ამერიკელი მილიარდელის ჰაიმ საბანის მეუღლე, ბავშვთა ფსიქოლოგი შერილ საბანი, "გაეროს" 67-ე გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის პრესსამსახურმა განაცხადა.
პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შერილი ელჩად იმიტომ დანიშნეს, რომ მისმა მეუღლემ დემოკრატიულ პარტიას საარჩევნო კამპანიისთვის მილიონი დოლარი შესწირა.
თუმცა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 61 წლის შერილმა ეს პოსტი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო დაიკავა. შერილ ლინნ ჩაკლერი (საბანი) ახალგაზრდობაში მამაკაცების ეროტიკულ ჟურნალ Playboy-სთვის პოზირებდა. თუმცა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ეს ფაქტი აღნიშნული არ არის.
ამავე დროს შერილი ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რაზეც სხვები დუმან - ის აცხადებს, რომ 18 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
შერილ საბანი ფსიქოლოგიის დოქტორია, ის წერს წიგნებს და სტატიებს გავლენიანი გამოცემებისთვის.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.