ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილს 24-საათიან ვადას აძლევენ ბაჩო ახალაიას დასაპატიმრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ ახალაიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას, თუმცა აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ის უნდა დააპატიმრონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "ახალაია ციხეში".