აქციის მონაწილეებმა ბუბა კიკაბიძის და მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავები საღებავით შეღებეს

აქციის მონაწილეებმა ბუბა კიკაბიძის და მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავები საღებავით შეღებეს

ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის ბუბა კიკაბიძის და მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავები საღებავით შეღებეს.

როგორც მომიტინგეებმა განაცხადეს, აღნიშნული ჟესტის მიზეზია ის არის, რომ კიკაბიძე ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის ფონზე მიუზიკლში მონაწილეობს, მერაბ სეფაშვილმა კი - პრეზიდენტს სიმღერა მიუძღვნა.

"მათ ეს დაიმსახურეს. ისინი არ იმსახურებენ, რომ იყვნენ ვარსკლავები. სეფაშვილი იმიტომ, რომ სააკაშვილს სიმღერა "ჩემი გმირი გიწოდე" მიუძღვნა, კიკაბიძე კი იმიტომ, რომ მაშინ როცა პატიმრებს აუპატიურებენ, მღერის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა