მომღერალი მერაბ სეფაშვილი პატიმართა წამების ფაქტებით გამოწვეულ საზოგადოებრივ პროტესტს იზიარებს.
როგორც მომღერალმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარს გმობს და ძალიან განიცდის.
"შეუძლებელია ამგვარ კადრებს ვინმემ გულგრილად უყუროს. ძალიან განვიცდი დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც პატიმრების მიმართ განხორციელდა", - აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.
მისივე განმარტებით, იზიარებს ამ ფაქტებით საზოგადოებაში გამოწვეულ პროტესტს, გაგებით ეკიდება ახალგაზრდების აღშფოთებას და მას სრულიად სამართლიანად მიიჩნევს.