მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა
იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

მხატ­ვარ­მა და მომ­ღე­რალ­მა იოკო ონომ რუ­სულ ჯგუფ Pussy Riot-ს მსოფ­ლიო პრე­მია მი­ა­ნი­ჭა, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თა­რი ქმრის, ჯონ-ლე­ნო­ნის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ა­არ­სა.

ჯილ­დოს 21 სექ­ტემ­ბერს ნიუ-იორკში ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რის, ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვას მე­უღ­ლე პეტრ ვერ­ზი­ლო­ვი მი­ი­ღებს. ონო მას პრე­მი­ას აშშ-ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-ის დი­რექ­ტორ­თან, სი­უ­ზან ნო­სელ­თან (Suzanne Nossel) ერ­თად გა­დას­ცემს. ონოს თქმით, მან გა­და­წყვი­ტა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თვით­გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და­ე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნა.

Pussy Riot-ის გარ­და, ჯილ­დო კი­დევ ოთხმა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო: 2003 წელს და­ღუ­პულ­მა ამე­რი­კელ­მა აქ­ტი­ვის­ტმა რე­ი­ჩელ კო­რიმ (Rachel Corrie), რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძო­და, გარ­დაც­ვლილ­მა მწე­რალ­მა კრის­ტო­ფერ ჰიტ­ჩენ­სმა (Christopher Hitchens) და აქ­ტი­ვის­ტმა და 2004 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის "Confessions of an Economic Hit Man"-ის ავ­ტორ­მა ჯონ პერ­კინსმა (John Perkins). მე­ხუ­თე ლა­უ­რე­ა­ტის სა­ხე­ლი უც­ნო­ბია.

ლე­ნონ-ონოს პრე­მია 2002 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და მშვი­დო­ბის­თვის მებ­რძოლ აქ­ტი­ვის­ტებს გა­და­ე­ცე­მათ.

Pussy Riot-ის სამ წევ­რს 17 აგ­ვის­ტოს მოს­კო­ვის ხა­მოვ­ნი­ჩის სა­სა­მარ­თლომ მა­ცხოვ­რის ტა­ძარ­ში მო­წყო­ბი­ლი აქ­ცი­ის­თვის 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Reuters-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

მხატვარმა და მომღერალმა იოკო ონომ რუსულ ჯგუფ Pussy Riot-ს მსოფლიო პრემია მიანიჭა, რომელიც მან საკუთარი ქმრის, ჯონ-ლენონის ხსოვნის პატივსაცემად დააარსა.

ჯილდოს 21 სექტემბერს ნიუ-იორკში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მეუღლე პეტრ ვერზილოვი მიიღებს. ონო მას პრემიას აშშ-ში უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის დირექტორთან, სიუზან ნოსელთან (Suzanne Nossel) ერთად გადასცემს. ონოს თქმით, მან გადაწყვიტა ჯგუფის წევრები თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაეჯილდოვებინა.

Pussy Riot-ის გარდა, ჯილდო კიდევ ოთხმა ადამიანმა მიიღო: 2003 წელს დაღუპულმა ამერიკელმა აქტივისტმა რეიჩელ კორიმ (Rachel Corrie), რომელიც ისრაელში პალესტინელების უფლებებისთვის იბრძოდა, გარდაცვლილმა მწერალმა კრისტოფერ ჰიტჩენსმა (Christopher Hitchens) და აქტივისტმა და 2004 წელს გამოცემული წიგნის "Confessions of an Economic Hit Man"-ის ავტორმა ჯონ პერკინსმა (John Perkins). მეხუთე ლაურეატის სახელი უცნობია.

ლენონ-ონოს პრემია 2002 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ აქტივისტებს გადაეცემათ.

Pussy Riot-ის სამ წევრს 17 აგვისტოს მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ მაცხოვრის ტაძარში მოწყობილი აქციისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს