პარტნიორები:

    შს მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს

     შს მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს. არსებული ინფორმაციით, შს მინისტრად სწორედ ის დაინიშნება, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

    ბაჩო ახალაიამ მინისტრის პოსტიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს გუშინ მიმართა.

    გუშინვე, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიამ გადადგომის განცხადება დაწერა, საგანგებო განცხადება გააკეთა მისმა პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ.

    "ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ, უზრუნველვყოფთ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს ბატონ გიორგი ტუღუშის პენიტენციარული სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის ციხეში აღმოფხვრაშიც. იყო დრო, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სახელმწიფოში ისეთივე დახურული იყო, როგორც ეს ციხე. ეს დრო დამთავდა და უკან აღარასდროს დავბრუნდებით. საქართველოში ძალადობისთვის ადგილი არ არის და სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მშობლები და შვილები იყვნენ დაცული, მათ შორის არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობას შეეძლება უსაფრთხო გარემოში გააკეთოს არჩევანი. სამინისტრო ამის გარანტორი იქნება", - აღნიშნა ეკა ზღულაძემ.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა