მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იქნება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი
რატომ ვერ იქნება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი ად­გი­ლობ­რივ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ზე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვან გან­ცდებს იწ­ვევს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს გან­ცდე­ბი არ არის არც და­დე­ბი­თი და არც ოპ­ტი­მის­ტუ­რი. და­სავ­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს (?!), შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ "მზარ­დი პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ან­ტა­გო­ნიზ­მის" გამო და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე მხა­რეს თა­ნა­ბარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, აღი­ა­როს არ­ჩევ­ნე­ბის ის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცნო­ბენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ცნე­ბა "კონ­კუ­რენ­ტუ­ლო­ბა" უცხო­ელ დამ­კვირ­ვებ­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ეს­მით. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (PACE) დე­ლე­გა­ცი­ი­სათ­ვის "კონ­კუ­რენ­ტუ­ლო­ბა" არის ის, რომ ამომ­რჩევ­ლებს "მკა­ფიო ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს" შო­რის რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ და საკ­მა­რი­სია მო­გე­ლა­ძის უწყე­ბა ცოტა კო­რექ­ტუ­ლად მო­იქ­ცეს, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა. ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი, რო­მე­ლიც ლა­მის ყო­ველ­დღე უყუ­რებს (ბევ­რი კი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­ნიც­დის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ჩა­ღე­ბულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ტე­რორს (პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა, ცემა და ა.შ.) უჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ და­სავ­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნა­მუ­სი მოწ­მინ­დონ და მათ მი­ერ­ვე გა­მო­ძერ­წი­ლი "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რის" იმი­ჯი არ შე­ბღა­ლონ. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ჯა­როდ აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მი­ლი­არ­დზე მეტი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი. ყვე­ლამ იცის, რომ ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ჩა­ი­დო და, ძი­რი­თა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას მოხ­მარ­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, უშე­დე­გოდ. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კე­ლე­ბიც და ევ­რო­პე­ლე­ბიც დი­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან და რო­გორც ცნო­ბილ­მა ექ­სპერ­ტმა ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აშშ-მა და ევ­რო­პამ ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რე­ბის გამ­გზავნ და ამე­რი­კელ­თა სხვა და­ვა­ლე­ბე­ბის კარ­გად შემ­სრუ­ლე­ბელ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას შე­იძ­ლე­ბა და­უ­ცა­ცხა­ნონ, მაგ­რამ ამის იქით საქ­მე არ წავა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბის­ტე­ბი აქტი­ურად მუ­შა­ო­ბენ ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­მო­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნით. ალ­ბათ, ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო ამას წი­ნათ შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ კარლ ბილ­დტის, აგ­რეთ­ვე, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფი­უ­ლეს მიერ ლა­მის ულ­ტი­მა­ტუ­მის ფორ­მით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, რომ ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, თუკი ეუთო და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ცნო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შტე­ფან ფი­უ­ლეს უპ­რე­ცე­დენ­ტო დე­მარ­ში. მან ივა­ნიშ­ვილს პი­რა­დი შეხ­ვედ­რის მთა­ვარ პი­რო­ბად ჯერ არ­შემ­დგა­რი არ­ჩევ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა წა­უ­ყე­ნა (?!)

ოპო­ზი­ცი­ას და მის მხარ­დამ­ჭერ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი აქვთ "გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი", რომ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ უკან მდგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და დაკ­ვე­თას შე­ას­რუ­ლე­ბენ და თუ 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­დე­ბა, მას ისე­ვე აღი­ა­რე­ბენ, რო­გორც წინა წლე­ბის ასე­ვე გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს და სა­ბო­ლოო დას­კვნა­ში და­წე­რენ იმას, რა­ზე­დაც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­უბ­რო­ბენ, რომ "ხარ­ვე­ზე­ბის" მი­უ­ხე­და­ვად, არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და.

ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ელექ­ტო­რატს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს, საკ­მა­რის­ზე მეტი სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ მი­იჩ­ნი­ონ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი უკვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, თუნ­დაც იმ ყვე­ლა­სათ­ვის ხი­ლუ­ლი და აშ­კა­რა დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­დღე ხდე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის ერ­თი მხა­რეა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". თუ მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და მას­შტა­ბე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა ყვე­ლა წინა არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებს ერ­თად აღე­ბულს. და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა აზ­რით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ისე­თი უსა­მარ­თლო და დამ­ძი­მე­ბუ­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის დღემ მშვი­დად რომ ჩა­ი­ა­როს (მმარ­თვე­ლი პარ­ტია, რა თქმა უნდა, იზ­რუ­ნებს ამა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ფა­სა­დის შე­საქ­მნე­ლად!), რთუ­ლი იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი "ხალ­ხის ნე­ბის" თა­ვი­სუფ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად ასახ­ვა­ზე. რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ და უკა­ნა პლან­ზეა გა­და­წე­უ­ლი თვი­თონ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მი­რე­ბის სა­კი­თხი.

ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ძი­რი­თა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი" მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­რე­გის­ტრირ­დნენ. მათ შო­რის არი­ან ენ-დი-აის (NDI) და აი-არ-აის (IRI) ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­სე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, ბე­ლო­რუ­სი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან, სა­დაც სა­ა­კაშ­ვილ­სა და მმარ­თველ პარ­ტი­ას მყა­რი კავ­ში­რე­ბი აქვთ, აგ­რეთ­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და სა­ტე­ლიტ ოპო­ზი­ცი­ას­თან და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ასე­თე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, "ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რატ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რი" (IYDU), რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და ქდმ-ს ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთა; "ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტი სტუ­დენ­ტე­ბი", რო­მელ­თა წევ­რია ედპ-ს ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გრა­ა­ლი", ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი­სა და რე­ფორ­მის­ტე­ბის ალი­ან­სი" (AECR), რომ­ლის წევ­რიც არის ქდმ.

ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მე­თო­დე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე იყე­ნებს ან აპი­რებს გა­მო­ყე­ნე­ბას, საკ­მა­ოდ გრძე­ლია - ყალ­ბი პირ­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რებ­სა და პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებ­ზე იძუ­ლე­ბით "შე­წე­რი­ლი" ხმე­ბის მი­ტა­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უცხო­ეთ­ში მყ­ოფ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა წა­არ­თვა. ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 10 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ ხმის მი­ცე­მა მხო­ლოდ 42.613 ამომ­რჩე­ველს შე­ეძ­ლე­ბა (?!). რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით" ახ­სნა. არა­და, მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქი­დან თით­ქმის 600.000 რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს(?!).

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თვი­თო­ნაც იძ­ლე­ვა ანა­ლო­გი­ურ ქმე­დე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის სა­ფუძ­ველს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელს ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან რე­გი­ო­ნებ­ში მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი გა­და­ი­რი­ცხა და ამ თან­ხის ლო­მის წილი სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბად შე­ფუ­თუ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მიზ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის იხარ­ჯე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზუგ­დიდ­ში 2 თვე­ში 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­და­რი­ცხუ­ლი და ეს თან­ხა სრუ­ლად არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

ამ და სხვა უამ­რავ დარ­ღვე­ვა­ზე და­უ­ფა­რა­ვად ლა­პა­რა­კო­ბენ რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი, ასე­ვე გა­ყალ­ბე­ბის სქე­მე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და გა­ყალ­ბე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი მსხვერ­პლნი. თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბამ­დე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წი­ლი აღ­წევს და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა საკ­მა­ოდ დუ­ნეა. სამ­წუ­ხა­როდ, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი "მასთ ქე­რის" კა­ნო­ნი, რო­გორც ჩანს, სრულ­ყო­ფი­ლად ვერ შე­ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, რად­გა­ნაც დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბით, ამომ­რჩევ­ლის მხო­ლოდ 20 პრო­ცენტს თუ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წვდო­მა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­კა­ბე­ლო არ­ხე­ბი­თა და სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბით. არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი კი გიგა ბო­კე­რი­ას უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ას, რო­მელ­მაც მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე "გა­ი­ღო წყა­ლო­ბა" ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ან­ტე­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ისიც სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბით, მად­ლო­ბას უხ­დი­ან?!

ეჭვს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და მის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მაღ­ლა აი­წევს, ამ­ძაფ­რებს ისიც, რომ იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ერ­თდრო­უ­ლად 5 (ხუთი ?!) პა­რა­ლე­ლუ­რი ექ­სიტ­პო­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რაც არც ერთ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე არ მომ­ხდა­რა.

P.S. პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვა­ზე - რას მო­ი­მოქ­მე­დებს არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­ის ფლაგ­მა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ჯერ კი­დევ არ არის ნა­თე­ლი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ეთერ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "მე ვფიქ­რობ, რომ ქუჩა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა." თუმ­ცა კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ თუკი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვის ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­მო­ი­ყე­ნებს პრო­ტეს­ტის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მე­თოდს, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნება არ­ჩევ­ნებ­ში ობი­ექ­ტუ­რად რომ აი­სა­ხოს. რო­გორც ჩანს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სრუ­ლად გამ­ხე­ლა ჯერ­ჯე­რო­ბით არ სურს.

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ ვერ იქნება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი

რატომ ვერ იქნება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისა და დამკვირვებლების განცხადებები და შეფასებები ადგილობრივ წინასაარჩევნო გარემოზე ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებში არაერთგვაროვან განცდებს იწვევს. დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს განცდები არ არის არც დადებითი და არც ოპტიმისტური. დასავლელი დიპლომატები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ ხარვეზების მიუხედავად, საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს (?!), შეშფოთებას გამოთქვამენ "მზარდი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის" გამო და, ფაქტობრივად, ორივე მხარეს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებენ. ამასთანავე, ოპოზიციას მოუწოდებენ, აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობენ.

როგორც ირკვევა, ცნება "კონ­კურენტულობა" უცხოელ დამკვირვებლებსა და ადგილობრივ საზოგადოებას განსხვავებულად ესმით. მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციისათვის "კონკურენტულობა" არის ის, რომ ამომრჩევლებს "მკაფიო ალტერნატივებს" შორის რეალური არჩევანის საშუალება ეძლევათ და საკმარისია მოგელაძის უწყება ცოტა კორექტულად მოიქცეს, ყველაფერი რიგზე იქნება. ადგილობრივ საზოგადოებას კი, რომელიც ლამის ყოველდღე უყურებს (ბევრი კი საკუთარ თავზე განიცდის) ხელისუფლების მიერ გაჩაღებულ წინასაარჩევნო ტერორს (პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა-შევიწროება, ცემა და ა.შ.) უჩნდება ეჭვი, რომ დასავლელი დიპლომატები ცდილობენ, სააკაშვილის ხელისუფლებას ნამუსი მოწმინდონ და მათ მიერვე გამოძერწილი "დემოკრატიის შუქურის" იმიჯი არ შებღალონ. მაგალითად, ამერიკელები საჯაროდ აცხადებენ, რომ მათ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული. ყველამ იცის, რომ ეს ინვესტიციები "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩაიდო და, ძირითადად, ხელისუფლების გაძლიერებას და დემოკრატიზაციას მოხმარდა, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. შესაბამისად, ამერიკელებიც და ევროპელებიც დილემის წინაშე დგანან და როგორც ცნობილმა ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში აშშ-მა და ევროპამ ავღანეთში ჯარების გამგზავნ და ამერიკელთა სხვა დავალებების კარგად შემსრულებელ სააკაშვილის მთავრობას შეიძლება დაუცაცხანონ, მაგრამ ამის იქით საქმე არ წავა.

სააკაშვილის ლობისტები აქტი­ურად მუშაობენ ევროსტრუქტურებთან ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დემონიზაციის მიზნით. ალბათ, ამის გამოხატულება იყო ამას წინათ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის, აგრეთვე, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფიულეს მიერ ლამის ულტიმატუმის ფორმით "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილისგან ვალდებულების აღება, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუკი ეუთო და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები არჩევნების შედეგებს ცნობენ. აღსანიშნავია შტეფან ფიულეს უპრეცედენტო დემარში. მან ივანიშვილს პირადი შეხვედრის მთავარ პირობად ჯერ არშემდგარი არჩევნების აღიარება წაუყენა (?!)

ოპოზიციას და მის მხარდამჭერ საზოგადოებას კი აქვთ "გონივრული ეჭვი", რომ დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციები მათ უკან მდგომი პოლიტიკური წრეების ინტერესებსა და დაკვეთას შეასრულებენ და თუ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება, მას ისევე აღიარებენ, როგორც წინა წლების ასევე გაყალბებულ არჩევნებს და საბოლოო დასკვნაში დაწერენ იმას, რაზედაც არჩევნებამდე საუბრობენ, რომ "ხარვეზების" მიუხედავად, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.

ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს, ისევე როგორც ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს, საკმარისზე მეტი საფუძველი აქვთ მიიჩნიონ, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია, თუნდაც იმ ყველასათვის ხილული და აშკარა დარღვევების ფონზე, რომლებიც, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება და დაზარალებული ყოველთვის ერ­თი მხარეა - "ქართული ოცნება". თუ მხოლოდ არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილი დარღვევების რაოდენობითა და მასშტაბებით ვიმსჯელებთ, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებმა წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ხარვეზებით უკვე გადააჭარბა ყველა წინა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს ერთად აღებულს. დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, წინასაარჩევნო გარემო ისეთი უსამართლო და დამძიმებულია, არჩევნების დღემ მშვიდად რომ ჩაიაროს (მმართველი პარტია, რა თქმა უნდა, იზრუნებს ამაზე დემოკრატიულობის ფასადის შესაქმნელად!), რთული იქნება ლაპარაკი "ხალხის ნების" თავისუფლად და სრულყოფილად ასახვაზე. რაც ყველაზე საგანგაშოა, ძირითადი აქცენტი კეთდება არჩევნების ლეგიტიმაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და უკანა პლანზეა გადაწეული თვითონ ქართველი საზოგადოების მიერ არჩევნების ლეგიტიმირების საკითხი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებად, მცირე გამონაკლისის გარდა, ძირითადად სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისადმი" მეგობრულად განწყობილი ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. მათ შორის არიან ენ-დი-აის (NDI) და აი-არ-აის (IRI) ადგილობრივი ოფისები, ორგანიზაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ბელორუსიდან და პოლონეთიდან, სადაც სააკაშვილსა და მმართველ პარტიას მყარი კავშირები აქვთ, აგრეთვე, ხელისუფლებასთან და სატელიტ ოპოზიციასთან დამეგობრებული ევროპული ორგანიზაციები. ასეთები არიან, მაგალითად, "ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი" (IYDU), რომლის წევრებიც არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ქდმ-ს ახალგაზრდული ფრთა; "ევროპელი დემოკრატი სტუდენტები", რომელთა წევრია ედპ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია "გრაალი", ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსი" (AECR), რომლის წევრიც არის ქდმ.

ჩამონათვალი არჩევნების გაყალბების მეთოდებისა, რომლებსაც ხელისუფლება უკვე იყენებს ან აპირებს გამოყენებას, საკმაოდ გრძელია - ყალბი პირდობის მოწმობების გამოშვებიდან დაწყებული, პატიმრებსა და პრობაციონერებზე იძულებით "შეწერილი" ხმების მიტანით დასრულებული.

ხელისუფლებამ უცხოეთში მყ­ოფ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ფაქტობრივად, ხმის მიცემის უფლება წაართვა. ცესკოს მონაცემებით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ ხმის მიცემა მხოლოდ 42.613 ამომრჩეველს შეეძლება (?!). რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება "ტექნიკური პრობლემებით" ახსნა. არადა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრირებული მი­ლიონზე მეტი მოქალაქიდან თითქმის 600.000 რუსეთში ცხოვრობს(?!).

ხელისუფლება, რომელიც "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს, თვითონაც იძლევა ანალოგიურ ქმედებაში დადანაშაულების საფუძველს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებში მილიარდ ლარზე მეტი გადაირიცხა და ამ თანხის ლომის წილი სახელმწიფო ღონისძიებებად შეფუთული, სინამდვილეში კი წინასაარჩევნოდ გამიზნული სოციალური დახმარებებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის იხარჯება. მაგალითად, ზუგდიდში 2 თვეში 25 მილიონი ლარია გადარიცხული და ეს თანხა სრულად არის ათვისებული.

ამ და სხვა უამრავ დარღვევაზე დაუფარავად ლაპარაკობენ როგორც ექსპერტები, ასევე გაყალბების სქემების უშუალო მონაწილეები და გაყალბების პოტენციური მსხვერპლნი. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებამდე ამ ინფორმაციის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღწევს და მათზე რეაგირება საკმაოდ დუნეა. სამწუხაროდ, გახმაურებული და მრავალტანჯული "მასთ ქერის" კანონი, როგორც ჩანს, სრულყოფილად ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას, რადგანაც დღეს არსებული მდგომარეობით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამომრჩევლის მხოლოდ 20 პროცენტს თუ ექნება არჩევნებამდე წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე საკაბელო არხებითა და სატელიტური ანტენებით. არასამთავრობოები და დიპლომატები კი გიგა ბოკერიას უწყებათაშორის კომისიას, რომელმაც მხოლოდ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე "გაიღო წყალობა" ტელეკომპანია "მაესტროს" დაპატიმრებული ანტენების გათავისუფლებაზე, ისიც საკუთარი პირობებით, მადლობას უხდიან?!

ეჭვს იმის თაობაზე, რომ არჩევნების დღეს და მის შემდეგ პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღლა აიწევს, ამძაფრებს ისიც, რომ იგეგმება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ერთდროულად 5 (ხუთი ?!) პარალელური ექსიტპოლის ჩატარება, რაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ მომხდარა.

P.S. პასუხი მთავარ კითხვაზე - რას მოიმოქმედებს არჩევნების ტოტალური გაყალბების შემთხვევაში ოპოზიციის ფლაგმანი "ქართული ოცნება", ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ დაგვჭირდება და არც ერთ შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, დაპირისპირება არ იქნება." თუმცა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თუკი ჩატარებული არჩევნების გარშემო საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდება, "ქართული ოცნება" გამოიყენებს პროტესტის ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ მეთოდს, ქართველი საზოგადოების ნება არჩევნებში ობიექტურად რომ აისახოს. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" სამოქმედო გეგმის სრულად გამხელა ჯერჯერობით არ სურს.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა