პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველის აპარატი - პატიმართა ნაწილი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს
სახალხო დამცველის აპარატი - პატიმართა ნაწილი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს

რუს­თა­ვის N17, ქსნის N15 და რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სიმ­შვი­დეა და რა­ი­მე სა­ხის კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან აც­ნო­ბეს.

ომ­ბუდსმე­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა სა­გან­გე­ბო მო­ნი­ტო­რინ­გი აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გუ­შინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

"რუს­თა­ვის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყვე­ლა ნა­წილ­ში გან­თავ­სე­ბულ პა­ტიმ­რებს, მათ შო­რის, არას­რულ­წლოვ­ნებს. მსჯავ­რდე­ბულ­თა ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ 20 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დეს შიმ­ში­ლო­ბა წა­მე­ბის მსხვერ­პლ პა­ტი­მარ­თა მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით. ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბულ­თა ნა­წი­ლი კი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ას 22-23 სექ­ტემ­ბერს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ პრო­ტეს­ტის ეს ზომა არ უკავ­შირ­დე­ბა მათ მი­მართ მო­პყრო­ბას და არ არის მი­მარ­თუ­ლი N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე, არ ატა­რებს პო­ლი­ტი­კურ ხა­სი­ათს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ომ­ბუდსმე­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც შე­ე­ხე­ბა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ არას­რულ­წლო­ვან მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, ისი­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის მო­მენ­ტის­თვის არ შიმ­ში­ლობ­დნენ და შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას არც გეგ­მავ­დნენ.

"ქსნის N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ხუ­რულ ნა­წილ­ში გან­თავ­სე­ბულ­მა ზო­გი­ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა გუ­შინ და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია წა­მე­ბის მსხვერ­პლთა მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით. ისი­ნი ასე­ვე მო­ი­თხო­ვენ მათ მი­მართ წარ­სულ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბის ადეკ­ვა­ტურ წარ­მო­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ­მა ნა­წილ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, შეხ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რათა არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის N4 სა­კან­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ს.ხა­ბუ­ლი­ანს, ი.გიგ­ლე­მი­ანს, ო.პა­ი­ჭა­ძეს, N22 სა­კან­ში გან­თავ­სე­ბულ 7 მსჯავ­რდე­ბულს, N6 სა­კან­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბულს ნუგ­ზარ თა­ბა­გარს და სხვა სა­კან­ში გან­თავ­სე­ბულ კი­დევ 4 მსჯავ­რდე­ბულს. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ძვე­ლი ნა­წი­ლი­დან 526-მა მსჯავ­რდე­ბულ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ა­წო­დეს კო­ლექ­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე მათ მი­მართ რე­გუ­ლა­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე. რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვდა რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რდე­ბულს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ წა­მე­ბის მსხვერ­პლ პა­ტიმ­რებს და ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, აცხა­დე­ბენ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ამ ეტაპ­ზე პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ აქვთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ომ­ბუდსმე­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ცუ­დია და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის ადეკ­ვა­ტურ დაც­ვას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენტს, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს სის­ტე­მა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა იმ პა­ტიმ­რის მი­მართ, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სახალხო დამცველის აპარატი - პატიმართა ნაწილი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს

სახალხო დამცველის აპარატი - პატიმართა ნაწილი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს

რუსთავის N17, ქსნის N15 და რუსთავის N6 დაწესებულებებში სიმშვიდეა და რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვები დაწესებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

ომბუდსმენის რწმუნებულებმა საგანგებო მონიტორინგი აღნიშნულ დაწესებულებებში გუშინ განახორციელეს.

"რუსთავის N17 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს. მსჯავრდებულთა ნაწილის განცხადებით, მათ 20 სექტემბერს გამოაცხადეს შიმშილობა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით. ამავე დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ აქციას 22-23 სექტემბერს შეუერთდებიან. მსჯავრდებულებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროტესტის ეს ზომა არ უკავშირდება მათ მიმართ მოპყრობას და არ არის მიმართული N17 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ, ასევე, არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის რწმუნებულების ინფორმაციით, რაც შეეხება ამ დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, ისინი მონიტორინგის მომენტისთვის არ შიმშილობდნენ და შიმშილობის დაწყებას არც გეგმავდნენ.

"ქსნის N15 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებულმა ზოგიერთმა მსჯავრდებულმა გუშინ დაიწყო შიმშილობის აქცია წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის მიზნით. ისინი ასევე მოითხოვენ მათ მიმართ წარსულში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების ადეკვატურ წარმოებას და დამნაშავეთა დასჯას. ამასთან დაკავშირებით მათმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რათა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ. შიმშილობა გამოცხადებული აქვთ დაწესებულების N4 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს ს.ხაბულიანს, ი.გიგლემიანს, ო.პაიჭაძეს, N22 საკანში განთავსებულ 7 მსჯავრდებულს, N6 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს ნუგზარ თაბაგარს და სხვა საკანში განთავსებულ კიდევ 4 მსჯავრდებულს. დაწესებულების ძველი ნაწილიდან 526-მა მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდეს კოლექტიური განცხადება, სადაც ისინი მიუთითებენ ბოლო წლების მანძილზე მათ მიმართ რეგულარულად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. რუსთავის N6 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა რამდენიმე მსჯავრდებულს, რომლებიც ასევე სოლიდარობას უცხადებენ წამების მსხვერპლ პატიმრებს და ისევე, როგორც დანარჩენ დაწესებულებებში, აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენის რწმუნებულების განმარტებით, სამივე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურება ცუდია და მათი ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს სისტემაში განთავსებული ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ომბუდსმენის აპარატი სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა