პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"
  ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"

ძა­ლი­ან შევ­ცო­დე უფ­ლის წი­ნა­შე და შენ­დო­ბას ვთხოვ პატ­რი­არ­ქს, ჩემს მო­ძღვარს, - ამის შე­სა­ხებ რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" ბრი­უ­სე­ლი­დან ჩარ­თვი­სას სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ის რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა, არა­მარ­ტო გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში, არა­მედ, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­პა­ტიმ­რო­ში 2005 წლი­დან, ბაჩო ახა­ლა­ი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის დღი­დან ხდე­ბა. ბე­დუ­კა­ძის თქმით, ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბა იყო ფირ­ზე აღე­ბეჭ­და "სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბი" და ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა და­წუ­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბია, "უფრო სა­ინ­ტე­რე­სო" მა­სა­ლა კი ახა­ლა­ი­ას სე­იფ­ში ინა­ხე­ბა. მი­სი­ვე თქმით, კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა 2010 წლი­დან და­ი­წყო, თუმ­ცა ერთი პა­ტი­მა­რიც კი ვერ და­აბ­რა­ლებს წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას.

"სა­ინ­ტე­რე­სო კად­რე­ბი" საჩ­ვე­ნებ­ლად, "საბ­ლა­ტა­ოდ" ჭირ­დე­ბო­დათ, თუ რო­გორ და­ა­ლა­გეს სის­ტე­მა და რო­გო­რი მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან",-გა­ნა­ცხა­და ბე­დუ­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო მა­სა­ლა მან შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს და­უ­ტო­ვა, რო­მე­ლიც მისი მე­გო­ბა­რია. ბე­დუ­კა­ძემ მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­ამ­ხი­ლა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ "ყვე­ლა მი­შას მონა არ არის".

"თქვენ რა იცით, ის რა კად­რებს და­დებს და რა გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ახ­დენს შსს-ში",-აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ზე სა­უბ­რის კონ­ტექ­სტში ბე­დუ­კა­ძემ.

ამას­თან, მის­თვის უც­ნო­ბია, იცო­და თუ არა ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­სა­ხებ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ბე­დუ­კა­ძე ასე­ვე, კად­რე­ბის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ მი­ლი­ონს ერთი ნოლი და­აკ­ლო და კად­რე­ბი მან 20 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და. "ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, მეტი რა უნდა ვუ­წო­დო",-დას­ძი­ნა ბე­დუ­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სის­ტე­მა­ში იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ ადა­მი­ა­ნის­თვის ყე­ლის გა­მოჭ­რა, თავ­ზე და­შარ­დვა, პირ­ში ჩა­ფურ­თხე­ბა და ა.შ. თუმ­ცა 400 კა­ცი­დან ყვე­ლა ჯა­ლა­თი არ არის და 20-30 ადა­მი­ა­ნია ზონ­დერჯგუფ­ში, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. მისი თქმით, ყო­ველ­წლი­უ­რად გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­დან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში 500 შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­დი­ო­და და აქე­დან, 300 პა­ტი­მარ­თა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ახ­დი­ნა ფაბ­რი­კა­ცია, როცა ფხა­ლა­ძე­სა და ფა­რუ­ლა­ვას უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი აცე­მი­ნეს, შემ­დეგ კი თა­მა­ზაშ­ვილ­თან მის და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

ბე­დუ­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვი­დე­ო­მა­სა­ლის ავ­ტორ­მა და­ვით აკო­ბი­ამ მისი რჩე­ვით და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი, რად­გან "აღარ შე­ეძ­ლო მე­ტის მოთ­მე­ნა", ამას­თან, ბე­დუ­კა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ვინც და­სა­კა­ვებ­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მი­სი­ვე თქმით, მან დიდი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც სერ­გო თეთ­რა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­იხ­სე­ნა, თუმ­ცა "სულ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა არ იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­იხ­სნე­ბა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"

  ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"

ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს, - ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ბრიუსელიდან ჩართვისას სკანდალური ვიდეოების გამავრცელებელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის რაც საზოგადოებამ იხილა, არამარტო გლდანის მე-8 საპყრობილეში, არამედ, ქვეყნის მასშტაბით ყველა საპატიმროში 2005 წლიდან, ბაჩო ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ხდება. ბედუკაძის თქმით, ახალაიას დავალება იყო ფირზე აღებეჭდა "საინტერესო მომენტები" და ის, რაც საზოგადოებამ იხილა დაწუნებული კადრებია, "უფრო საინტერესო" მასალა კი ახალაიას სეიფში ინახება. მისივე თქმით, კადრების გადაღება 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა ერთი პატიმარიც კი ვერ დააბრალებს წამებაში მონაწილეობის მიღებას.

"საინტერესო კადრები" საჩვენებლად, "საბლატაოდ" ჭირდებოდათ, თუ როგორ დაალაგეს სისტემა და როგორი მაგარი ბიჭები არიან",-განაცხადა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, გადაღებული ვიდეო მასალა მან შს მინისტრის მოადგილეს დაუტოვა, რომელიც მისი მეგობარია. ბედუკაძემ მისი ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ "ყველა მიშას მონა არ არის".

"თქვენ რა იცით, ის რა კადრებს დადებს და რა გადატრიალებას მოახდენს შსს-ში",-აღნიშნა შს მინისტრის მოადგილეზე საუბრის კონტექსტში ბედუკაძემ.

ამასთან, მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა ვიდეომასალის შესახებ ვანო მერაბიშვილმა.

ბედუკაძე ასევე, კადრების გაყიდვის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურამ ორ მილიონს ერთი ნოლი დააკლო და კადრები მან 20 მილიონ დოლარად გაყიდა. "ავადმყოფები არიან, მეტი რა უნდა ვუწოდო",-დასძინა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანისთვის ყელის გამოჭრა, თავზე დაშარდვა, პირში ჩაფურთხება და ა.შ. თუმცა 400 კაციდან ყველა ჯალათი არ არის და 20-30 ადამიანია ზონდერჯგუფში, რომლებიც მუშაობენ. მისი თქმით, ყოველწლიურად გლდანის მე-8 საპყრობილედან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 500 შეტყობინება შედიოდა და აქედან, 300 პატიმართა ფიზიკური დაზიანების შესახებ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოახდინა ფაბრიკაცია, როცა ფხალაძესა და ფარულავას უდანაშაულო პატიმარი აცემინეს, შემდეგ კი თამაზაშვილთან მის დაკავშირებას შეეცადნენ.

ბედუკაძის განცხადებით, ვიდეომასალის ავტორმა დავით აკობიამ მისი რჩევით დატოვა სამსახური, რადგან "აღარ შეეძლო მეტის მოთმენა", ამასთან, ბედუკაძე აღნიშნავს, რომ ვინც დასაკავებლები არიან, ისინი გარეთ იმყოფებიან.

მისივე თქმით, მან დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც სერგო თეთრაძის მკვლელობა გაიხსენა, თუმცა "სულ სააკაშვილი და მისი ხროვა არ იქნება და ძალიან ბევრი საქმე გაიხსნება".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"