დღეს დილით ბაჩო ახალაიას სახლის მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა და ტერიტორია ათზე მეტმა მანქანამ დატოვა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა მეზობელმა პირად საუბარში განუცხადა.
მისი თქმით, თავად დაინახა, რომ დაახლოებით 10:30 საათზე, როგორც გადაიკეტა ბალანჩივაძისა და დოლიძის ქუჩების კვეთა და ათზე მეტმა მანქანამ როგორ დატოვა ტერიტორია. მისი თქმით, ამ მანქანებიდან ნაწილი ესკორტის, ნაწილი კი პიკაპის ტიპის იყო. მანქანების მინები იყო დაბურული და მან ვერ დაინახა, ვინ იჯდა მანქანაში.
როგორც ახალაიას მეზობელმა პირად საუბარში განაცხადა, მან მხოლოდ ის დაინახა, რომ სამხედრო პირები, ვინც აცილებდნენ მანქანებს, იყვნენ შეიარაღებულები.