პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა
პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ზუგ­დიდ­ში, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ მხარ­ში და კე­ფა­ში ხელი ჩა­არ­ტყა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ა­ტა ლაგ­ვი­ლა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლა­ი­ას სახ­ლთან შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გის" წევ­რმა კახა მი­ქა­ი­ამ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სახ­ლის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბი­დან გა­დად­გო­მა საკ­მა­რი­სი არ იყო და მის მა­მას, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და კან­დი­და­ტად კენ­ჭი ეყა­რა. მი­ქა­ი­ას წას­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ღებ­დით კად­რებს, როცა 70-მდე ადა­მი­ა­ნი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და. ამ დროს, სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და რო­ლანდ ახა­ლა­ია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ჩვენ ვცა­დეთ მოგ­ვეს­მი­ნა მისი შე­ფა­სე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, აღელ­ვე­ბუ­ლი ახა­ლა­ი­ას რე­აქ­ცია ჩემს შე­კი­თხვა­ზე ასე­თი იყო: რე­ებს ბე­დავ ბიჭო?! თავი და­მა­ნე­ბე! ახა­ლა­ია მე­ჯაჯ­გუ­რა, მხარ­ზე და კე­ფა­ზე ხელი მო­მარ­ტყა, რა­მაც იქ შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს სტი­მუ­ლი მის­ცა და მა­თაც გა­მო­ხა­ტეს აგ­რე­სია", - გა­ნა­ცხა­და ლაგ­ვი­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ცე­მია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ფა­ჟა­ვა, რო­მელ­საც ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ხე­ში ხელი გა­არ­ტყა. ასე­ვე ნა­ცე­მია "ინფო 9"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ვან წუ­ლაშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც კა­მე­რე­ბის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­დნენ.

ლაგ­ვი­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თხოვ­ნის მუ­ხე­და­ვად მან­ქა­ნა არ გა­უ­ჩე­რე­ბია და ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა

პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა

ტელეკომპანია "მე-9 არხის" ჟურნალისტის თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში, როლანდ ახალაიამ მხარში და კეფაში ხელი ჩაარტყა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, სამეგრელოში ახალაიას სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ამომრჩეველთა ლიგის" წევრმა კახა მიქაიამ როლანდ ახალაიას სახლის წინ განცხადება გააკეთა, რომ მხოლოდ ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან გადადგომა საკმარისი არ იყო და მის მამას, მორალური უფლება არ ჰქონდა კანდიდატად კენჭი ეყარა. მიქაიას წასვლის შემდეგ, ჟურნალისტები ვიღებდით კადრებს, როცა 70-მდე ადამიანი მოგვიახლოვდა. ამ დროს, სახლიდან გამოვიდა როლანდ ახალაია მეუღლესთან ერთად. ჩვენ ვცადეთ მოგვესმინა მისი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, აღელვებული ახალაიას რეაქცია ჩემს შეკითხვაზე ასეთი იყო: რეებს ბედავ ბიჭო?! თავი დამანებე! ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა, რამაც იქ შეკრებილ ადამიანებს სტიმული მისცა და მათაც გამოხატეს აგრესია", - განაცხადა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, ნაცემია "მაესტროს" ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, რომელსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა სახეში ხელი გაარტყა. ასევე ნაცემია "ინფო 9"-ის ჟურნალისტი ლევან წულაშვილი და ოპერატორები, რომლებისთვისაც კამერების წართმევას ცდილობდნენ.

ლაგვილავას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის მანქანამ გაიარა, რომელსაც ჟურნალისტების თხოვნის მუხედავად მანქანა არ გაუჩერებია და ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა