საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მი­მარ­თა­ვენ და სთხო­ვენ, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სას­ტიკ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პი­რებს, აეკ­რძა­ლოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

"მოგ­მარ­თავთ წი­ნა­და­დე­ბით, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვენს ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა (მაგ. ე.წ. "მაგ­ნიტსკის საქ­მე") და რო­გორც მი­ნი­მუმ, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრებს, აგ­რეთ­ვე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრსა და მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­გორც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სას­ტიკ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პი­რებს, აეკ­რძა­ლოთ თქვენს ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლა მა­ნამ, სა­ნამ სრულ­ფა­სოვ­ნად და ობი­ექ­ტუ­რად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ა­რულ სის­ტე­მა­ში ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი",- ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­ა­ლი­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი მე­ლაშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის.

"შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლის ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ეც­დე­ბა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­როს კონ­კრე­ტუ­ლად მხო­ლოდ ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლებ­ლებს. ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის საქ­მედ მიგ­ვაჩ­ნია, რომ არა მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით, არა­მედ კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა პირი, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი რან­გი­სა, ვინც ხელი შე­უ­წყო პა­ტი­მარ­თა მი­მართ სას­ტი­კი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ლაშა ტუ­ღუ­შის შე­ფა­სე­ბით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში "კოს­მე­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს", აჯო­ბებ­და მთავ­რო­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დამ­დგა­რი­ყო. მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს და შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა უზ­რუნ­ვე­ლად გა­ა­ტა­როს.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­მარ­თვის ტექ­სტი გა­უგ­ზავ­ნეს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ჰი­ლა­რი კლინ­ტონს, სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს ქეთ­რინ ეშ­ტონს, აშშ-ს ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დსა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ ფი­ლიპ დი­მიტ­როვს.

მი­მარ­თვის ტექსტს ამ დრო­ის­თვის ხელს აწერს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის 53 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა განაცხადეს.

"მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგ. ე.წ. "მაგნიტსკის საქმე") და როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები",- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს კოალიცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა გააცნო.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირების მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება საკმარისი არ არის.

"შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება ეცდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულად მხოლოდ ამ ვიდეომასალებში დაფიქსირებულ დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს. ქვეყნის ღირსების საქმედ მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ თანამდებობის დატოვებით, არამედ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მათი რანგისა, ვინც ხელი შეუწყო პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სისტემის ჩამოყალიბებას", - განაცხადა მელაშვილმა.

ამასთან, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში "კოსმეტიკურ ცვლილებებს", აჯობებდა მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარიყო. მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს და შემდეგ დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატაროს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს.

მიმართვის ტექსტს ამ დროისთვის ხელს აწერს სამოქალაქო სექტორის 53 წარმომადგენელი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა