პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას სახლთან დაბურულშუშებიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება
ბაჩო ახალაიას სახლთან დაბურულშუშებიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება

ამ დრო­ის­თვის დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბაჩო ახა­ლა­ი­ას სახ­ლთან და­ბუ­რულ­შუ­შე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ახა­ლა­ი­ას მე­ზობ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ბოლო დღე­ებ­ში ბაჩო ახა­ლა­ია არ და­უ­ნა­ხავთ.

ერთ-ერთი მე­ზობ­ლის თქმით კი, ბაჩო ახა­ლა­ია არ და­უ­ნა­ხავს, თუმ­ცა იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი არ არის.

სახ­ლთან ახა­ლოს მდე­ბა­რე­ობს ერთ-ერთი კლი­ნი­კა, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ ბაჩო ახა­ლა­ია მათ არ და­უ­ნა­ხავთ, თუმ­ცა დაც­ვა სახ­ლთან ისევ დგას-ხოლ­მე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე დაც­ვა იდგა კორ­პუ­სის მთელ პე­რი­მეტრზე, ამ ეტაპ­ზე კი, დაც­ვა მხო­ლოდ სა­დარ­ბა­ზო­შია.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ კი, პარ­კინ­გის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა ორმა მან­ქა­ნამ. მან­ქა­ნებს შუ­შე­ბი და­ბუ­რუ­ლი ჰქონ­დათ და არ ჩან­და, თუ ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და მან­ქა­ნა­ში.

ამას­თან, სა­ნამ მან­ქა­ნე­ბი ტე­რი­ტო­რი­ებს და­ტო­ვებ­დნენ, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პე­რი­მეტ­რი შე­ა­მოწ­მეს და მან­ქა­ნებ­მა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთი მან­ქა­ნა ისევ უკან დაბ­რუნ­და და სხვა სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­ჩერ­და.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია. ახა­ლა­ის სახ­ლთან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­უ­წყებ­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც.

ბაჩო ახა­ლი­ას სახ­ლთან სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამ დრო­ის­თვი­საც რჩე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ბაჩო ახალაიას სახლთან დაბურულშუშებიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება

ბაჩო ახალაიას სახლთან დაბურულშუშებიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება

ამ დროისთვის დოლიძის ქუჩაზე, შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სახლთან დაბურულშუშებიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ახალაიას მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ბოლო დღეებში ბაჩო ახალაია არ დაუნახავთ.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით კი, ბაჩო ახალაია არ დაუნახავს, თუმცა იცის, რომ საქართველოდან წასული არ არის.

სახლთან ახალოს მდებარეობს ერთ-ერთი კლინიკა, სადაც ამბობენ, რომ ბაჩო ახალაია მათ არ დაუნახავთ, თუმცა დაცვა სახლთან ისევ დგას-ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე დაცვა იდგა კორპუსის მთელ პერიმეტრზე, ამ ეტაპზე კი, დაცვა მხოლოდ სადარბაზოშია.

რამდენიმე ხნის წინ კი, პარკინგის ტერიტორია დატოვა ორმა მანქანამ. მანქანებს შუშები დაბურული ჰქონდათ და არ ჩანდა, თუ ვინ იმყოფებოდა მანქანაში.

ამასთან, სანამ მანქანები ტერიტორიებს დატოვებდნენ, დაცვის თანამშრომლებმა პერიმეტრი შეამოწმეს და მანქანებმა მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ტერიტორია. მოგვიანებით ერთ-ერთი მანქანა ისევ უკან დაბრუნდა და სხვა სადარბაზოსთან გაჩერდა.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ბაჩო ახალაიას დაკავების ოპერაცია. ახალაის სახლთან იმყოფებოდნენ ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებიც.

ბაჩო ახალიას სახლთან სხვადასხვა მედიასაშუალებები ამ დროისთვისაც რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა