რომელშიც იმყოფებიან და დავალებებს თავს კარგად ართმევენ. დროთა განმავლობაში გაიზარდნენ და დაიხვეწნენ...

- კატოსა და თინას ცხოვრებაში რა შეიცვლება?

- სერიალის საიდუმლოს, რა თქმა უნდა, ვერ გავცემ. თუმცა, ბევრ საინტერესო რამეს გპირდებით... მაყურებელს მოვუწოდებ, რომ სერიალის ყურებისას უბრალოდ ტექსტს ნუ მოუსმენენ, ქვეტექსტიც დაინახონ, რადგან პროდუქტი გაცილებით საინტერესო და ემოციური ხდება მაშინ, როდესაც მას სრულფასოვნად აღიქვამ; ბევრი შრეა, რომლითაც სიამოვნების მიღება, ემოციებით დატვირთვა, უამრავ რამეზე დაფიქრება, რაღაცების გადაფასება ან შეფასება შეიძლება და ამ სიამოვნებას ნუ დაკარგავენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება